x
image
ლანა92
იცით თუ არა, რომ თოვლის მაიმუნების პარკიც არსებობს?!


image



ჯიგოკუდანი იაენ კოენი



image



თოვლის მაიმუნების პარკი (ჯიგოკუდანი იაენ კოენი) მდებარეობს იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში (მხარეში). იგი განსაკუთრებული სახეობის მაიმუნების სახლია.




image


თოვლის მაიმუნების პარკი დაარსდა 1964 წელს, როგორც დაცული ტერიტორია. აქ შეგიძლიათ, თქვენ დაათვალიეროთ ველური მაიმუნები, მათი ყოველდღიურობა, მათ შორის უნიკალური ქცევის - ცხელ წყაროებში, გეიზერებში ბანაობის ჩათვლით




image




თოვლის მაიმუნების პარკი ცნობილი გახდა 1970 წელს, როცა ჟურნალმა "ლაიფი" თავის გარეკანზე გამოაქვეყნა მობანავე თოვლის მაიმუნების ფოტო. დღემდე აქ უხვად მოდიან დამსვენებლები, რათა სასიამოვნო დრო გაატარონ ჯიგოკუდანის ცნობილ თოვლის მაიმუნებთან.



image


თოვლის მაიმუნების ბანაობის სცენა განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახაობაა ზამთარში. თოვლის მაიმუნებს უყვართ, როცა ზამთრის ძლიერი და ცივი თოვლით დაფარვა.


image





image






image






image


ესაა 4 განსხვავებული სეზონისათვის მეტად საინტერესო ადგილი, არ არსებობს ცუდი დრო მის დასათვალიერებლად. გაზაფხული ახალშობილების დროა, ზაფხული - აყვავებისა და სიმწვანის, შემოდგომა - მდიდარი პეიზაჟის, წითელი, ქარვისფერი და ოქროსფერი ფოთლების მონაცვლეობით შექმნილი მოზაიკის, ზამთარი - თოვლით.





0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0