x
კარიესი - გამომწვევი ,კარიესის განვითარების მიზეზი ბავშვებში, პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტები.

image
რა არის კარიესი?

კარიესი ეს არის კბილის დაავადება, რომლის დროსაც ხდება კბილის ქსოვილებისთანდათანობითი დაშლა და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ღრუ.

კარიესი ვითარდება კბილის მინანქარზე მჟავების მოქმედების შედეგად, რომელსაცგამოყოფენ პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები ნახშირწყლების დაშლის შედეგად.

კარიესის განვითარების რამოდენიმე სტადია არსებობს:

1. ლაქის სტადია;

2. ზედაპირული;

3. საშულო კარიესი;

4. ღრმა კარიესი.

პროცესის სიღრმის მიხედვით კი განარჩევენ:

) ლაქის კარიესს, რომლის დროსაც დაზიანებულია მინანქრის ზედა შრე.

) ზედაპირული კარიესი, რომლის დროსაც პროცესი დენტინამდე ვრცელდება

) საშუალო კარიესი, რომლის დროსაც დაზიანებულია მინანქარი და პროცესი ვრცელდებადენტინის შრეზეც.

) ღრმა კარიესი, რომლის დროსაც პულპამდე დარჩენილია დენტინის თხელი შრე.

ჩამოთვლილი ფორმები გაურთულებელი ანუ მარტივი კარიესის ნაირსახეობებს წარმოადგენს, რომლის დროსაც დაზიანებულია მხოლოდ კბილის მაგარი ქსოვილიმინანქარი, დენტინი, დუღაბი. არსებობს გართულებული, რთული კარიესიც. ამ დროს პროცესიკბილის რბილქსოვილებზე ვრცელდება. მისი ფორმებია პულპიტი და პერიოდონტიტი კარიესი შეუქცევადიპროცესია, თანდათანობით პროგრესირებს.

მისთვის დამახასიათებელია მიზეზობრივი ხასითოს ტკივილები ტემპერატურულ (ცივი, ცხელი), ქიმიურ (ტკბილი) და მექანიკურ (გამოხეხვისას, შეხებისას) გამღიზიანებელზე. კარიესისმკურნალობა მდგომარეოს კბილის დაბჟენაში: თავდაპირველად ხდება კბილის ქსოვილებისპრეპარირება, ანუ დარბილებული დენტინის მოცილება.შემდეგ კი საბჟენი მასალებით კბილისანატომიური ფორმის აღდგენა.

კარიესის გამომწვევი მიზეზები

დადგენილია, რომ კბილის ზედაპირზე მიმაგრებული მიკროორგანიზმებისშედეგად მინანქარი განიცდის დემინერალიზაციას და იწვევს კარიესის განვითარებას. მიკროორგანიზმების გარეშე კარიესი არ ვითარდება. კარიესოგენულ ბაქტერიებსმიეკუთვნება: Str. mutans, Str. sanguis, Str. salivarius. კარიესის საწყის სტადიაზე დაზიანების კერაშიმიმდინარეობს მინანქრის გამოხატული დემინერალიზაცია. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანიცვლილებები აღინიშნება მინანქრის ზედაპირქვეშა შრეში. კარიესულ ლაქაში მიმდინარედემინერალიზაციის უშუალო მიზეზია ორგანული მჟავები (ძირითადად რძემჟავა), რომლებსაცნახშირწყლების ფერმენტაციის შედეგად გამოიმუშავებენ კბილის ნადებში შემავალიმიკროორგანიზმები. კბილის კარიესის განვითარების შესწავლისას საყურადღებოა ისფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მინანქრის დემინერალიზაციას: პირის ღრუსმიკროფლორა, კვების ხასიათი, კვების რეჟიმი, ნერწყვის ხარისხი და რაოდენობა (ნერწყვისრემინერალიზაციური და ბუფერული თვისებები, სეკრეტორულიიმუნოგლობულინები, ლიზოციმი), ფტორის შემცველობა სასმელ წყალში. მინანქრის საწყისკარიესულ დაზიანებას შემდეგი მექანიზმი უდევს საფუძვლად: ნახშირწყლების ხშირიმოხმარებისა და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგად კარიესოგენული მიკროორგანიზმებიმჭიდროდ ემაგრებიან კბილის ზედაპირს და დროთა განმავლობაში წარმოქმნიან კბილისნადებს. ნახშირწყლების შემდგომი მიღება იწვევს მინანქრის ზედაპირზე PH-ის (მჟავა-ტუტოვანი ბალანსი) ლოკალურ ცვლილებას. იგი აღწევს კრიტიკულ დონეს - 4, 5-5, 0. თუ წყალბადის იონების ასეთი კრიტიკული დონე (მჟავე არე) ხანგრძლივად შენარჩუნდა, დაიწყება აპატიტების ზედაპირული რღვევა. მჟავების ხანგრძლივი მოქმედების შედეგადდიდდება მინანქრის ზედაპირზე არსებული მიკროსივრცეები. წარმოქმნილმიკროდეფექტებში ყალიბდება ხელსაყრელი პირობები მიკროორგანიზმების შეღწევისთვისანუ საბოლოოდ მჟავაწარმომქმნელი კერა მინანქრის ზედაპირიდან გადადის თვითმინანქარში. საბოლოოდ წარმოიქმნება კარიესული დეფექტი.

