ქალი და მამაკაცი კიმ კარდაშიანი ქმარს ეყრება-მან უკვე მოიხსნა 1,3 მილიონ დოლარად ღირებული ბეჭედი 2021, 6 იანვარი, 16:27 კიმ კარდაშიანმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც 1, 3 მილიონი დოლარის ღირებულების ნიშნობის ბეჭდის გარეშე არის აღბეჭდილი, ეს მოხდა ორი კვირით ადრე, სანამ გავრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ქორწინება კანიე უესტთან დასრულდა.
40 წლის ვარსკვლავი ბრილიანტის ბეჭდის გარეშე დარჩა, ეს ფაქტი მან დაადასტურა საშობაო არდადეგების დროს "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ კადრებში, პარალელურად ამ ფოტოს ფონზე, კარდაშიანმა აიყვანა 52 წლის ადვოკატი ლორა ვასერი, რომელიც გაყრის საკითხებს მოაგვარებს. რამდენიმე წყარომ კიმის და კანიეს განქორწინებას "გარდაუვალი" უწოდა. ბოლო კვირების განმავლობაში ვარსკვლავი რამდენჯერმე დააფიქსირეს Lorraine Schwartz -ის 15 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდის გარეშე, მათ შორის ოჯახთან ერთად შობის დღესასწაულის დროს. რეპერი კენი უესტი და კიმ კარდაშიანი 2014 დაქორწინდნენ, მანამდე ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, წყვილს ჰყავს 4 შვილი, აქედან მესამე და მეოთხე სუროგატი დედისგან დაიბადა. 102 2-ს მოსწონს
|