x
image
ნინო ხიმშიაშვილი
9 იდუმალებით მოცული ადგილი დედამიწაზე, რომლის მონახულებაც აკრძალულია
image


მოგზაურობის მოყვარულებმა კარგად იციან პოპულარული ტურისტული მიმართულებები და იქ მოხვედრის გზები.


თუმცა დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლის ნახვაც, ამა თუ იმ მიზეზების გამო, აკრძალულია ჩვეულებრივი დამთვალიერებლებისთვის.




# უძველესი საფლავი კოფუნი, იაპონია


image



image


კოფუნი არის მეგალითური სამარხები, რომელიც აგებულია III-VII საუკუნეებს შორის.

ეს ხელოვნური კუნძულები იაპონიის საიმპერატორო ოჯახის წევრების უძველესი სამარხია. საიმპერატორო სასამართლოს ნებართვის გარეშე აქ მოხვედრა შეუძლებელია.





# მოჩვენებითი წყალქვეშა ჩანჩქერი, მავრიკი


image


როდესაც ზემოდან დაათვალიერეს, მავრიკის კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აღმოჩინეს წყალქვეშა ჩანჩქერი. სინამდვილეში ეს ლამაზი ფენომენი მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა, რომელიც წარმოქმნილია სილისა და ქვიშის ნალექების შედეგად.






# ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული, ინდოეთი


image


კუნძულზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ მიწას იცავს უცხო პირებისგან. ამიტომ ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, ინდოეთის ხელისუფლება ყველასთვის კრძალავს ამ ადგილთან მიახლოებას.






# ისეს სალოცავი, იაპონია


image


იაპონიის უწმინდესი სალოცავი კომპლექსის ტერიტორია მხოლოდ მღვდლებისა და საიმპერატორო ოჯახის წევრებისთვისაა ხელმისაწვდომი. მნახველებს კი მხოლოდ ამ წმინდა სალოცავების სახურავების ხილვა შეუძლიათ.





# ლასკოს მღვიმე, საფრანგეთი


image


ამ გამოქვაბულის უნიკალური პრეისტორიული ნახატების შესანარჩუნებლად, ლასკოს შესასვლელი ტურისტებისთვის 15 წლის შეუზღუდავი დაშვების შემდეგ ახლა უკვე დაკეტილია. შეგიძლიათ მოინახულოთ მღვიმის ზუსტი ასლი, ან დატკბეთ ვირტუალური ტურით.


ლასკოს მღვიმე თარიღდება 18000-15000 წლით. ის აღოაჩინეს 1940 წლის 12 ოქტომბერს სტუდენტებმა. გამოირჩევა ზემო პალეოლითის კლდის მხატრვრობით. მღვიმე დაყოფილია დარბაზებად: ხარების დარბაზი, მკვდარი კაცის მაღარო, პასაჟი და სხვა. აქ აღმოჩენილია 2000-მდე ნამუშევარი. მღვიმე იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.





# სიონის მარიამის ეკლესია, ეთიოპია


image


სპეციალურად აშენებულ სამლოცველოში განთავსებულია ეკლესიის უწმინდესი განძი: აღთქმის კიდობანი. კიდობნის მფარველს - ერთადერთ ადამიანს, ვისაც სიწმინდეზე მიუწვდება ხელი, ეკრძალება ეკლესიის შენობების დატოვება და უცხო პირებთან საუბარი.






# სეიბლის კუნძული, კანადა


image


image

სეიბლის კუნძული კოსმოსიდან


ატლანტიკაში მდებარე ქვიშიანი კუნძული, რომლის მოსახლეობა 30 კაცზე ნაკლებია, ჩაძირული გემების ნამდვილი სასაფლაოა.

უნიკალური მახასიათებლების გამო, კუნძლი გამოცხადდა ნაკრძალად. მასთან მისასვლელად კი, ნებართვა, წერილობით კანადის მთავრობისგან უნდა აიღოთ და განმარტოთ რა არის ვიზიტის მიზანი.






# პიონენის მონაცემთა ცენტრი, შვედეთი


image


image

პიონენი 2006 წელს, სანამ მონაცემთა ცენტრად გადაკეთდებოდა


ცივი ომის დროს სტოკჰოლმში აშენებული ეს ბირთვული ბუნკერი შვედეთის ინტერნეტ – პროვაიდერისთვის ულტრათანამედროვე საოფისე გარემოდ გადაკეთდა. აქ, 98 მეტრის სიღრმეზე და სამნახევარი მეტრის სისქის კარების მიღმა იმალება და ინახება მრავალი ცნობილი ვებსაიტის ინფორმაცია.






# მოჩვენება ქალაქი ვაროშა, კვიპროსი


image


ეს კურორტი, ქალაქ ფამაგუსტას მიმდებარედ, ადრე იყო კვიპროსის მთავარი ტურისტული ადგილი. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 1974 წლის ივლისში, როდესაც მასობრივი ევაკუაციის შემდეგ, მიტოვებული ქალაქი თურქეთის ჯარებმა შეიპყრეს. მას შემდეგ, ისევ ისეა შემოღობილია და ქმნის ბუფერული ზონის ნაწილს, რომელსაც პატრულირებს თურქული არმია.









0
151
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0