x
image
ირინა მ.
იცოდით, მწვანე კოდალა ზამთრის მარაგს სად ინახავს?

image

კოდალა განსაცვიფრებელი ფრინველია. იგი ხეს ისეთი ძალით უკაკუნებს, რომ ამას ნებისმიერ ცოცხალ არსებაში თავის ტვინის შერყევა მოჰყვებოდა. თუმცა კოდალას შესანიშნავი ბუნებრივი ამორტიზატორები აქვს, რომლებიც მას დაზიანებისგან იცავს. მათი ტვინი მკვრივი შემადგენლობისაა, რომელიც თავის ქალის კედლებთან შეჯახებისას არ ზიანდება. თავის მხრივ თავის ქალა ღრუბლისებური ძვლისგან შედგება, რომელიც დარტყმის ენერგიას შთანთქავს, ენის ქვეშა ძვალი კი ამორტიზატორის როლს ასრულებს. კოდალების უმრავლესობა ხის ვარჯს უკაკუნებენ, იმისთვის რომ ბუდე გაიკეთონ. გამონაკლისია მწვანე კოდალა, რომელიც პატარა ღრმულებს თხრის ხეში რკოს მარაგის შესანახად.

image

როგორც უკვე მიხვდით, მწვანე კოდალას საყვარელი საკვები მუხის რკოა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად იგი იწყებს საკვების მომარაგებას "საკუჭნაოებში", რომელიც ხის ვარჯზე, ტელეფონის ბოძებზე (თუ ის ხისაა) და სახლებზეც კი აქვს გამზადებული. ის ათასობით ღრმულს ბურღავს ხის სქელ მერქანში და იქ რკოებს ათავსებს. ღრმულის ზომა, როგორც წესი, რკოს ზომას შეესაბამება. კოდალები ძალიან ღრმად არ ათავსებენ რკოებს, რათა შემდეგ ადვილად შესძლონ მისი ამოღება, თუმცა პირიქითაც ხდება, როცა ისეთ ადგილებში მალავენ, საიდანაც ვეღარ ახერხებენ ამოღებას. მაგალითად, არიზონაში, ხისგან გაკეთებულ წყლის რეზერვუარში აღმოაჩინეს 200 კგ. რკო.

image

რამდენადაც საკვები შენახულია არაღრმა ფუღუროებში, გარედან იგი კარგად ჩანს, ამიტომ რკოს მოყვარულებს იზიდავს. ამის გამო კოდალებს ჯგუფურად უწევთ თავიანთი ზამთრის მარაგის დაცვა. ერთ ხეში შეიძლება 50 000 რკო ინახებოდეს-ეს საკმარისია მოუსავლიანობის პერიოდში კოდალის მთელი ოჯახის გამოსაკვებად. ხანდახან კი ერთიდაიგივე "საწყობს" რამდენიმე თაობა იყენებს.

image

"საკუჭნაო" ასევე საჭიროებს გამუდმებულ ყურადღებას. რკო გამოშრობის შემდეგ ზომაში პატარავდება, ამიტომ ის გადააქვთ უფრო მომცრო ზომის ღრმულებში, გამონთავისუფლებულ ღრმელებში კი მომცრო რკოებს ათავსებენ.

მწვანე კოდალა ძირითადად ბინადრობს ორეგონაში, კალიფორნიაში და აშშ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მუხნარ ტყეებში.


image


შემდეგ იხილეთ:



1. ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?


2. ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას?


3. საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე


4. რატომ ატარებდნენ ამერიკელები საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელებს?


5. უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...


6. ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს


7. რატომ არის აკრძალული ორქიდეის სახლში მომრავლება


8. ყვავილები, რომლებიც საერთოდ არ ჰგავს ჩვეულებრივ ყვავილებს




0
635
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
635
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0