x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამგვარი ქცევა ვნებს პატრიარქს, ანგრევს ეკლესიის რეპუტაციას და, ბევრად უარესი, აზიანებს ქრისტიანობას-ნიკა გვარამია

image

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მეუფე ნიკოლოზის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და წერს:



"აი, ასეთი ტექსტები და მღვდელმსახურების (მით უმეტეს, მაღალი იერარქების) ამგვარი ქცევა ვნებს პატრიარქს, ანგრევს ეკლესიის რეპუტაციას და, ბევრად უარესი, აზიანებს ქრისტიანობას, როგორც რწმენას და იდეას.
ქრისტიანობის მაგიამდე და "ფოკუზნიკობამდე" დაყვანა ისაა, რასაც ვოლანდი აკეთებდა "ოსტატსა და მარგარიტაში". ოღონდ, ასეთი აბუჩად ასაგდები სისულელეები ბულგაკოვმაც კი ვერ მოიფიქრა.
სირცხვილია და მავნებლობაა!" -წერს ნიკა გვარამია.
image
შეგახსენებთ, ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა და ასეთი ისტორია გაიხსენა:

"მოკლედ, ხევში ხდება ეს, მის სამშობლოში და ლოცვა დამთავრდა, ტაძართან იყო და გამოვიდნენ ლოცვის მერე და ეზოში, პირდაპირ მდელოზე არის გაშლილი სუფრა და სუფრის გარშემო დასხდნენ, სუფრის თავში დაჯდა პატრიარქი და უნდა დაიწყონ, ტრაპეზი მიმდინარეობს და უცბად საიდანღაც შემოვარდა სუფრაზე ხვლიკი, მორბოდა ეტყოდა, გაიხედა, გამოიხედა, დაიბნა ეს ხვლიკი, რა ქნას, არ იცის და გაიქცა პირდაპირ და მიადგა პატრიარქს. პატრიარქი მიირთმევდა ნესვს და ეს ნესვი გაუწოდა ხვლიკს და ხვლიკი მივიდა და ეს ნესვი შეჭამა…"
გუშინვე მეუფე ნიკოლოზის ეს გამონათქვამი სოციალურ ქსელში მემების მიზეზი გახდა.
image
image
image
imageimage

0
342
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0