კარიესის განვითარების მიზეზი ბავშვებში

მიზეზები ბევრია ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს. პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა, კარიესოგენული მიკრობების მატარებელი უფროსების ჭურჭლით სარგებლობა და სხვა. თუმცაგანვითარების ძირითადი მიზეზებიმოხმარებული ნახშირწყლების ზეგავლენა, კარიესოგენული მიკრობებით დაინფიცირება, გენეტიკური ფაქტორი, მატყუარას არასწორიგამოყენებაა.

რა თქმა უნდა ძირითადი და ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზი რის გამოც ვითარდებაბავშვების კარიესიპირის ღრუს ჰიგიენის წესების დაუცველობა და ტკბილეულის ზეგავლენაა. სტატისტიკის მიხედვით მცირეწლოვან ბავშვებს კარიესი უვითარდებათ შემთხვევათა 73%. საქაროზა, გლუკოზა და ფრუქტოზაეს არის მჟავეები, რომლებიც წარმოიქმნებიანნახშირწყლების დუღილის შედეგად და იწვევენ მინანქრის დაშლას. ნახშირწყლების მიღებისშემდეგ ნერწყვის PH მცირდება 6 დან 4 მდე, ხოლო კბილებიდან გამოუწმენდავ საჭმლისნარჩენებში სახლდებიან პათოგენური ბაქტერიები.

კარიესი ეს არის ინფექცია, რომლითაც შესაძლოა დასნებოვნდე. მოსიყვარულე მშობელიკარიესოგენული მიკრობების პოტენციური მატარებელი, ვერც აანალიზებს, რომ საყვარელშვილს კოცნის ან მასთან ერთად ერთი კოვზით საკვების მიღების დროს ასნებოვნებს შვილსმიკრობებით.

კიდევ ერთი მიზეზი კარიესი განვითარების ეს გახლავთ გენეტიკური განწყობა. კბილებიიწყებენ ფორმირებას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში, პირველ ტრიმესტრში. ამიტომნიკოტინმა, ამ პერიოდში გადატანილმა დაავადებებმა ან მედიკამენტების მიღებამ შესაძლოაგამოიწვიოს ბავშვის კბილების არასწორი განვითარება.

• 2 წლის ასაკის ბავშვების კარიესი ანუ ადრეული კარიესი, შესაძლოა დაკავშირებული იყოსშემდეგ ფაქტორებთან: სარძევე კბილებს აქვთ დაბალი მინერალიზაცია და ამოიჭრებიანმოუმწიფებელი”, მათიმომწიფებახდება უკვე პირის ღრუში. საბოლოო მინერალიზაციაგრძელდება 1, 5-2 წელი სარძევე კბილების შემთხვევაში. ხოლო 3 – მუდმივი კბილებისშემთხვევაში. ამ პერიოდში კბილები ყველაზე იოლად ზიანდებიან კარიესით. 2 წლის და უფრომცირე ასაკის ბავშვების კბილების კარიესით დაზიანების მიზეზი შესაძლოა ასევე იყოსქრონიკული დაავადებები, მედიკამენტების ზემოქმედება, ნერწყვის შემადგენლობა დაროგორც წყალში ასევე საკვებ პროდუქტებში ფტორის შემცველობა.

