სტომატოლოგია ქოქოსის ზეთი ნებისმიერ კბილის პასტაზე უკეთესი: 5 მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენოთ 2021, 21 იანვარი, 9:28 ქოქოსის ზეთი კბილების დამანგრეველ ბაქტერიებს უტევს და შესაძლებელია პირის ღრუს მოვლის საშუალებებში გამოიყენოთ.
ათლონის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩაატარეს კვლევა და პირის ღრუში მდებარე ყველაზე გავრცელებულ ბაქტერიებზე ზოგიერთი ნატურალური ზეთის გავლენა შეისწავლეს. მათ შორის გამარჯვებული ქოქოსის ზეთი გახდა.
შეგახსენებთ! მასალას საინფორმაციო–გაცნობითი ხასიათი აქვს! ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების გამოყენებამდე სპეციალისტს უნდა მიმართოთ!
![]() ქოქოსის ზეთი კბილის პასტას ჩაანაცვლებს? მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქოქოსის ზეთი ეფექტურად თრგუნავს პირის ღრუში ყველაზე მავნე ბაქტერიების ზრდას, მათ შორისაა Streptococcus mutans, რომელიც კარიესის განვითარებას იწვევს და ბავშვების 60-90 პროცენტს და უფროსების უმეტესობას აწუხებთ. ირლანდიაში ათლონის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა მონელების მსგავს პროცესში ქოქოსის, მცენარეული და ზეითუნის ზეთების გავლენა შეისწავლეს, როგორც ნატურალური, ასევე ფერმენტების დამატების სახით. შემდეგ ზეთები სტრეპტოკოკული ბაქტერიების წინააღმდეგ დატესტეს. ეს ბაქტერიები პირის ღრუში ხშირად გვხვდება. აღმოჩნდა, რომ სწორედ ფერმენტებით დამუშავებულ ქოქოსის ზეთს შეუძლია ბაქტერიების შტამების უმეტესობის შეფერხება. ითვლება, რომ ცხიმოვანი ქოქოსის ზეთის ფერმენტებით დაშლა მას აქტიურ მჟავებად აქცევს, რომელიც მავნე ბაქტერიებს ებრძვის. ამრიგად, ქოქოსის ზეთი შეიძლება ქიმიური დანამატების კარგი ალტერნატივა გახდეს. ![]() ![]() ქოქოსის ზეთით პირის ღრუს გამოვლების უპირატესობები 1. მავნე ბაქტერიებს ანადგურებს პირის ღრუში ასობით ბაქტერია მდებარეობს, ზოგიერთი მათგანი მავნეა და შეუძლია კარიესის, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის და ღრძილების დაავადებების გამოწვევა. ზეთით გამოვლება ბაქტერიების რაოდენობას ამცირებს და პირის ღრუს სწორი ჰიგიენის შენარჩუნებას ხელს უწყობს. ქოქოსის ზეთი ქლორჰექსიდინის უსაფრთხო ალტერნატივაა, რომელიც ზოგიერთი პირის ღრუს სავლების შემადგენლობაში შედის. 2. უსიამოვნო სუნს ამცირებს უსიამოვნო სუნი პირის ღრუს ცუდ ჰიგიენას, ენაზე ნადებს, ინფექციებს ან ღრძილების დაავადებებს უკავშირდება. ზეთით გამოვლება უსიამოვნო სუნს ეფექტურად აქრობს და მოქმედებს როგორც სამკურნალო ქლორჰექსიდინი. ![]() 4. ანთებას ამცირებს და ღრძილების ჯანმრთელობას აუმჯობესებს კბილების ნადებზე ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი – გავრცელებული დაავადება, რომელიც ღრძილების ანთებას და მსუბუქ სისხლდენას იწვევს. კვლევამ აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთი ანთებას ამცირებს. 5. კბილებს ათეთრებს ამ მომენტისთვის არ არსებობს კვლევა, რომელიც მის კბილების მათეთრებელ ეფექტს ადასტურებს. ზოგიერთი მონაცემებით ქოქოსის ზეთი კბილის ზედაპირიდან ლაქებს აქრობს. ![]() კბილის პასტის რეცეპტი ქოქოსის ზეთით ქოქოსის ზეთით შეგიძლიათ სახლში კბილის პასტა მოამზადოთ.
ქოქოსის ზეთი გაადნეთ და სხვა ინგრედიენტებს აურიეთ. ქილაში გადაიტანეთ და ჩვეულებრივ კბილის პასტად გამოიყენეთ. ასევე დაგაინტერესებთ: საუკეთესო საშუალება კბილის ქვის მოსაშორებლად, ღრძილების აღსადგენად და კბილების გასათეთრებლად ![]() როგორ გავიყუჩოთ კბილის ტკივილი დროებით ![]() არასწორი ტემპერატურა და ღამით ვარჯიში: უძილობის მიზეზები და რა უნდა გააკეთოთ ![]() 1 კვირა, თვე, წელი: რა ხდება ორგანიზმში, როცა ალკოჰოლს თავს ანებებთ ![]() რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ ![]() 81 1-ს მოსწონს |