სისხლის სამართალი “სექსისთვის მეტისმეტად დაბალი ვარ!” - მასწავლებელს მოსწავლესთან ინტიმური კავშირის გამო ასამართლებენ 2021, 20 იანვარი, 21:06 ვატფორდში (დიდი ბრიტანეთი) მცხოვრებ 35 წლის ქენდის ბ.-ს 15 წლის მოზარდთან სექსის გამო ასამართლებენ. ქალი მოზარდის მასწავლებელი იყო ბუკინგჰემფშირის სკოლაში. ბიჭი, რომელიც აცხადებს, რომ მასწავლებელმა იძულებით დაამყარა მასთან სექსუალური კონტაქტი, ამჟამად 18 წლისაა.
საქმეში ფიგურირებს სექსუალური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ინტიმური ხასიათის ვიდეო, რომელიც მასწავლებელმა გადაიღო და მოსწავლეს გაუგზავნა. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული “სანი” იუწყება. სასამართლოს წინაშე თავის მართლებისთვის პედაგოგმა კურიოზული ხასიათის “არგუმენტი” მოიყვანა. ქალის ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი... მეტისმეტად დაბალი იყო მოსწავლესთან სექსისთვის. რეალურად მასწავლებელი, რომელსაც ქმარი ჰყავს, 150 სანტიმეტრზე ოდნავ უფრო მაღალია. ის 2018 წელს თავის 15 წლის მოსწავლეს მხოლოდ მხრებამდე სწვდებოდა. ამიტომ ქალის ადვოკატმა თქვა, რომ მასწავლებელი თავისი მსხვერპლის წინ სექსის დროს უკნიდან ვერანაირად ვერ დადგებოდა. მოსწავლე ამტკიცებს, რომ მასწავლებელი მას დაემუქრა. “მითხრა, რომ თუ ინტიმური კავშირის შესახებ ვინმეს ვეტყოდი, ორივე ერთად ჩავიძირებოდით”, - თქვა მსხვერპლმა. ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო მასწავლებლის ადვოკატის არგუმენტს. ხელახალი პროცესი უახლოეს დღეებშია ჩანიშნული. 419 შეფასება არ არის
|