x
image
ლანა92
შემწვარი კიტრები ჩინურად - კერძი, რომელზეც შესაძლოა, აქამდე არც გსმენიათ
image




საჭირო ინგრედიენტები:

კიტრი - 0.5 კგ.;

წითელი ჩილის (ბულგარული) ახალი წიწაკა - 2 ც.;


იმბირის (კოჭას) ფესვი - 10 გრამი;

ნიორი - 1 კბილი;

კარაქი - 20 გრამი;

სოიოს სოუსი - 30 გრამი;

არაყი - 1 ჩაის კოვზი;

ძმარი ბალზამიკო, ან ლიმონის წვენი - 1 სუფრის კოვზი;

შაქარი - 1 სუფრის კოვზი;

მარილი - გემოვნებით;

მარილი - გემოვნებით;

დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით;

მცენარეული ზეთი - 2 სუფრის კოვზი;


მომზადება:

კიტრები გათალეთ და გაჭერით შუაზე. თუ თესლები აქვს მსხვილი, მაშინ ამოაცალეთ. დაჭერით კიტრები პატარა ნახევარმთვარეებად.

ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ თესლისაგან და დაჭერით თხელ ხაზებად, მეორე კი წვრილ ნაჭრებად.

იმბირი წვრილად დაჭერით. ნიორი დანაყეთ.

ღუმელში ცხელ ზეთში დაყარეთ კიტრი და ბულგარული წიწაკა. 5 წუთის განმავლობაში ურიეთ და ისე შეწვით ძლიერ ცეცხლზე, მაღალ ტემპერატურაზე.

დაუმატეთ კიტრს კარაქი, სოიოს სოუსი, არაყი, ბალზამიკო ძმარი, შაქარი, მარილი, შავი დაფქული წიწაკა. ურიეთ დაახლოებით 1 წუთი.

კერძი მზადაა. შეგიძლიათ, გემრიელად მიირთვათ!

0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0