x
image
Yoona
Mediator image
ქოქოსის ზეთი ნებისმიერ კბილის პასტაზე უკეთესი: 5 მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენოთ
ქოქოსის ზეთი კბილების დამანგრეველ ბაქტერიებს უტევს და შესაძლებელია პირის ღრუს მოვლის საშუალებებში გამოიყენოთ.

ათლონის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩაატარეს კვლევა და პირის ღრუში მდებარე ყველაზე გავრცელებულ ბაქტერიებზე ზოგიერთი ნატურალური ზეთის გავლენა შეისწავლეს. მათ შორის გამარჯვებული ქოქოსის ზეთი გახდა.

შეგახსენებთ! მასალას საინფორმაციო–გაცნობითი ხასიათი აქვს! ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების გამოყენებამდე სპეციალისტს უნდა მიმართოთ!

image


ქოქოსის ზეთი კბილის პასტას ჩაანაცვლებს?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქოქოსის ზეთი ეფექტურად თრგუნავს პირის ღრუში ყველაზე მავნე ბაქტერიების ზრდას, მათ შორისაა Streptococcus mutans, რომელიც კარიესის განვითარებას იწვევს და ბავშვების 60-90 პროცენტს და უფროსების უმეტესობას აწუხებთ.

ირლანდიაში ათლონის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა მონელების მსგავს პროცესში ქოქოსის, მცენარეული და ზეითუნის ზეთების გავლენა შეისწავლეს, როგორც ნატურალური, ასევე ფერმენტების დამატების სახით.

შემდეგ ზეთები სტრეპტოკოკული ბაქტერიების წინააღმდეგ დატესტეს. ეს ბაქტერიები პირის ღრუში ხშირად გვხვდება.

აღმოჩნდა, რომ სწორედ ფერმენტებით დამუშავებულ ქოქოსის ზეთს შეუძლია ბაქტერიების შტამების უმეტესობის შეფერხება.

ითვლება, რომ ცხიმოვანი ქოქოსის ზეთის ფერმენტებით დაშლა მას აქტიურ მჟავებად აქცევს, რომელიც მავნე ბაქტერიებს ებრძვის. ამრიგად, ქოქოსის ზეთი შეიძლება ქიმიური დანამატების კარგი ალტერნატივა გახდეს.


image

როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი კბილების გასაწმენდად

იცით თუ არა, რომ 1 სუფრის კოვზ ქოქოსის ზეთს თქვენი კბილების გაწმენდა და პირის ღრუს მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია?

ქოქოსის ზეთი ბევრ მავნე ინგრედიენტს არ შეიცავს და უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი კბილის პასტა ან პირის ღრუს სავლები.


image

ზეთოვანი სავლები ქოქოსის ზეთით

პირის ღრუს ზეთოვანი სავლები ძველ ინდურ საშუალებად ითვლება, რომელიც კბილებს ათეთრებს, სუნთქვას აჯანსაღებს და პირის ღრუს მდგომარეობას აუმჯობესებს.


ქოქოსის ზეთით პირის ღრუს გამოვლების უპირატესობები

1. მავნე ბაქტერიებს ანადგურებს

პირის ღრუში ასობით ბაქტერია მდებარეობს, ზოგიერთი მათგანი მავნეა და შეუძლია კარიესის, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის და ღრძილების დაავადებების გამოწვევა.

ზეთით გამოვლება ბაქტერიების რაოდენობას ამცირებს და პირის ღრუს სწორი ჰიგიენის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

ქოქოსის ზეთი ქლორჰექსიდინის უსაფრთხო ალტერნატივაა, რომელიც ზოგიერთი პირის ღრუს სავლების შემადგენლობაში შედის.


2. უსიამოვნო სუნს ამცირებს

უსიამოვნო სუნი პირის ღრუს ცუდ ჰიგიენას, ენაზე ნადებს, ინფექციებს ან ღრძილების დაავადებებს უკავშირდება.

ზეთით გამოვლება უსიამოვნო სუნს ეფექტურად აქრობს და მოქმედებს როგორც სამკურნალო ქლორჰექსიდინი.


image

3. კარიესს აფერხებს

კარიესს ბაქტერიების დაგროვება, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და ძალიან ბევრი შაქრის მიღება იწვევს.

ბაქტერიების ნადებმა კბილებზე, ნერწყვმა და საჭმლის ნაწილებმა შეიძლება ემალი დააზიანოს და კარიესი გამოიწვიოს. ქოქოსის ზეთით პირის გამოვლება მავნე ბაქტერიებს შეამცირებს და კარიეს თავიდან აგაცილებთ.


4. ანთებას ამცირებს და ღრძილების ჯანმრთელობას აუმჯობესებს

კბილების ნადებზე ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი – გავრცელებული დაავადება, რომელიც ღრძილების ანთებას და მსუბუქ სისხლდენას იწვევს.

კვლევამ აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთი ანთებას ამცირებს.


5. კბილებს ათეთრებს

ამ მომენტისთვის არ არსებობს კვლევა, რომელიც მის კბილების მათეთრებელ ეფექტს ადასტურებს. ზოგიერთი მონაცემებით ქოქოსის ზეთი კბილის ზედაპირიდან ლაქებს აქრობს.

image

როგორ გამოვივლოთ პირის ღრუ ქოქოსის ზეთით

1. 1 სუფრის კოვზი ცივი დაწურვის ქოქოსის ზეთი პირში დაიგუბეთ და 15-20 წუთით გამოივლეთ.

2. ზეთი არ გადაყლაპოთ, რადგან უკვე პირის ღრუს ბაქტერიებს შეიცავს.

3. სჯობს ზეთი გადმოაფურთხოთ, შემდეგ პირი ჩვეულებრივი წყლით გამოივლოთ.

4. ზოგიერთი ირწმუნება, რომ სჯობს ქოქოსის ზეთით პირი უზმოზე გამოივლოთ, სხვები გირჩევენ ეს დილით შხაპის ან ბანაობის დროს გააკეთოთ.


კბილის პასტის რეცეპტი ქოქოსის ზეთით

ქოქოსის ზეთით შეგიძლიათ სახლში კბილის პასტა მოამზადოთ.

  • ნახევარი ჭიქა ქოქოსის ზეთი
  • 2–3 სუფრის კოვზი საკვები სოდა
  • 15-30 წვეთი პიტნის ეთერზეთი

ქოქოსის ზეთი გაადნეთ და სხვა ინგრედიენტებს აურიეთ. ქილაში გადაიტანეთ და ჩვეულებრივ კბილის პასტად გამოიყენეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

საუკეთესო საშუალება კბილის ქვის მოსაშორებლად, ღრძილების აღსადგენად და კბილების გასათეთრებლად

image

როგორ გავიყუჩოთ კბილის ტკივილი დროებით

image

არასწორი ტემპერატურა და ღამით ვარჯიში: უძილობის მიზეზები და რა უნდა გააკეთოთ

image

1 კვირა, თვე, წელი: რა ხდება ორგანიზმში, როცა ალკოჰოლს თავს ანებებთ

image

რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ

image


0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
73