x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პირველი ქალი-მემანქანე თანამედროვე რუსეთში,რომელმაც მიზნამდე მისვლას 10 წელი მოანდომა
image

ეს გოგონა არა მხოლოდ გარეგნობის გამო იქცევს ყურადღებას, არამედ პროფესიასა და იმ სიმტკიცისათვის, რომლითაც იგი ოცნებამდე მიდიოდა.



25 წლის ელენა ლისენკო-სალტიკოვა ჟუკოვსკიდან იყო პირველი გოგონა, რომელმაც მიიღო მატარებლის მართის უფლება - 2019 წლის ზაფხულში.


არა და, ქალებს მხოლოდ 2021 წლის 1 იანვრიდან ეძლეოდათ უფლება ემუშავად ელექტრომატარებლების მძღოლად. ლამაზმანმა პირველი რეისი 12 იანვარს შეასრულა კიევსკის ვაგზლიდან - ნოვოპრედელკინომდე, რომელიც მითითებულია ცენტრალური სამგზავრო გადამზიდველის ვებსაიტზე, - სადაც ის მუშაობს.


image

პროფესიის არჩევა არ ყოფილა სპონტანური. ელენამ ვიდეოში განაცხადა, რომ ათი წლის განმავლობაში მიდიოდა დასახულ ოცნებობდე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მის არჩევანს.


გოგონას ვიდეომ, რომელიც არაქალურ სამუშაოზე მოგვითხრობდა, "ტიკ ტოკზე" 270 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.


-12 იანვარს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რადგან მე გავხდი პირველი გოგონა - ელექტრომატარებლის მძღოლი თანამედროვე რუსეთში. ათი წლის განმავლობაში ვცდილობდი ამას. 13 წლის ასაკიდან ბავშვთა რკინიგზაზე ვიყავი დაკავებული-ამბობს ელენა ლისენკო სალტიკოვა.

image

ელენა თბომავალის მემანქანის თანაშემწე, თბომავალის მემანქანე და მოძრავი შემადგენლობის ზეინკალიც კი იყო.


შემდეგ მან მიიღო სპეციალობა- "ელექტრომატარებლის მემანქანე" და ასევე დაამთავრა მემანქანეთა სკოლა. სირთულეები, რომლებიც მატარებლებელს თან ახლავს, ლამაზმანს არ აშინებს.



"ზოგადად, მე ნამდვილად მომწონს ასეთ ამინდში მუშაობა. ვაგონის ქვეშ გაყინული, შემდეგ გამათბობელს ჩართავ სალონში, დაისხამ ჩაის თერმოსიდან და მოვისმენ გადამყვანის ჩხაკუნს. რომანტიკა რომანტიკოსის თვალში", - წერდა "ინსტაგრამზე" გოგონა-მემანქანე მორიგ ცვლაში მუშაობისას, რა დროს ქარბუქი იყო.

image

ელენა ამხელს და ანგრევს სტერეოტიპებს, სოციალურ ქსელებში საინტერესო პოსტებს დებს და იმდენად უყვარს თავისი პროფესია, რომ ცოლად გაჰყვა კიდეც მემანქანეს, რომელთანაც ხელი პირდაპირ "ივოლგაში" მოაწერა.

0
187
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0