x
image
ტორნადო07
შავ ზღვაში მეცნიერებმა უძველესი ხომალდი აღმოაჩინეს

imageშავი ზღვის ფსკერზე, ტამანის ნახევარკუნძულთან ახლოს მეცნიერემბა უძველესი ხომალდი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 1300 წლისაა. მკლევარები რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციაში მონაწილეობდნენ და სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ ამ აღმოჩენით. მსოფლიოში მსგავსი ტიპის და სიძველის ხომალდი ძალზე ცოტაა, გამომდინარე აქედან ის საკმაოდ ფასეულია მკლევარებისათვის.

მეცნიერთა სიტყვებით ისინი ძველი ჩაძირული ქალაქის კვლევას აწარმოებდნენ და შემთხვევით წააწყდნენ გემს. მათ ასევე 2 უძველესი ამფორა იპოვეს.

ხომალდზე საკმაოდ კარგადაა შემონახული მისი რამოდენიმე ნაწილი, მაგალითად საჭის ნიჩაბი. როგორც დადგინდა გემი დაიწვა ნავსადგურში დგომისას.

მეცნიერები გეგმავენ ხომალდის შესწავლას, მაგრამ ამჯერად უკვე ხმელეთზე. imageimage

0
543
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0