x
ანაფილაქსიური შოკი

image
ანაფილაქსია არის ორგანიზმის მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში, სისტემური, გენერალიზებული რეაქცია სხვადასხვა სახის ალერგენის მიმართ. ანაფილაქსიური შოკი ძირითად შემთხვევებში ვითარდება ძალიან სწრაფად, ალერგენის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა რამდენიმე საათის შემდეგაც განვითარდეს. რაც უფრო სწრაფად ვითარდება რეაქცია, მით უფრო მძიმეა მისი საბოლოო შედეგი.ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკი მაღალია იმ პირებში, რომელთაც აწუხებთ შემდეგი ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ურტიკარია, ანგიოშეშუპება, ატოპიური დერმატიტი, კვებითი ალერგია ან არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა.


რა ხდება ანაფილაქსიური შოკის დროს


ანაფილაქსიური შოკის დროს ჰიპერრეაქციას განაპირობებს სისხლის პლაზმაში განსაზღვრული ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა. ანტიგენს ორგანიზმში მოხვედრისას ვითარდება ანტიგენ-ანტისხეულის რეაქცია, რის შედეგადაც ღვიძლის, ნაწლავების, , პლევრის, ენის, ცხვირის ლორწოვანი გარსის და სხვა ღრუბლისებრი უჯრედებიდან დიდი რაოდენობით ჰისტამინი და სეროტონინი გამოთავისუფლდება. თავის მხრივ, ეს ნივთიერებები არტერიოლების გენერალიზებულ დილატაციას, ვენების კონსტრიქციას და გლუვი კუნთების სპაზმს იწვევს. შოკის განვითარებაში მონაწილეობს აგრეთვე პოლიპეპტიდი ბრადიკინინი, რომელიც სისხლძარღვთა დილატაციას განაპირობებს და მათ განვლადობას ზრდის და ე. წ. ნელა მოქმედი სუბსტანცია, რომელიც გლუვი კუნთების ხანგრძლივ სპაზმს იწვევს.image

ანაფილაქსიური შოკის პათოგენეზში მთავარი რგოლებია:


1.კოლაფსი - მწვავე სისხლძარღვოვანი ნაკლოვანება;
2.სისხლის დიდი მასის გადანაწილება პერიფერიაზე სისხლძარღვთა დილატაციის გამო;
3.პლაზმის დაკარგვა სისხლძარღვთა განვლადობის მკვეთრი ზრდის გამო;
4.სუნთქვის დარღვევა ბრონქიოლების სპაზმის გამო.


კლინიკური სურათი


ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის დროს ჰი­პე­რრე­აქ­ცი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს სის­ხლის პლაზ­მა­ში გან­სა­ზღვრუ­ლი ან­ტი­გე­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა. ანაფილაქსიური შოკის ხარისხი და სიმძიმე ბევრად არის დამოკიდებული სისხლძარღვოვანი კოლაფსის განვითარების სისწრაფეზე და, შესაბამისად, თავის ტვინის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე.


1.მსუბუქი ფორმა- განვითარების ხანგრძლივობა - რამდენიმე წუთიდან 2 საათამდე, ვლინდება კანის ჰიპერემიით (სიწითლით), ქავილით, ცხვირცემინებით, რინორეით (ცხვირიდან უხვი გამონადენით), თავბრუხვევით, თავის ტკივილით, ჰიპოტენზიით (წნევის დაქვეითებით), ტაქიკარდიით, სიმხურვალისა და ძლიერი სისუსტის შეგრძნებით, უსიამოვნო შეგრძნებებით სხეულის სხვადასხვა უბანში.


2.საშუალო სიმძიმის ფორმას ახასიათებს - შედარებით მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, კვინკეს შეშუპება, კონიუნქტივიტი, სტომატიტი, ცირკულარული დარღვევები - ტაქიკარდია, ტკივილები გულის არეში, არითმია, არტერიული წნევის საგრძნობი დაქვეითება, მკვეთრად გამოხატული სისუსტე, ძლიერი თავბრუხვევა, მხედველობის დარღვევა, სმენის დაქვეითება, მოუსვენრობა და აგზნება, სიკვდილის შიში. ადამიანს ამ დროს კანკალი უვარდება, ცივი წებოვანი ოფლი ასხამს, თავში ძლიერ ხმაურსა და რეკვას შეიგრძნობს, მისდის გული. ამ ფონზე შესაძლოა განვითარდეს ობსტრუქციული სინდრომი ბრონქული ასთმის ტიპის შეტევით, ციანოზით, შესაძლოა, გამოიკვეთოს კუჭნაწლავისეული ან თირკმლისეული სიმპტომები .


3.მძიმე ფორმის დროს ელვისებური სისწრაფით ვითარდება - კომური მდგომარეობა . გუგები ამ დროს გაფართოებულია, სინათლეზე რეაქცია არ ვლინდება. არტერიული წნევის ვარდნისდა კვალად მაჯისცემა და წნევა არ ისინჯება, გული ჩერდება და სუნთქვა წყდება.


ანაფილაქსიური შოკის მკურნალობა

საჭიროა :1.სისხლში ანტიგენის (ალერგენის) გადასვლის ბლოკირება

2.ანტიგენ-ანტისხეულის რეაქციის შედეგად დიდი ოდენობით წარმოქმნილი და სისხლში მოხვედრილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების განეიტრალებას;
3.ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის (ჰორმონული) უკმარისობის აღდგენა
4.ავადმყოფის კოლაფსიდან გამოყვანა
5.ბრონქოსპაზმის მოხსნა
6.ასფიქსიის მოვლენათა ლიკვიდაცია
7.სისხლძარღვთა კედლის განვლადობის შემცირება
8.ფსიქომოტორული აგზნების დაქვეითება



მოგვიანებითი გართულებების თავიდან აცილებას როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოთა მხრივ.ანაფილაქსიური შოკის დროს საჭიროა დაუყოვნებელი დახმარება, ვინაიდან ყოველი წუთი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ავადმყოფი უნდა დააწვინოთ, თავი გვერდზე მიუბრუნოთ (თუ კბილის პროთეზს იყენებს, ასფიქსიის თავიდან აცილების მიზნით მოვაცილოთ), მედიკამენტის შეყვანის ადგილის ზემოთ შეძლებისდაგვარად გადავუჭიროთ ღვედი.აუ­ცი­ლე­ბე­ლია ალერ­გე­ნის შეჭ­რის ად­გი­ლას ად­რე­ნა­ლი­ნის 0, 1%-იანი ხსნა­რის შეყ­ვა­ნა (1-0, 5 მლ) და ყი­ნუ­ლის და­დე­ბა, რათა ალერ­გე­ნის შე­წო­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ფერ­ხდეს. თუ ალერ­გე­ნი ორ­გა­ნიზ­მში პე­რო­რა­ლუ­რი გზით მოხ­ვდა (ანუ ალერ­გე­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი ადა­მი­ან­მა შე­ჭა­მა ან და­ლია), სა­ჭი­როა კუ­ჭის ამო­რე­ცხვა. ად­რე­ნა­ლი­ნის 0, 1%-იანი ხსნა­რი (1 მლ) კან­ქვე­შაც უნდა შე­ვიყ­ვა­ნოთ.

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0