ტენდენციები რა მოდელის ფეხსაცმელებს გვთავაზობენ დიზაინერები 2021 წლისთვის 2021, 7 იანვარი, 14:27 თუ გაინტერესებთ პლატფორმაზე მოდური ფეხსაცმლის რა მოდელებს გვთავაზობენ დიზაინერები 2021 წლისთვის, დარჩით ჩვენთან და გაეცანით ბევრ სასარგებლო ინფორმაციას თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში კომფორტული ნივთების ტენდენცია აოცებს და ახარებს მთელი მსოფლიოს ქალბატონებს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები უკანა პლანზე გადავიდა, დრო მოვიდა მოხერხებული მასიური პლატფორმებისა, რომელიც ყოველდღიურ ზამთრის ფეხსაცმელს სითამამეს და ეპატაჟურ ელფერს მატებს.
ტრაქტორის ძირებიანი უხეში ჩექმა გაწყობილი ელეგანტური თასმებით და კონტრასტული ნაკერით - იდეალური ყოველდღიური ფეხსაცმელია, რომლის წყალობითაც ნებისმიერი თქვენი ზამთრის სამოსი სრულიად გარდაიქმნება . www.pinterest.com მინიმალური შესრულების ჩელსის ჩექმები სქელ ძირზე უპირობო ტენდენცია გახდა 2020- 2021 წლის ზამთრის სეზონისთვის.
ბევრ ბოლოდროინდელ მოდის ჩვენებაზე ხშირად ვადევნებთ თვალს ელეგანტურ და ჰარმონიულად შეკრებილ კოლექციას, რომლის მთავარ ხიბლს წარმოადგენს შავი ან თეთრი ფერის ჩელსის ჩექმები კონტრასტული შავი ძირით. www.pinterest. ჩელსის ჩექმები ნატურალური ტყავისგან, ზამშისგან ან ნუბუკისგან მზადდება და ისეა გაფომებული, რომ ერთი ნახვით იპყრობს თქვენს გულებს. ჩელსის ჩექმებზე ნათელი და ელეგანტური გაფორმების გარდა მაშინვე ყურადღებას იპყრობს სქელი ძირი, რის გამოც თქვენი ფეხები უფრო გრძელი და მოხდენილი ჩანს. www.pinterest.com ლაკის თასმებიანი მოდელი სქელ ძირზე კი დაგეხმარებათ მრავალფეროვანი გახადოთ ზამთრის ნებისმიერი მოდური სამოსი.
www.pinterest.com ისევ ლიდერობენ მაღალყელიანი ჩექმები სქელ ძირებზე და არ უთმობენ პოზიციებს მოდის ინდუსტრიის კონკურენტებს.
www.pinterest.com ნებისმიერი ასაკის ქალბატონებისთვის კომფორტული და უზომოდ მოთხოვნადია ღია ფერების და სქელძირიანი სპორტული ფეხსაცმელები -სწორედ ასეთი მოდელი აუცილებლად ღირს შეიძინოს უკლებლივ ყველა თანამედროვე ქალბატონმა. მაღალ ძირზე თეთრი ან კრემისფერი სპორტული ფეხსაცმელი შესანიშნავად ერწყმის ქალის ძირითად გარდერობს. www.pinterest.com მასიური ძირი ამ სეზონზე ამშვენებს ჩექმების როგორც მაღალ, ასევე დაბალყელიან მოდელებს, ლაკის, ზამშის, ტყავის, რკინის მასიურ ფურნიტურინას ან ბეწვებით გაფორმებულებს,
www.pinterest.com www.pinterest.com
თქვენ უკვე მოასწარით ამ სეზონზე მოდური სქელძირიანი ჩექმების შეძენა? თუ კი, დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელი მოდელი შეარჩიეთ.
იხილეთ ასევე:როგორი სვიტერი და ჟაკეტი უნდა აირჩიოს ქალბატონმა მომავალ 2021 წელს იმისთვის, რომ თანამედროვედ და მომხიბვლელად გამოიყურებოდეს - ამ სტატიაში გაიგებთ. ქვემოთ წარმოგიდგენთ თბილი და კომფორტული მაისურების იმ აქტუალურ მოდელებს და ფერებს, რომლებიც პოპულარობის პიკზე იქნება მომავალ 2021
217 12-ს მოსწონს
|