x
image
თუთიკო ბერძენა
აკადემიური ხარისხის გარეშე დატოვებული მეცნიერი, რომელმაც ბინის ნაცვლად საქართველოს მიხედვა ითხოვა

image
ქვეყანას რომ პირად ინტერესებზე და საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა აყენებდნენ, ასეთ ადამიანებს ხშირად უნდა ვახსენებდეთ ერთმანეთს

ჰოდა, პავლე ინგოროყვას ცხოვრებიდან ერთი ისეთი ეპიზოდი მინდა ახლა გავიხსენო, მე რომ ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, თქვენც გულს აგიჩუყებთ მისი შეხსენებით:
საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე
უკვე ძალიან მოხუცის, სკლეროზით დაავადებული პავლეს მონახულებას აპირებდა. სამზადისია ინგოროყვების ოჯახში.
ქალიშვილის ქმარი - კინორეჟისორი გუგული მგელაძე შედის-ხოლმე მოხუცთან და "ავარჯიშებს", - შევარდნაძე რომ გკითხავს, ხომ არაფერი გნებავთო? უნდა უთხრა, რომ ბინა გვჭირდება, ბინა! ვიწროდ ვცხოვრობთ-თქო.
ერთხელაც, გუგულიმ პავლეს "გამოცდა" მოუწყო და ვითომ, შევარდნაძე იყო, ოთახში თავად შევიდა.
ზის სავარძელში საყვარელი მოხუცი, გულწრფელი ღიმილით, სუფთა გულით და სინდისით - პავლე ინგოროყვა - რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" დიდი მკვლევარი, "გიორგი მერჩულეს" და კიდევ უამრავი ნაშრომის ავტორი, რომელმაც ხეთური იეროგლიფები გაშიფრა; რომელმაც პირველმა სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა; რომელმაც მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. ზის აკანკალებული მოხუცი-
საბჭოთა ხელისუფლების მიერ აკადემიკოსის ტიტულის გარეშე დატოვებული მეცნიერი, რომელიც სამშობლოს ისე ემსახურა, რომ იმპერიისთვის, რეჟიმისთვის ან სხვა ნებისმიერი ბნელი ძალისთვის ძღვენი არ მიურთმევია...
"შევარდნაძემ" მოიკითხა, გაესაუბრა და გასვლისას მიუბრუნდა:
- ხომ არაფერი გჭირდებათ? ხომ არაფერს ისურვებთ?
პავლემ მიიხედ-მოიხედა და ჩურჩულით ჰკითხა:
-ჩემი სიძე აქ ხომ არ არის?
-არ არის, არა!
- მაშინ საქართველოს მიმიხედე, საქართველოს! ესაა ჩემი სურვილი. მეტი მე არაფერი მინდა!.....
---------------------------------
რა ატამი, რი ატამი, რა ბინა, რი ბინა?
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !
22
482
9-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
482
  
2021, 8 მარტი, 2:15
მაგრამ დღევანდელი საზოგადორბა სვავივითაა, ლეშს ეტანება , რადგან ფახი არ აქვს ცოცხალ ფრინველებს სდიოს. გული არ დაგწყდეთ,რომ გემოვნებიან სტატირბს არასდროს ეყოლება მრავალი მკითხვრლი, რადგან ასეთი სვავრბის მოთხოვნა ლეშია და არაცოცხალი აზროვნება, თუნდაც რიგ საკითხებზე შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს. თქვენი ინდივიდუალობა მაოცებს! თქვენ მცირე რაოდენობის, მაგრამ გემოვნრბიანი მკითხველი გეყოლებათ, რომელსაც არსი აინტერესებს და ფორმა ერთდროულად და არა მხოლოდ ფორმა ცალკე აღებულო
2021, 8 მარტი, 2:10
ვერც მეშემოვედი ამ ლინკით.გამოგიტყდებით და უკვე ძალიან მაინტერესებთთქვრნი ინდივიადუალური აზროვნების და ანალიტიკური აზროვნრბის გამო. არ გავხართ ნაცრისფერ მასას ჟურნალისტების. დიდი მადლობა ამისთვის.
