კახეთი რა იგეგმება 2021 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში? 2021, 8 იანვარი, 11:32 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საახალწლო მიმართვას ავრცელებს, სადაც წელს დაგეგმილ სამუშაოებზე საუბრობს. რას უნდა ელოდეს დედოფლისწყაროს ესა თუ ის სოფელი, ამას ქვემოთ მოცემულ მიმართვაში ამოიკითხავთ: „პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც თამამად შემიძლია, ესაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება. ზემო მაჩხაანიდან საბათლომდე - 2021 წელს მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყება აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები სასმელი წყლის პრობლემის აღმოსაფხვრელად.
.
ასევე ზემო მაჩხაანიდან საბათლომდე - ჩვენს ყველა სოფელს ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი, თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზა ექნება. იცით, რომ აღნიშნული პროექტი თითქმის დასრულების ეტაპზეა-დარჩენილია სამთაწყაროს მცირე მონაკვეთი, სამუშაოები დაწყებულია და ის ახალ, 2021 წელს დასრულდება.
.
სამუშაოები დასრულებულია და 2021 წლიდან ჩვენი ზემო მაჩხაანელი ახალგაზრდები სწავლას ახალ, თანამედროვე, ევროსტანდარტების შესაბამის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. ასეთივე ღირსეულ პირობებში გააგრძელებს სწავლას ხორნაბუჯისა და ჭოეთის მომავალი თაობაც, რადგან ხორნაბუჯის საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ის აღსაზრდელებს 2021 წლიდან მიიღებს. არ შემიძლია დიდი სიხარულითა და სიამაყით არ აღვნიშნო, რომ თითქმის 30 წელია, რაც სოფელ საბათლოში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არის. ჩვენ პირობა მივეცით საბათლოელებს, რომ სოფელში აუცილებლად ავაშენებდით საბავშვო ბაღს, სადაც მათ შვილებს საუკეთესო პირობებს შევუქმნიდით. როგორც ყველა სხვა დაპირება, ეს დაპირებაც შესრულებულია, ჩვენ მართლაც ავაშენეთ საბათლოში საბავშვო ბაღი, სადაც პატარები სიარულს უკვე 2021 წლიდან შეძლებენ.
.
მოგეხსენებათ, ქ. დედოფლისწყაროში შიდა საავტომობილო გზების მოასფალტება წელს თითქმის დავასრულეთ, ინტენსიურად იგებოდა გზები მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. ეს პროცესი 2021 წელსაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
.
გასულ წლებში ფაქტობრივად მთელი მუნიციპალიტეტი გავანათეთ - გარე განათების გარეშე უბნების მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. სამუშაოები გაგრძელდება და 2021 წელს არჩერთი ჩაბნელებული ქუჩა აღარ გვექნება.
წელს ქ. დედოფლისწყაროში აშენდა საზგადოებრივი მომსახურებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრები, დასრულდა საუკუნის პროექტი - 8 სოფლის გაზიფიცირება, გაკეთდა ან რაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედნებს, რეაკრეაციულ ზონებს და სხვა.
.
არ გავჩერდებით - იცით, რომ ეს არ არის სიტყვები სიტყვებისთვის.
როგორც ხედავთ, 2021 წელს ბევრი სასიამვნო სიახლე გველოდება. თუმცა თქვენს გასახარებლად კიდევ ბევრი ინფორმაცია მაქვს, რასაც ეტაპობრივად შეგატყობინებთ, ძვირფასო დედოფლისწყაროელებო.
.
ახალ 2021 წელს გილოცავთ, ჩემო დედოფლისწყაროელებო. ჯანმრთელობას, მატერიალურ სიკეთეს, პროფესიულ წარმატებებს, ყველა სკეთილ საქმეში უფლის თანადგომას და დიდი ბედნიერებას გისურვებთ. - ნათქვამია დედოფლისწყაროს მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის საახალწლო მიმართვაში.
.
.
ყოველი ახალი წლის დადგომას ადამიანები დიდი სიხარულითა და გეგმებით ვხვდებით, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ჩვენი იმედები ჩვენგანვე დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მართლდება.
ასეთი იყო 2020... ყველამ ვიცით, რამდენად რთული იყო ეს წელი ჩვენი პლანეტისა და მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვისაც.
.
პანდემიამ, რომელიც მთელ მსოფლიოს დაემუქრა, მრავალი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიციცხლეს შეუქმნა საფრთხე, შეგვიცვალა ცხოვრების წესი და დროებით უარი გვათქმევინა ჩვენს მიზნებსა და ოცნებებზე...
.
ამის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლების მონდომებითა და ძალისხმევით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურული მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, განხორციელდა ბიზნესის ხელშეწყობის პროექტები, ამ და სხვა მექანიზმების წყალობით საქართველოს არ შეუწვეტია ეკონომიკური განვითარება. დიდი იყო საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაც, რაც განაპირობა იმ ნდობამ, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებით დაიმსახურა.
.
ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ გამართულმა სამედიცინო სისტემამ და სწორმა მენეჯმენტმა ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს შეუნარჩუნა სიცოცხლე. არსებული სტატისტიკა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ თუნდაც მეზობელი სახელმწიფოების მონაცემებს, დამეთანხმებით, რომ ჩვენ ერთ-ერთი იმათგანი ვართ, ვინც ღირსეულად უმკლავდება მკვლელ ვირუსს.
აქვე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს გმირ ექიმებს, მათ შორის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის, საავადმყოფოსა და სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც ამ რთულ პერიოდში მართლაც შეუდარებელი პროფესიონალიზმი გამოავლინეს.
.
შექმნილ სიტუაციაში თითოეული ჩვენგანი შეეცადა გაეკეთებინა მაქსიმუმი და პანდემიით გამოწვეული სირთულეები შეემსუბუქებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება გვერდით დაუდგა რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს და მათ სასურსათო პროდუქტითა და ჰიგიენური ამანათებით დაეხმარა. ამ კეთილ საქმეში მხარი დაგვიჭირა კერძო სექტორმაც. ადგილობრივმა მეწარმეები და ფერმერები აქტიურად ჩაერთვნენ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სურსათის გადაცემაში. ამისთვის კი მათ დიდი მადლობა.
.
მე, როგორც რიგითი დედოფლისწყაროელი, გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ერთმანეთის სიცოცხლის მოფრთხილებისათვის მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს.
ძვირფასო დედოფლისწყაროელებო, ყველაფერი კარგად იქნება!
ასევე არ შემიძლია არ შევეხო არჩევნების თემას. მოგეხსენებათ, წელს, 31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა არსებულ ხელისუფლებას და საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით კვლავ ქართული ოცნება აირჩია. ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
საკუთარ თავზე უკვე არაერთხელ გამოვცადეთ, რომ ერთად ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეგვიძლია. ასე იქნება მომავალშიც- მე, თქვენ, ჩვენი საკრებულო, ჩვენი ახალი პარლამენტი და ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ერთად კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს მუნიციპალიტეტს.
157 შეფასება არ არის
|