x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილი ისტორიული ფოტოსურათები, რომლებიც სინამდვილეში ყალბია

image
ფოტოსურათები, რომლებმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ სინამდვილეში ყალბი აღმოჩნდა:

კენედის სიკვდილი

ბევრი დღემდე ფიქრობს, რომ ეს ფოტოსურათი რეალურად ასახავს კენედის მკვლელობის დღის კადრს, სინამდვილეში კი ეს კადრია ფილმიდან “ ლი ჰარვი ოსვალდის გამოცდა", რომელიც 1977 წელს გამოვიდა.image

მერილინ მონრო და ჯონ კენედი

საზოგადოებას ჯერ კიდევ აინტერესებს ის ფაქტი, მართლა ჰქონდათ უ არა ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის და მერილინ მონროს რომანი. ამ ფოტოსურათბმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სინამდვილეში ეს კადრები ფოტოგრაფ ელისონ ჯეკსონის გადაღებულია, რომელიც ცნობილი ადამიანების ორეულებს იღებდა ფოტოსესიებში.image


გიგანტური სკაროსი

1933 წელს გადაღებულ ფოტოსურათზე ასახულია ვინმე კაპიტანი კანის დაჭერილი გიგანტური ზღვის სკაროსი. მხოლოდ რამდენიმე წელიწადსი გაირკვა, რომ ფოტოსურათი ყალბია.image

ჯონ ლენონი და ერნესტო ჩე გევარა

ყველა, ვინც კი ისტორიაში ერკვევა, მიხვდება, რომ ეს კადრი ყალბია. ჩე გევარას სიკვდილის დროს ლენონი მხოლოდ 27 წლის იყო და ისინი ერთმანეთს ცხოვრებაში არც კი შეხვედრილან. სინამდვილეში ჩე გავარასთან გიტარისტი უეინ გაბრიელია.image

უილიამ ჰარლი და არტურ დევიდსონი

1903 წელს ორმა ცნობილმა კონსტრუქტორმა პირველი მოტოციკლი, Harley-Davidson ააწყო. ეს ფოტოსურათი 1924 წლისაა. ყველა ფუიქრობდა რომ კადრზე სწორედ ჰარლი და დევიდსონი არიან აღბეჭდილები. სინამდვილეში ისინი უბრალოდ მოტოციკლეტების მყიდველები არიან, რომელმაც თავიანთი შენაძენი კამერით დააფიქსირეს.image


ალფრედ ჰიჩკოკი

ინტერნეტში ხშირად შეგხვდებათ ფოტოსურათი, სადაც ალფრედ ჰიჩკოკი მდინარე ტემზაში ტივტივებს კოსტიუმში. სინამდვილეში ეს უბრალოდ ჰიჩკოკის მანეკენია და არა რეალური ადამიანი.image

0
162
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0