2021, 22 იანვარი, 14:36
მგონი ლინკი არასწორად გაქვს მითითებული:) სახელი და გვარით მოგძებნი და დიდი სიამოვნებით
2021, 21 იანვარი, 21:53
https://www.facebook.com/profile.php?sk=approve&highlight=1925195114300167&log_filter=review&queue_type=friends&notif_id=1611249649184001&notif_t=tagged_with_story&ref=notif#1925195114300167 სიამოვნებით დაგიმეგობრებთ
2021, 21 იანვარი, 19:07
რაც შეეხება ეკონომიკურ სიტუაციას,ბიზნესების 90% წარმოდგენა არ აქვთ,რა არის ნამდვილი ბიზნესი და მათ ცეხავიკებს ვეძახი. სხვადასხვა კანონებზეა დამოკიდებული ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს საქართველოს ეკონომიკა 50 მილიარდია დაახლოებით,ხოლო სახელმწიფო დანახარჯი 15 მილიარდი ამ ეკონომიკაში,ამას დაუმატოთ 30 მილიარდი საგარეო ვალის. გამოდის რო ადამიანები თავისი შემოსავლის მესამედს სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიან,რაც მათ გადახდის უნარიანობას ამცირებს. ზემოთ ცეხავიკი ბიზნესები ვახსენე და ანაფორიანი კაციც ასევე. ეს ყველაფერი ქვეყანას საინვესტიციო პერსპექტივას უკარგავს. ამიტომაც არ შმოდის პირდაპირი ინვესტიციები და ამიტომაც არის 3% ეკონომიკური ზრდა(პანდემიის პირობების გათვალისწინებით -5-6% ფარგლებში). იყო პერიოდი,როცა 12.5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა და მაშინ ლიბერტარიანელი კახა ბენდუქიძე იყო რეფორმების ავტორი. არადა თქვა კაცმა "ყველაფერი იყიდება ნამუსის გარდაო" და მახსოვს,როგორ ამბობდა ხოლმე რო ქვეყანაში არსებული ქონების 97% კერძო საკუთრებაში უნდა იყოსო,მაგრამ პოპულისტი სააკაშვილის ხელში ვერაფერი გააკეთა. გამოსავალი არის გადასახადების შემცირება,სახელმწიფოს ზომის შემცირება ეკონომიკაში და მასიური პრივატიზაცია,თორემ დავრჩებით ჭაობში. ერთ რჩევას მოგცემთ,თუ გაინტერესებთ,როგორ მუშაობს ლიბერტარიანიზმი პრაქტიკაში,თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს ესტუმრეთ. ამას იმიტომ არ ვამბობ რო მე ვსწავლობდი მანდ ან მათ შენარჩუნებაზე ვიბრძოლე. ერთი შემთხვევა იყო, როცა 90 სტუდენტიდან მე ვერ შევეწყე ლექტორს და დეკანს მოვთხოვე ჯგუფის შეცვლა. მან მითხრა,რომ შეუძლებელია ჯგუფის შეცვლაო. მე ვუთხარი,მაშინ ლექტორი გამოგვიცვალეთქო და მიპასუხა,რომ 89 სტუდენტი კმაყოფილია და შენი ბრალი იქნებაო. წავიჩხუბეთ და რექტორთან მიჩივლა. როცა რექტორი შეგვხდა და გამოიკითხა მიზეზები,დეკანი გამტყნდა და ასე განმარტა,ყველა სტუდენტის წინაშე გვაქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და სტუდენტი გრძნობს დისკომფორტს,მაშინ უნდა იზრუნო მის გამოსწორებაზეო. დეკანს საყვედური პირად საქმეში შეტანით და ლექტორი შეგვიცვალეს :) ბედნიერი ვარ,რომ საქართველოში არის ასეთი უნივერსიტეტი და მის შენარჩუნებაში ჩემი წვლილი შევიტანე.