ყველაზე პატარებში კარიესის განვითარების კიდევ ერთი მიზეზიმატყუარას (სოსკის) არასწორი გამოყენებაა. ბავშვი, რომელიც იძინებს ბოთლით კარიესის განვითარების ძალიანდიდი რისკის ქვეშაა.ასეთ შემთხვევებში ტკბილი სითხის ხანგრძლივი კონტაქტი კბილებთანიწვევს მათ დაზიანებას. აღნიშნულ დაავადების ბოთლის კარიესი ეწოდება.

კარიესის პროფილაქტიკა

კბილების კარიესის აღმოცენების თანამედროვე თეორიებიდან გამომდინარე, მისიპროფილაქტიკა შეიძლება ორი მიმართულებით განხორციელდეს:

1. პირის ღრუში კარიესული სიტუაციის აღმოფხვრით;

2. კბილის ქსოვილის კარიესული რეზისტენტობის ამაღლებით.

კარიესის საპროფილაქტიკო ძირითადი ღონისძიებები ითვალისწინებს:

პირის ღრუს რეგულარულ მოვლას;

შაქრის გამოყენების შემცირებას;

ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენებას;

კბილების სწორად ხეხვას;

• 0, 1-0, 2%-იანი ქლორჰექსიდინის ხსნარის ყოველდღიურად გამოვლებას ან ქლორჰექსიდინისკბილის პასტების გამოყენებას;

წელიწადში ერთხელ მაინც სტომატოლოგთან ვიზიტს პროფილაქტიკური დათვალიერებისმიზნით.

კარიესოგენული სიტუაციების თავიდან აცილებაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმისგაკაჟება, პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა, კბილ-ყბათა დეფექტების გასწორება და სხვა.

ფისურებისა და ბრმა ორმოების ჰერმეტიზაცია სპეციალური დენადი პოლიმერებით კარიესისგანვითარების ალბათობას 90%-ით ამცირებს.

კარიესის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორს რაციონში შაქრისსიჭარბე წარმოადგენს. პროფილაქტიკის პერსპექტიული მიმართულებაა ნახშირწყლებისშეზღუდვა რაციონში და შაქრის ჩანაცვლება არაკარიესოგენული პროდუქტებით (სორბიტით, ქსილიტით) ბავშვთა საკვებ ნარევებსა და საკონდიტრო ნაწარმში. მინანქრისრემინერალიზაციას იწვევს რძე და ყველის ზოგიერთი სახეობა. ერთგვარი დადებითი ეფექტიაქვს ქსილიტის შემცველი საღეჭი რეზინების ზომიერ გამოყენებას: ჯერ ერთი, საღეჭი რეზინიკბილის ზედაპირს აშორებს საკვების ნარჩენებს და ნაწილობრივ - ნადებს, მეორე - ღეჭვისაქტი ნერწყვის გამოყოფას უწყობს ხელს.

პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარიესის, გინგივიტისა დაპაროდონტიტის პროფილაქტიკაში.

ფტორს მკვეთრად გამოხატული კარიესსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს - ის ჩაენაცვლებამინანქრის ჰიდროქსიაპატიტის ჰიდროქსილურ ჯგუფს. ზოგი მეცნიერის აზრით, ფტორითრგუნავს მჟავაწარმომქმნელ ბაქტერიებს. ეფექტი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, თუკბილებს განვითარების, მინერალიზაციისა და მომწიფების პერიოდში ოპტიმალურიოდენობით მივაწვდით ფტორს. ყველაზე რადიკალურ და ეფექტურ მეთოდად მიჩნეულიაწყლის ფტორირება (1 მგ/-მდე კონცენტრაციით) - ეს კარიესის ალბათობას 30-35%-ითამცირებს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ფტორის ჭარბ (1მგ/-ზე მეტ) შემცველობას შეუძლიაფლუოროზი გამოიწვიოს.

ფტორის შინაგან მიღებასთან ერთად მიმართავენ ფტორის ადგილობრივ აპლიკაციას 1-2%-იანი ნატრიუმის ფტორიდით ან კბილზე ადებენ ფტორის შემცველ ლაქებს.

უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს მუშაობა კარიესის პროფილაქტიკისთვის ჰელიონეონურილაზერის გამოსაყენებლად. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჰელიონეონური ლაზერისდაბალინტენსიური მონოქრომატული წითელი სინათლე ზრდის მინანქრის სიმტკიცესა დაგამძლეობას, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, ააქტიურებს ორგანიზმის თავდაცვითმექანიზმებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა კარიესული პროცესის მთავარი გამომწვევის- Streptpcoccus mutans-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.

კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტებიimage


არსებობს ფართო მოხმარების პროდუქტები, რომლებსაც იყენებს აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, სოციალურიმდგომარეობისა და .. ასეთ პროდუქტებისმიეკუთვნება კბილის პასტაც. დღეს სამომხმარებლობაზარზე კბილის პასტის უამრავი არჩევანია, რაცსაკმაოდ ართულებს არჩევანის გაკეთებას. ხშირშემთხვევაში სტომატოლოგებიც ვერ იძლევიანგადაჭრით პასუხს შეკითხვაზე, თუ რომელი პასტისმოხმარება სჯობს. ეს გასაგებიცაა - მათ შეიძლებაიმსჯელონს შეფუთვაზე მითითებულიშემადგენლობის მიხედვით, მაგრამ შეუძლიათ კიდარწმუნებული იყვნენ იმაში, რამდენადკეთილსინდისიერად არის აღნიშნულიშემადგენლობა ეტიკეტზე დატანილი?!

აქედან გამომდინარე ალბათ საინტერესო იქნებაყველაზე პოპულარული კბილის პასტებისლაბორატორიული ტესტირების შედეგები, რომლებიცრუსეთის მოხმარებელთა უფლებების დაცვისსაზოგადოებამ, "როსკონტროლმა" ჩაატარა.

კვლევა ჩატარდა შემდეგი მარკის პასტებზე:

1. R.O.C.S.

2. Blend-a-med

3. Colgate

4. Splat Professional Active

5. Lacalut Fluor

6. Aquafresh

რამდენად უსაფრთხოა მათი ქიმიურიშემადგენლობა?

ამ შეკითხვაზე შეიძლება ერთმნიშვნელოვნადდადებითი პასუხი გაეცეს - ჩამოთვლილი მარკისკბილის პასტები სრულიად უსაფრთხოა, არც ერთმოდელში არ გამოვლენილა მიკრობულიდაბინძურება, არ შეიცავს ალერგენებს და არ გააჩნიაგამაღიზიანებელი მოქმედება.

წმენდს თუ არა კარგად?ამ შეკითხვასაც დადებითიპასუხი შეიძლება გაეცეს: ტესტირებამ დაამტკიცა, რომ ყველა ჩამოთვლილ მარკას გააჩნია კარგიგამწმენდი მოქმედება და შეესაბამება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ და ჰიგიენურ მოთხოვნებს. უფრომეტიც, Splat Professional Active-ის შეფუთვაზეგამწმენდი ეფექტურობის მაჩვენებლადმითითებული იყო 40, 3%, სინამდვილეში კი ამმაჩვენებელმა 57%- შეადგინა.

ათეთრებს თუ არა?

ტესტირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ კბილისემალის გათეთრებაზე სპეციალიზირებულ პასტებს. მაგრამ ზემოჩამოთვლილ კბილის პასტებს შორისგათეთრების ეფექტი მითითებული აქვსშემდეგმარკებს: R.O.C.S., Blend-a-med და Splat Professional Active. თუმცა ეს უფრო მარკეტინგული სვლაა, ვიდრერეალობა, რადგან არც ერთი მათგანი არ შეიცავსსპეციალურ მათეთრებელ კომპონენტებს. მოცემულშემთხვევაში საქმე ეხება მხოლოდ ემალისგაწმენდას ჭუჭყისა და ნადებისგან. მისისრულფასოვანი გათეთრება კი მხოლოდსტომატოლოგთან ვიზიტის შედეგადაა შესაძლებელი.

გემო

სიცოცხლის მანძილზე საშუალოსტატისტიკურიადამიანი თავისდაუნებურად ყლაპავს 5 კგ.-მდე ამჰიგიენურ საშუალებას. ამასთან, ძნელია 2-3 წუთისმანძილზე იწმინდო კბილები პასტით რომლის გემოცსაშინლად არ მოგწონს. ამიტომ სხვა ელემენტებთანერთად, ტესტირების პროცესში მოხდა კბილისპასტების "დეგუსტაციაც", რომელშიც უბრალომომხმარებლები ჩართეს. საყოველთაო აზრისმიხედვით, ყველაზე სასიამოვნო გემოსი დაარომატის აღმოჩნდა Blend-a-med. მეორე ადგილიდაიკავა Colgate-მა; უკანასკნელ პოზიციაზე კიაღმოჩნდა R.O.C.S.

