x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გული მაქვს გახეთქვაზე!.. გამართლება არ აქვს, ეს იგივეა, ედიტ პიაფი წასულიყო ოკუპანტთან“ - სააკაშვილი ანანიაშვილზე
image


განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის გამო გული აქვს გახეთქვაზე და პრიმა-ბალერინას ამგვარმა გადაწყვეტილებამ გული დაწყვიტა.

.

„როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებულ გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ბერლინიში, ბერლინის კაბარეებში უნდა გავართო გერმანელი ოფიცრებიო, მერე რა რომ ომი გვქონდაო...


.

ნინო ანანიაშვილი გენიალური ბალერინაა, არასოდეს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ იორკში, სადაც 50 წუთი ხალხი ტაშს უკრავდა.

.

ეს არის პირადი არჩევანი, რასც გამართლება არ აქვს... გული მაქვს გახეთქვაზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი აქცენტების“ ეთერში.

* * *

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი იუწყება, რომ აჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან, ინ­ფორ­მა­ცი­ას „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს.

.

„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ).

.

თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.

.

ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, - წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე.

.

თავად ნინო ანანიაშვილს ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. თუცა, მანამდე ის აღნიშნავდა, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში ბევრი თეატრი გაჩერდა, მათ შორის უმოქმედოდაა ქართული დასი, ამდენად ის თავისუფალ დროს ნოვოსიბირსკის თეატრს მოახმარდა და პარალელურად ქართული ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად დარჩებოდა.

1
177
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
177
  
2021, 9 იანვარი, 21:30
ეჰ, მიშა არა გამოგივიდა გაპრავება,თან არ ვითომ არ გამართლების ხარჯზე. ერთ სიტყვაში დაუშვი შეცდომა "გვქონდაო" და ჩვენ დღესაც საომარ სიტუაციაში ვართ რუსეთთან. ხომ არ ვამბობთ,თურქეთში რატო მიდისო?! ან ირანშითო,მარა ნაცების სული რო რუსულია ეგ ცხადია. არა,ევროპელობას და პროდასავლურ კურს კი ქადაგებენ,მარა სინამდვილეში ულვაშას ოჯახის დარი შეხედულება აქვთ.
0 1 1