2021, 21 იანვარი, 18:47
აზროვნების გამოცვლას და ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. ხო გაგიგიათ,მოსემ 40 წელი აბოდიალა ებრაელები უდაბნოში,რადგან ხვდებოდა რო მონა სახელმწიფოს ვერ ჩამოაყალიბებდა. ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს და ამიტომ უნდა დავიცადოთ. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თაობა ვარ და რაღაც სიტუაციაში მგონია,რომ ჩემი და ჩემი თანატოლებით რაღაც ახალი დაიწყო. რაც დრო გადის და ჩემზე ასაკით პატარებს(აზროვნებით კი ბევრად წინ არიან და ეს კარგია) უფრო ბევრი საშუალება აქვთ განვითარებისთვის. მეთხუტმეტე წელში ხართ და ქართულ იდენტობაზე,ეკონომიკურ სიძლიერეზე ფიქრობთ და ეს არის იმედი რო ყველაფერი კარგად იქნება. თქვენს ასაკში დენი რა ხილი იყო არ ვიცოდი :) თანამედროვე ტექნოლოგიებზე ზედმეტია საუბარი. არც იმის იმედი გვქონდა რო წიგნზე თავის დაკვლით აკადემიურ ხარისხს მივიღებდით,მაგრამ ადამიანებმა მოინდომეს და გზა გაგვიხსნეს. ეს ხალხი საბჭოთა რუსეთში დაბადებულები იყვნენ,მაგრამ აკრძალვებს და ცენზურას აჯობეს,განვითარდნენ და შეინარჩუნეს თავისუფლება. ეხლა ჩემი თაობის მიზანი სხვა რამეა,უნდა შევქმნათ მაქსიმალურად თავისუფალი გარემო და პერსონალური თავისუფლება. რაც თავისთავში მოცავს პროგრესს თქვენი თაობისთვის. მერე თქვენ იცით,როგორ გამოიყენებთ ამას. ცნობისათვის,ორი უნივერსიტეტი კი გადავარჩინეთ უკვე,ადამიანები 1 წლიანი მონობისგან და დავიწყეთ დოკიმენტური ფილმების სერიის განხორციელება,რაც სამოქალაქო ომის ფაქტების განხილვააა წარმოდგენილი ორივე მხარის მხრიდან,ხოლო არბიტრები საზოგადოების წევრები არიან. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია,რადგან ტყუილზე ვერ ააშენებ სახელმწიფოს,რომელიც თავისუფალი მსოფიოს ნაწილი იქნება.
2021, 21 იანვარი, 18:32
ზოგადად,ბავშვი სემინარებზე და ტრენინგებზე არ უნდა ესწრებოდეს,მაგრამ სიტუაციას გააჩნია. ყველაფერს ორი მხარე აქვს ნამდვილად და დედათქვენს დიდი შრომა გაუწევია. ამბობენ,ბავშმა ბავშობა უნდა გაიაროსო,მაგრამ რაც უფრო ადრე გაიაზრებს ადამიანი იმ ყველაფერს,რაც მომავალში შეეხება,მით უფრო კარგი იქნება. ამიტომ მადლობა დედას :)
2021, 21 იანვარი, 17:45
განსაკუთრებულად რთულად მიმდინარეობს ეროვნული და კულტუ-რული იდენტობის განსაზღვრა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
ეროვნული ნაციონალური კულტურული იდენტობა, უკვე დიდი ხანია ყურადღებისა და კვლევის საგანია, განსაკუთრებით, დასავლეთის ქვეყნებსა და ასევე აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოში აკადემიური წრეები და პოლიტიკური ელიტა უკვე წლებია მსჯელობენ ამ საკითხის შესახებ, თუმცა, სახალხო დისკურსის დონეზე და ქართული თანამედროვეობის კონტექსტში, ეროვნული იდენტობის ემპირიული კვლევა ჯერ არ განხორციელებულა.
სწორად ამიტომ არის ამდენი წარუმატებელი რეფორმების მცდელობა არა მარტო საგანმანათლებლო პოლიტიკის საქმეში არამედ ეკონომიკაში, სამართალსა და სხვა სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს სფეროებში. საბჭოთა მენტალობის ადამიანებს უჭირთ ახალ რეალობასთან ადაპტირება, ამიტომ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს იმ ძცველში. მე ეს მგონია მიზეზი
2021, 21 იანვარი, 17:44
ზუსტად მოხვდა თქვენ მიერ დასსახელებული პირველი ასაკი ჩემსას. მე-15 წელში ვარ. მაგრამ გარემო პირობებში გავიზარდე არაბავშვურში. მარტოხელა დედის სამსახურში, სემინარებზე ტრენინგებზე , სხდომებზე. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ სდხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო და ამოვარდნილი ვარ ასაკიდან. თუმცა ყველაფერს აქვს ორი მხარე და მე დადებითი მხრიდან ვეჭიდები.