კბილის პასტები


1. Lacalut -გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ფასით, თუმცა არც ხარისხი ჩამორჩება, შეიცავს საკმაორაოდენობით ფტორს და გემოც სასიამოვნო აქვს.t -

2. Blend-a-med- Blend-a-med-მა მაღალი პოზიციებიდაიკავა საგემოვნო თვისებებისა და გაწმენდისეფექტის მხრივ. ამას გარდა, მასში დიდირაოდენობით ფტორი შედის - ამგვარი პასტაგანსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც ისეთადგილებში ცხოვრობს, სადაც წყალში ფტორისრაოდენობა არასაკმარისია.

3. R.O.C.S.- ძვირადღირებული, მაგრამ ხარისხიანიკბილის პასტაა. არ შეიცავს ფტორს, ამიტომრეკომენდებულია ისეთი რეგიონებისმოსახლეობისთვის, სადაც წყალში დიდირაოდენობით ფტორია.

4. Aquafresh - აქვს კარგი გამწმენდი მოქმედება დასასიამოვნო გემო. შეიცავს საკმაო რაოდენობითფტორს, თუმცა მისი ფაქტიური შემცველობა ეტიკეტზემითითებულითან შედარებით 3, 5%-ით ნაკლებია.


5. Colgate - აქვს სასიაოვნო გემო, არომატი და კარგი გამწმენდი თვისებები, მაგრამ ფტორის ფაქტიური შემცველობა შეფუთვაზე მითითებულთა შედარებით 17%-ით ნაკლებია.


6. Splat Professional - არა აქვს სასიამოვნო გემო, მაგრამ კარგად წმენდს კბილის ემალს. ექსპერტებმა აღმოაჩინეს შეუსაბამობა ტუბზე მითითებულ და ყუთზე მითითებულ შემადგენლობებს შორის, რაც დარღვევად ითვლება.

ჰიგიენური საშუალებები ბავშვებისათვის

კარიესისა და სხვა სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორად შერჩეული საბავშვო კბილის პასტა და ჯაგრისი.

საბავშვო კბილის ჯაგრისი
კბილის ჯაგრისი შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან: სახელური, სამუშაო ზედაპირი და ყელი. სახელური უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვს შეეძლოს მისი მოხერხებულად დაჭერა. ამიტომ სასურველია ბავშვიც ჩართოთ მის არჩევაში. სამუშაო ზედაპირი უნდა წვდებოდეს საშალოდ 2 კბილს. კბილის ჯაგრისები ასევე იყოფა ჯაგრულების სიხისტის მიხედვით: ძალიან რბილები, რბილები, საშუალო სიხისტის, მაგრები და ძალიან მაგრები.ბავშვებისათვის სასურველია შეირჩეს ჯაგრისები ძალიან რბილიდან საშუალომდე.

ყველაზე პატარებისათვის არსებობს სპეციალური, თითზე ჩამოსაცმელი ჯაგრულები - პირველი კბილებისა და ენის გასაწმენდად. უმჯობესია შევიძინოთ ჩოთქი ხელოვნური ჯაგრულებით, ეს რჩევა არა მხოლოდ საბავშვო არამედ დიდების ჯაგრისებსაც ეხება. ბავშვებისათვის სასურველია შეირჩეს მკვეთრი ფერების, ლამაზი ჯაგრისი, რათა კბილების ხეხვა სასიამოვნო თამაშად იქცეს. კბილის ჯაგრისები გამუდმებით უნდა ვცვალოთ, რადგან მათზე რჩება საჭმლის ნარჩენები და მიკროორგანიზმები კბილის ნადებიდან. კბილის ჯაგრისი სასურველია გამოიცვალოს ყოველ 2-3 თვეში.

საბავშვო კბილის პასტები
კბილის პასტები ორ დიდ - ჰიგიენურ და სამკურნალო პროფილაქტიკურ ჯგუფებად იყოფა. ჰიგიენური პასტების გამოყენება მიმართულია პირის ღრუს გაწმენდასა და დეზოდორირებაზე. ისინი არ შეიცავენ არანაირ სამკურნალო დანამატებს. მათი გამოყენება შეუძლიათ ჯანმთელი კბილებისა და ღრძილების მქონე ადამიანებს.

