x
image
თუთიკო ბერძენა
ასი წლის შემდეგ რას იტყვიან მონიკა ბელუჩის სილამაზეზე?

image

ზუსტად საუკუნის წინ ეს ქალები სილამაზის ეტალონები იყვნენ. ისინი მუნჯი კინოს ვარსკვლავები და საუკუნოვანი მისალოცი ბარათების ყდებზე აღბეჭდილი ლამაზმანები არიან. სილამაზის კრიტერიუმები დროსთან ერთად იცვლება. 20-30 წლის წინ სინდი კროუფორდის სპორტულ-ქალური სილამაზის კომბინაცია იყო პოპულარული - "კისრიდან დაწყებული ფეხები", დღეს კი სქელგავიანი ქალები არიან მოდაში. ადრე თუ თხელი პატარა ტუჩები ფასობდა, დღეს სქელი და უზარმაზარი ტუჩები გახდა "მომხიბლავი".
image
საინტერესოა, ამ ქალების ფოტოსთან რომ მონიკა ბელუჩის ფოტო განათავსო, რომელი უფრო მოეწონებოდა მკითხველს. რა თქმა უნდა, უმეტესობას მონიკა ბელუჩის. მაგრამ წარმოიდგინეთ კიდევ საუკუნის მერე, 2121 წელს მოეწონებათ თუ არა მონიკა ბელუჩის ფოტო ჩვენს შვილიშვილებს, შვილთაშვილებს?
image

არადა, ვარდი, ია, ტიტა, ღიღილო ერთნაირად ლამაზია ამ საუკუნეშიც, იმ საუკუნეშიც და მომავალ საუკუნეშიც ლამაზი იქნება. როგორ გგონიათ, რატომ იცვლება ქალის სილამაზის კრიტერიუმები ასე უპრაგონოდ, თუკი "ყველა ქალი თავისებურად ლამაზია"?!
0
92
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0