ჩვენ იდენტობის კრიზისი გვაქვს ყველაფერში. პოსტსაბჭოთა პერიოდში მრავალჯერ შეიცვალა ხელისუფლება და შესაბამისად, იცვლებოდა რეფორმის ვექტორებიც არამხოლოდ განათლების სფეროში. განათლების რეფორმების გატარებისას, ჯერ კიდევ ვცდილობთ სადღაც არსებული მოდელის მექანიკურად გადმოტანას, თუმცა ჩვენი აზრით, საკუთარი იდენტობის და თავისებურებების ბოლომდე გააზრების გარეშე არცერთი სხვა ქვეყნის მოდელი ორგანული და სასარგებლო არ გახდება საქართველოსთვის.რეფორმების წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ვიგებთ და ვმართავთ კულტურული იდენტობის განსხვავებულობას.
აქ ნეოკლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები, აკეთებენ ერთ მცდარ დაშვებას, რომლის მიხედვითაც ერთ კულტურაში განხორციელებული ექსპერიმენტის გამეორება, შესაძლებელია იგივე შედეგით განსხვა-ვებულ კულტურაშიც.
2021, 21 იანვარი, 16:45
სოციალურ-დემოკრატიასაც დემოკრატიას ეძახიან,მაგრამ თავისი არსით ძალადობრივია. არ არის იდეალური,მაგრამ ლიბერალური დემოკრატია არის მსოფლიოს გადარჩენის წამალი. ინდივიდის თავისუფლება და პასუხისმგებლობას ბევრი რამის შეცვლა ან გაკეთება შეუძლია. რაც შეეხება ვაჟას კოსმოპოლიტობას, კლასიკური ლიბერალები მსოფლიო მოქალაქეობას ქადაგებდნენ. როცა კლასიკური ლიბერალი თანამედროებაში ლიბერტარიანელები ამბობენ "ჩვენ ლიბერალები" ე.ი. მსოფლიო მოქალაქეები. არანაირი ზომიერება არ იგულისხმება ამ ნაწარმოებში და ლიბერტარიანულ აზრს გადმოგვცემს. თუ ვზრუნავ ჩემს ქვეყანაზე ე.ი. მე ვზრუნავ მსოფლიოზე. ვაჟა მოქმედებდა იაზროვნე გლობალურად და იმოქმედე ლოკალურად მეთოდით. კლასიკური ლიბერალიზმი არ ცნობს ზომიერებას და ზომიერება ნიშნავს გარკვეულ ჩარჩოს მოქმედებას,შესაძლოა მცირეს,მაგრამ მაინც ჩარჩოა. ეს იდეოლოგია თავიდან ბოლომდე არის პიროვნების ინდივიდუალურ თავისუფლებაზე და პასუხისმგებლობაზე აგებული,რომელიც საკუთარი ინტერესიდან მოქმედებს. მას დაუწესებთ რაიმე ჩარჩოს და მერე ის დაგიწესებთ,რაც სოციალიზმამდე მიგიყვანთ. აბსოლიტური თავისუფლება არ არსებობს და თავისუფალ ადამიანებსაც უწევთ რაიმეს დათმობა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. თუ მე ავაშენებ რაიმე ქარხანას და რომელიც მომწამლავ ნივთიერებებს გამოყოფ,მაშინ მე უნდა დავაყენო ჰაერის გამწმენდი,ვიზრუნო ჰაერის სისუფთავეზე,იმიტომ კი არა,რომ თქვენზე ვზრუნავ,არამედ სუფთა ჰაერი მეც მჭირდება. ადამიანები საკუთარ თავს არ ავნებენ,ამიტომაც შეზღუდვები და გადასახადები არის მათი გაძარცვის მცდელობა და სხვა არაფერი. მე თქვენ არ მადარდებთ,მაგრამ ჩემი თავი,ჩემი შვილები და ახლობლები მადარდებს,რაში მჭირდება შეზღუდვა პასუხისმგებლობისთვის.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10