დავიწყოთ ყველაზე პატარებით.
ეგრეთ წოდებული (0+) ჯგუფის საბავშვო კბილის პასტა, განკუთვნილია ყველაზე პატარებისათვის 4 წლამდე. ზუსტად ასეთ ბავშვებს ესაჭიროებათ ჰიგიენური კბილის პასტები, ყველანაირი საღებავების, არომატიზატორების და აბრაზივების გარეშე. ამას თავისი მიზეზიც გააჩნია - მიჩნეულია, რომ ბავშვები 4 წლამდე კბილის პასტის 50% ყლაპავენ.

შედარებით უფროსმა ბავშვებმა უნდა იხმარონ კბილის პასტები 4+ ჯგუფიდან. ასე კბილის პასტები მიზანშეწონილია ბავშვებისათვის 4 დან 7 წლამდე. ამ ჯგუფის საბავშვო კბილის პასტის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მინერალების არსებობას და აბრაზივების არ არსებობას, რადგან სარძევე კბილები საკმაოდ სუსტია.

უკვე 7 წლიდან ბავშვს შეუძლია ისარგებლოს დიდების კბილის პასტებით.

კარიესის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

შორს წასული კარიესის დიაგნოსტირება ძნელი არარის. სტომატოლოგიური სარკისა და ზონდისმეშვეობით კარიესულ ღრუს ადვილად პოულობენ. შედარებით ძნელია ისეთი ღრუების აღმოჩენა, რომლებიც კბილების ურთიერთშემხებზედაპირებზეა ლოკალიზებული. ასეთ შემთხვევაშიმიმართავენ კბილების თერმოდიაგნოსტიკას დარენტგენოგრამას. რენტგენოგრამის საშუალებითშესაძლებელია კარიესის დიაგნოსტირება ლაქისსტადიაში, როცა მინანქრის მთლიანობა არ არისდარღვეული და ზონდის შეყვანა ვერ ხერხდება. ამსტადიაში კარიესის დიაგნოსტირება შესაძლებელიააგრეთვე კბილის ზედაპირის მეთილენის ლილითშეღებვის გზითაც - ამ დროს მხოლოდ დაზიანებულიუბანი იღებება.
ფარული და საწყისი სტადიის კარიესისსადიაგნოზოდ შესაძლოა გამოყენებულ იქნესტრანსლუმინესცენცია - კბილის განათებასაპირისპირო მხრიდან ძლიერი შუქით, მაგალითად, სტომატოლოგიური ფოტოპოლიმერიზატორით.
სწორი რემინერალიცაზიური თერაპიის შემთხვევაშილაქის სტადიიდან დემინერალიზაციის პროცესიშექცევადია. ასეთი მკურნალობა 10 დღისგანმავლობაში გრძელდება. იყენებენ 10%-იანიკალციუმის გლუკონატის, 1-3%-იანი რემოდენტასხსნარის აპლიკაციებს, ფტორის შემცველპრეპარატებს (2-4%-იან ნატრიუმის ფტორიდს). თეთრი არაპიგმენტირებული ლაქების პროგნოზიკეთილსაიმედოა.

ზედაპირული, საშუალო და ღრმა კარიესისმკურნალობა ხორციელდება დაზიანებული ქსოვილისმოშორებით, კარიესული ღრუს დაბჟენით, რაცშემდეგი თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს:
1. კბილის ანესთეზია;
2. ბორმანქანით კარიესული ღრუს დამუშავება, ნეკრექტომია (დარბილებული და ინფიცირებულიდენტინის მთლიანად მოშორება), ღრუს ფორმირებაბჟენის უკეთ ფიქსაციის მიზნით;
3. კარიესული ღრუს მედიკამენტური დაანტისეპტიკური დამუშავება;
4. ღრმა კარიესული ღრუს არსებობის შემთხვევაში - მის ფსკერზე სამკურნალო ან მინაიონომერულიცემენტის სარჩულის მოთავსება;
5. კარიესული ღრუს დაბჟენა;
6. ბჟენის საბოლოო დამუშავება და გაპრიალება.


არის შემთხვევები, როცა საჭირო ხდება დეპულპაცია- ნერვის ამოღება.
კარიესის ადრეულ სტადიაში მკურნალობა დაბჟენითკბილის დიდხანს შენარჩუნების საწინდარია - ამდროს ხდება მისი მხოლოდ მცირე ნაწილისმოშორება, ძლიერი დაზიანების შემთხვევაში კიგვირგვინის მთლიანად მოცილება ხდება საჭირო. ასერომ, რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მითუფრო შედეგიანია ის.

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0