სიახლეები კორონა ვირუსის უსწრაფესად გავრცელებადი შტამი ლონდონის გარდა უკვე 45 ქვეყანაში დაფიქსირდა 2021, 10 იანვარი, 19:44 კორონავირუსის ახალი, სწრაფად გავრცელებადი შტამი უკვე შეერთებულ შტატებშიც დაფიქსირდა. ახალი ვარიანტი, ცნობილი როგორც B.1.1.7, პირველად დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული შტამი უკვე 45 სხვა ქვეყანაში დაფიქსირდა. აშშ-ში ჯერჯერობით ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა რვა შტატში: კალიფორნია, კონექტიკუტი, კოლორადო, ჯორჯია, ფლორიდა, ტეხასი, პენსილვანია და ნიუ იორკი. ვაქცინებს, რომლებიც ქვეყანაში დარიგდება, თვლიან, რომ შეუძლია ამ ვირუსის თავიდან აცილება. მაგრამ ბევრად უფრო გადამდებ ამ მუტანტს შეუძლია ექსპონენციურად გაზარდოს ინფექციების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რაოდენობა. ”ჩვენი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა უკვე ჩამოშლის წერტილშია”, - განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტმა ჩარლზ ქიუმ. შიშმა, რომ მძიმედ დაავადებული პაციენტები გადააჭარბებენ ჯანდაცვის სისტემის შეწსაძლებლობებს, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ამ კვირაში მკაცრი ლოქდაუნის ზომების დაწესებისკენ უბიძგა. ლონდონის მერმა პარასკევს გამოაცხადა ”მნიშვნელოვანი ინციდენტი” ქალაქში, სადაც 30-დან 1 ადამიანი ინფიცირებულია COVID-19-ით და 7000-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რაც 35% -ით მეტია პანდემიის წინა პიკთან შედარებით (აპრილში), მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. ჩიუს ლაბორატორიამ კალიფორნიაში ახალი ვარიანტის რამდენიმე პირველი შემთხვევა გამოავლინა, სადაც ამ დროისთვის 30 შემთხვევაა გამოვლენილი. მის ლაბორიატორიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, 41 7-ს მოსწონს
|