x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ორგანიზმისთვის სასარგებლო 5 დიეტა. I V – ცილოვანი დიეტა (+ რეცეპტი – ხაჭოს სწრაფი ტარტი)

ამ დიეტას სპორტსმენები და ყველა ადამიანი იცნობს, ვინც აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. ის ძვლების, ფრჩხილების და თმის გამაგრებას უწყობს ხელს და ზრდის კუნთის მასას. ხოლო, მისი არსი დიდი რაოდენობით ცილოვანი ნივთიერების მოხმარებაში მდგომარეობს, რომელიც შემდგომში, კუნთების საშენ მასალად იქცევა.


image


ცილოვანი დიეტა, სასარგებლო დიეტების სიაში, მეოთხეა:


I – კეტოდიეტა (+ კივის სმუზის რეცეპტი)


II – ხმელთაშუა ზღვის დიეტა



III – ფლექსიტარიანული დიეტა


IV – ცილოვანი დიეტა


image


დიეტის საფუძველი ― საქონლის მჭლე და ფრინველის ხორცი, სუბპროდუქტები (ღვიძლი და ა. შ.), თევზი და ზღვის პროდუქტებია. გარდა ამისა, რეკომენდირებულია უცხიმო ხაჭო, ქატოს პური, კვერცხი, პარკოსნები და თხილეული.
აკრძალულია შაქარი, ტკბილი ხილი, ნამცხვარი და დესერტი. ასევე, ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი კერძები. არ შეიძლება ღორის ხორცი და ლორი, მაკარონი და სახამებლის შემცველი ბოსტნეული, გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი. ექსპერტების რეკომენდაციით, დღის მანძილზე, საჭიროა 1, 5 ლ. წყლის მიღება.
სასარგებლო თვისებების მიუხედავად, დიეტას აქვს უკუჩვენება და შეზღუდვა. მისი დაცვა მხოლოდ 1-2 კვირის მანძილზე შეიძლება, ხოლო შემდეგ, საჭიროა დაბალანსებულ და ჯანსაღი კვების რეჟიმზე გადასვლა. გარდა ამისა, მოუმზადებელი ორგანიზმისთვის, ვიტამინების და გლუკოზის დეფიციტის გამო, ცილოვანი დიეტის რეჟიმი, შეიძლება, დიდი სტრესის მიზეზი გახდეს. ამიტომ, დიეტის დაცვის წინ, დიეტოლოგთან კონსულტაცია არის საჭირო, რომელიც სწორი რაციონის შედგენაში დაგეხმარებათ.


ხაჭოს სწრაფი ტარტი


image


ინგრედიენტები:


ხაჭო ― 0, 2 კგ;

კვერცხი ― 1 ცალი;

ქატოს ფქვილი ― 3 ჭიქა.


მომზადება:


შეურიეთ ერთმანეთს ინგრედიენტების კომპონენტები > გააკეთეთ ბურთულები > მიეცით ფოტმა და შეწვით ტაფაზე.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ
2. საინტერესო ფაქტები ჩინეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის შესახებ
3. საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

5. პასუხები კითხვებზე, რომელიც თითქმის ყველას აინტერესებს

6. ჰოლივუდის ყველაზე კეთილი მსახიობი

0
150
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0