x
კბილების პროფესიული ჰიგიენა

image

კბილების პროფესიული წმენდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკაში.

პროფესიული ჰიგიენის პროცედურა შეუნარჩუნებს კბილებს ბუნებრივ სითეთრესა დასილამაზეს, გააქრობს უსიამოვნო სუნსა და ღრძილებიდან სისხლდენას.

ცხოვრების განმავლობაში ჩვენი კბილები იმყოფებიან სხვადასხვა საღებავების მოქმედებისქვეშ, რის შედეგადაც ისინი ფერს იცვლიან. ასევე რბილი ნადები რომელიც თუ არ მოშორდაგარკვეული ხნის შემდეგ გარდაიქმნება კბილის ქვად. ის თავისთავად აწვება ღრძილს, ჩნდებაპათოლოგიური ჯიბეები, სუნი პირის ღრუდან, რომელსაც ვერ მოიშორებთ ვერც საღეჭირეზინით და ვერც სხვა არომატიზატორებით. კბილის ემალი სუსტდება და ჩნდება კარიესისსაშიშროება.

პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა - აუცილებელი ჰიგიენური, პროფილაქტიკური დადიაგნოსტიკური პროცედურაა. ვინაიდან ყოველი წმენდის შემდეგ, ექიმს საშუალება ეძლევაადვილად აღმოაჩინოს კარიესი ადრეულ სტადიაზე.

კბილების წმენდა ულტრაბგერით

image

ულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების განთავისუფლება მაგარი ნადებისაგან ანუქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, როგორც ღრძილზედა ასევეღრძილქვეშა ნადებს, რომლებიც ღრძილების საშიში დაავადებების გამომწვევია. დროულადმოშორებული ნადები პაციენტს იხსნის კარიესის, ღრძილების და მთლიანად პაროდონტისდაავადებებისაგანქვების მოშორების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ულტრაბგერითიწმენდაა. პროცედურა აშორებს რბილ ნადებს, ქვებსა და გაჩენილ პიგმენტებს ჩაის, ყავის, სიგარეტისაგან და სხვა ფერისმიმცემი საკვებისგან. ეს ხდება ვიბრაციული ზემოქმედებისმეშვეობით, რომელიც ზემოქმედებს კბილის ზედაპირის მთლიან მოცულობაზე. ეს არისსრულიად უსაფრთხო პროცედურა, რომელიც მოკლე დროშია შესაძლებელი. ამ მეთოდითექიმი სტომატოლოგი კბილს ყველაზე მყარ ნადებსაც კი აშორებს და ემალს არ აზიანებს. ულტრაბგერითი წმენდის შემდეგ ხდება კბილის ემალის თანაბარი შესწორება, რადგანმომავალში უსწორმასწორო ადგილებში არ გაჩნდეს ბაქტერიები.

ულტრაბგერითი წმენდის შედეგად თქვენ მიიღებთ სამმაგ ეფექტს:

  • კბილის ქვების სრული მოშორება;
  • შეშუპებული ღრძილების პროფილაქტიკა;
  • კბილების ვიზუალური გაუმჯობესება.

კბილების წმენდა Air-Flow სისტემით

image

ეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ანუ კვებით საღებავებს (ჩაი ყავა), ასევე .. „მწეველის ნადებს“. წნევის ქვეშ ნატრიუმის ბიკარბონატი წყალთან ერთად ქმნისსაკმაოდ აბრაზიულ ჭავლს, რომელიც ძალიან მარტივად აშორებს ნადებს. ყოველგვარიზიანისა და კბილების ტრავმირების გარეშე. აღნიშნული პროცედურის შემდეგ კბილები დიდიხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.

კბილების წმენდა Air-Flow სისტემის

სპეციალური გასაპრიალებელი პასტების დახმარებით ხდება კბილის ყველა ზედაპირისპოლირება, რათა თავიდან ავიცილოთ მათზე ნადების მიწებება.

Air Flow სისტემით წმენდის შედეგად პაციენტი იღებს შემდეგს:

1)მომენტალურ კოსმეტიკურ და თერაპიულ ეფექტს;

2)სისუფთავის სასიამოვნო შეგრძნებას;

3)ფტორიდებით გამდიდრებულ ემალს;

4)ბრეკეტებისა და პროტეზების შემთხვევაში ღრმა გაწმენდის საშუალებას;

5)რამდენიმე ტონით გათეთრებულ და ბრწყინვალე ემალს.

რემთერაპია

პროფესიული წმენდის შემდგომ სასურველია რემინერალიზაციური თერაპიის ჩატარება. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ფტორ შემცველი პრეპარატების კბილის ემალისგასამაგრებლად.

  • პროცედურის განგრძლივობა შეადგენს 40წუთს.
  • პროცედურას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

ასე, რომ რემინერალიზაციური თერაპია წარმოადგენს ემალის გამყარებისა და კარიესისთავიდან აცილების მიზნით, კბილების მინერალებით გამდიდრების პროცესს.

რემთერაპია გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური ასევე თერაპიული მიზნებით. პროფილაქტიკური რემთერაპია გამოიყენება წელეწადში ორჯერ კბილების პროფესიონალურიწმენდის შემდეგ. ასევე მრავლობითი კარიესის დროს შესაძლოა დაენიშნოს სახლისპირობებშიც.

რატომ არის სასურველი ნადების მოშორება?

წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. მცირდება ღრძილებიდანსისხლდენა, ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი. გარდა ამისა, პროფესიონალურიჰიგიენა კარიესის, ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა და არსებულიბჟენების ხანგრძლივობის გარანტიაა.

რამდენად ზიანდება კბილის ემალი?

აღნიშნული აპარატებით კბილის ქსოვილის წმენდა ხდება კბილის მინანქრის ყოველგვარიდაზიანების გარეშე და კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.

რა სიხშირით არის პროცედურის ჩატარება რეკომენდირებული?

ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად, ყოველ 4-6 თვეში რეკომენდირებულია ჩავიტაროთპირის ღრუს პროფესიონალური წმენდა.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0