კინო "ომენი"-ყველა დროის ყველაზე დაწყევლილი ფილმი ანტიქრისტეზე 2021, 13 იანვარი, 11:45 ფილმი "ომენის" ისტორია 1970-იანი წლებიდან იწყება, როდესაც მსოფლიოში ძალზე პოპულარული იყო საშინელებათა ფილმები, ბევრი ამტკიცებს, რომ "ომენი"-ფილმი პატარა ანტიქტისტეზე, ყველაზე დროის ყველაზე დაწყევლილი ფილმია და ამის სერიოზული საფუძველი არსებობს: ყველაფერი დაიწყო ფილმის გადაღებამდე ორი თვით ადრე, როდესაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის, გრეგორი პეკის შვილმა თავი მოიკლა. ამის შემდეგ მეხი დაეცა პეკის და სცენარისტის დევიდ ზელცერის თვითმფრინავს, ორივე გადარჩა. იგივე პროდიუსერი გადაურჩა IRA–ს(ირლანდიის რესპუბლიკური არმია) დაბომბვას იმ სასტუმროში, სადაც ის იმყოფებოდა. მესი ნეუფელდი, რიჩარდ დონერი და გრეგორი პეკი ლონდონის სასტუმროში, საღამოს ვახშმის დროს სასწუალებრივად გადაურჩნენ სიკვდილს, როდესაც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ტერაქტს შედეგად ბომბების ფრაგმენტები მათ გვერდით დაეცა. გრიგორი პეკმა და გადამღებმა ჯგუფმა ისრაელში გასაფრენად იჯარით აიღეს თვითმფრინავი, თუმცა ბოლო მომენტში სხვა თვითმფრინავით შეცვალეს, ხოლო ის თვითმფრინავი, რომელითაც მანამდე უნდ აგაფრენილიყვნენ, ასაფრენ ზოლზევე განიცადა კატასტროფა, ყველა დაიღუპა. ზოოპარკის ერთ-ერთი მომთვინიერებელი, სადაც ფილმი გადაღება მიმდინარეობდა, ერთი კვირის შემდეგ ვეფხვის თავდასხმის შედეგად მოკვდა.იქვე გადაღების დროს ერთ-ერთი დუბლიორი სერიოზულად დაგლიჯა როტვეილერმა. ფილმის გადაღებიდან ორი თვის შემდეგ ჯონ რიჩარდსონი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, იგი ფილმში სპეციალურ (ძალიან საშინელ) ეფექტებს ხელმძღვანელობდა, ახლა კი თავის მაგიას ნიდერლანდებში ფილმ The Bridge Too Far-ისთვის ქმნიდა. პარასკევს, 13 იანვარს (1976 წლის აგვისტო), ჯონი შემხვედრ ავტომობილს შეასკდა. რიჩარდსონი გადარჩა, მაგრამ მის თანაშემწე ვერა, მას ავარიაში თავი მოწყდა. საქმე იმაშია, რომ რიჩარსდსონმა ზუსტად ასეთი სცენა "ომენში" შექმნა, მეტიც, რიჩარდსონის თქმით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ქალაქ ომენიდან (არის ასეთი ქალაქი ჰოლანდიაში!)66, 6 კილომეტრში იყო. (“Ommen 66.6kms)რიჩარდსონი შოკირებული იყო, რადგან 666 ეშმაკის რიცხვია. დღეს რიჩარდსონი უფრო მშვიდად იხსენებს მომხდარ ამბებს. სხვებს კი დღემდე არ დავიწყებიათ. პროდიუსერმა ჰარვი ბერნჰარდმა, რომელიც "ომენს" დაწყევლილ ფილმად მიიჩნევს, გადასაღებ მოედანზე ჯვრის ტარება დაიწყო. ”არ მინდოდა გარისკვა-განაცხადა მან 30 წლის შემდეგ. - ეშმაკს არ ეძინა და არც მას სურდა ამ ფილმის გამოსვლა. ჩვენ შემვიჭერით იმ ტერიტორიაზე, რომლებზეც წარმოდგენა არ გვქონდა, მოგვიანებით კი, მხოლოდ უარესი და უფრო უარესი ხდებოდა ”. "ომენი" მართლაც დაწყევლილი ფილმი იყო, თუ უბრალოდ ეს იყო ჭორებით გადავსებული უბედური დამთხვევების სერია?ყოველ შემთხვევაში "ომენის" პოპულარობა არნახული იყო, რომელმაც 60 მილიონი დოლარი მოგება მოიტანა და აიღო "ოსკარიც" საუკეთესო მუსიკისათვის, შემდეგ კი მას მოყვა გაგრძელებები:ომენი-2, (1978)ომენი-3, (1981)ომენი 4(1991), 2006 წელს გადაიღეს რემეიკი, ხოლო 2014 წელს სერიალიც გამოვიდა. 175 5-ს მოსწონს
|