ფოტოგრაფია ფოტოსურათები, რომლებიც იმაზე მეტს გვიყვებიან ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს 2021, 11 იანვარი, 10:46
ჩარლზ სააჩიმ თავის ფოტოპროექტში ისეთ ფოტოსურათებს მოუყარა თავი, რომელზეც ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ სინამდვილეში დიდი ისტორია იმალება. აი რამდენიმე მათგანი:
ეს ჩინელი გოგონა თავის მოკვლას აპირებდა მას შემდეგ, რაც საქმრომ ქორწილის დღეს მიატოვა. გოგონა პოლიციელმა გადაარჩინა ფანჯრიდან გადახტომის პროცესში.
ჯარისკაცი ქალების გამოცდის ერთ-ერთი ამსახველი ფოტოსურათი ჩინეთში.
ღობე აივნებზე ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი რამ იყო მათთვის, ვინც მაღალ სართულზე ცხოვრობდა. ამგვარად “ასეირნებდნენ" პატარებს სუფთა ჰაერზე მაშინ, როდესაც დრო არ ჰქონდათ.
ბარბის ასეთი მოდელი სპეციალურად ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის შეიქმნა.
არა, ეს რაიმე არტ-ილუსტრაცია არაა. მხოლოდ ეს მანეკენები დარჩნენ მას შემდეგ, რაც ნევადას შტატში ატომური ბომბი გამოსცადეს.
ფოტოზე გამოსახულია ბრუკლინის ხიდის მშენებლობა ნიუ-იორკში
ეს ტრაგიკული ფოტოსურათი 1975 წელს ბოსტონში მომხდარ ხანძარს ეხება. დედა და შვილი იძულებულები გახდნენ ცეცხლის გამო მაღალი სართულიდან გადმომხტარიყვნენ. დედა ადგილზევე გარდაიცვალა, ბავშვი კი მასზე დაეცა და ამით გადარჩა.
თავისუფლების ქანდაკების პატარა ასლი, რომელიც პარიზში მდებარეობს.
292 შეფასება არ არის
|