დიეტოლოგია ორგანიზმისთვის სასარგებლო 5 დიეტა. III – ფლექსიტარიანული დიეტა (+ რეცეპტი – ბოსტნეულის სალათი სიმინდით) 2021, 23 იანვარი, 10:52 ე. წ. მოქნილ ვეგეტარიანობას დიეტოლოგები ხორცზე უარის თქმის ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევენ. ფლექსიტარიანულობის მიმდევრები ზომიერად მიირთმევენ ცხოველური წარმოშობის საკვებს, რაც მათ ტონუსის შენარჩუნებაში და მკვებავი ნივთიერებების მაქსიმალურად მიღებაში ეხმარებათ, თან ყოველგვარი ბიოლოგიური დანამატების გარეშე. ფლექსიტარიანული დიეტა, სასარგებლო დიეტების სიაში, მესამეა: I – კეტოდიეტა (+ კივის სმუზის რეცეპტი) II – ხმელთაშუა ზღვის დიეტა III – ფლექსიტარიანული დიეტა ფლექსიტარიანელები ცდილობენ, რაც შეიძლება იშვიათად ჩართან საკუთარ რაციონში ხორცი. თუმცა, ამავდროულად, დიეტის კლასიფიკაციისთვის ხორცის მოხმარების განსაზღვრული რაოდენობა არ არსებობს. ინგლისურ ენაში flexitarian ორი სიტყვის გაერთიანებას წარმოადგენს flexible (მოქნილი) და vegetarian (ვეგეტარიანელი). სიტყვა «ფლექსიტარიანელობა» 1992 წელის ოქტომბერში დაფიქსირდა. აღნიშნული დიეტა უფრო მეტად არის დაბალანსებული, ვიდრე ვეგეტარიანული ან ვეგანური. ფლექსიტარიანელები ყოველდღიური რაციონიდან არ გამორიცხავენ რძეს და რძის პროდუქტებს, თევზს, კვერცხს. ისინი მიირთმევენ მეტ ბოსტნეულს და ხილს, საკუთარი სურვილის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. აღნიშნული დიეტის რაციონი იდეალურია დიდი ქალაქების და მეგაპოლისების მაცხოვრებლებისთვის.
ინგრედიენტები:
მომზადება:
არხის სხვა სიახლეები:1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ 2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში 3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ 5. ცხიმების «მჭამელი» 3 წასახემსებელი პროდუქტი 6. საქართველო და მსოფლიო – რას ვყიდით და რას ვყიდულობთ 71 3-ს მოსწონს
|