კერძები ხორცისაგან რომელს გასინჯავდით?! - 27 კერძი, რომელიც ესთეტიკურობით ვერ დაიკვეხნის 2021, 5 იანვარი, 20:18
1.თინუსის თვალის ბურთები - იაპონია
კერძს აქვს რვაფეხას (ოსმინოგის), ან კალმარის გემო, თუმცა, როგორ ფიქრობთ, ღირს გასინჯვა? 2.მთვრალი კრევეტები - ჩინეთი კრევეტებს ჩინეთში ცოცხლად მიირთმევენ. ისინი ძლიერ ალკოჰოლურ სასმელში, ბაიჯიუში ცურაობენ. გურმანები ცოცხალ კრევეტებს ჯერ თავს აჭრიან, აწყვეტენ და მერე ჭამენ მის სხეულს. 3.კასუ მარზუ ("ლარვის ყველი") - იტალია "ლარვის ყველი" ესაა ტრადიციული სარდინიული კერძი, რომელიც შეიცავს ცხვრის ყველსა და ცოცხალი მწერების ლარვებს. ხედავთ, როგორ ხტუნაობენ პაწაწუნა ლავრები, რომლებიც აძლიერებენ კერძის არომატს. ზოგი ლავრებს მაცივარში, კერძის მირთმევამდე კლავს, ხოლო სხვები ცოცხლად მიირთმევენ. 4.ქათმის ბრჭყალებიანი თათები - აზია, კარიბის აუზი, სამხრეთ ამერიკა და სამხრეთ აფრიკა
5.ხაგისსი - შოტლანდია ესაა კუპატის მსგავსი კერძი. ცხვრის გულისაგან, ღვიძლისა და ფილტვებისაგან ამზადებენ ფარშს, უმატებენ ხახვს, შვრიის ფანტელებს, სალას (ღორის ქონს), აყრიან მარილსა და სანელებლებს. შემდგომ ამ მასას, გამზადებულ ფარშს, რომელიც ჰგავს კუჭმაჭს, შიგთავსის სახით ათავსებენ ცხოველის (ცხვრის) კუჭში. 6.ტრიპა- მთელ მსოფლიოში
ესაა სხვადასხვა ცხოველის კუჭის ლორწოვანი გარსი. გამოიყურება, როგორც ზღვის მცენარეების უცნაური სახეობა და არც ისე მადისამღვძრელი წელვადი, რეზინისებრი ტექსტურაა. 7.ჰაკარლი - ირლანდია ესაა გრენლანდიის, ან გიგანტური ზვიგენის დამპალი, გამომშრალი ხორცი, დამზადებული სპეციალური წესებით. ხორცს კაპავენ ქვებით და მარხავენ მიწაში, მცირედ ამოჭრილ ორმოში. ამის მერე მას კიდებენ სიმაღლეზე, რათა კარგად გაშრეს. კერძს ამიაკის მსგავსი, აუტანელი სუნი აქვს. 8.ხაში - ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთ ევროპა და თურქეთი
საკმაოდ ამაზრზენი კერძია, რომელიც მზადდება ჩაშუშული ძროხის ფეხებისა და თავისაგან და ბევრ ქვეყანაში მიიჩნევა დელიკატესად. შეგიძლიათ, დააგემოვნოთ, თუ, რა თქმა უნდა, საქონლის მოცინარი, დაღრეჯილი თავის ქალა და მისი ცივი, მკვდარი თვალების მზერა არ შეგაწუხებთ.
9.სიურსტრემმინგი - შვედეთი
ბალტიის ზღვის ქაშაყი დამწნილებულია, დადუღებულია დიდი ოდენობის მარილის შემცველობით, რათა არ გაიხრწნას. კონსერვირებული ქაშაყის მოხსნა იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში, რადგან აქვს ძალიან მძაფრი, უსიამოვნო სუნი. 10.ასწლიანი კვერცხები - ჩინეთი
11.შიოკარა - იაპონია
კერძი მზადდება უმი თევზის ნაჭრებისაგან და წვნიანის სახითაა მოცემული. 12.ვოსპების კრეკერები - იაპონია
ესაა ვოსპებით, ჭიანჭველებით სავსე ორცხობილაა. 13.სისხლის ძეხვი - ამერიკა, აფრიკა, აზია, ევროპა
გაყინულ სისხლს ავსებენ სხვადასხვა ინგრედიენტით: წიწიბურით, ბეკონითა და სანელებლებით და ეს ყველაფერი ღორის ნაწლავშია მოთავსებული. 14.შემწვარი, შეხრაკული ობობები - კამბოჯა, აზიის ქვეყნები ჯერ ობობებს ანელებენ, კაზმავენ ძმარში, შაქარსა და მარილში, მერე ზეთში წვავენ. ობობები მთლიანადაა შემწვარი, ანუ გამოუშიგნავად, მას იქვე აქვს თავისი შიგანი, კვერცხები და ექსკრემენტები. 15.ესკამოლი - მექსიკა "მწერების ხიზილალა" მზადდება ხოჭოს ლავრებისა და ჭიანჭველების ჭუპრებისაგან. აღიარებულია დელიკატესად, რომელის ხაჭოს კონსტიტენციისა და აქვს ზეთოვანი, კაკლის გემო. 16.ბეონდეგები - სამხრეთ კორეა
ესაა მოხარშული და მერე მსუბუქად შემწვარი აბრეშუმის ჭიები. კორეაში გავრცელებული საკვებია, რომელსაც ქუჩაში ყიდიან.
17.საგოს ლავრები - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია
საკვებ საგოს ლავრებს, როგორც ამბობენ, ნაღების გემო აქვს და ნედლი სახით მოგაგონებთ ბეკონს მომზადების შემდგომ. 18.მოპანის მატლები - სამხრეთ აფრიკა
ესაა დიდი, ცხიმიანი, წვნიანი ჭია, რომელზეც ამბობენ, რომ სავსეა ხორცით. 19.მარმიტი (ვეგემიტი) - დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და ავსტრალია
ესაა ლუდის ნარჩენი სქელი ყავისფერი სითხე, წებოვანი პასტა მარილის გემოთი გაჯერებული, რომელსაც ჩვეულებრივ სადღეგრძელოს დროს იყენებენ, ან ყველთან ერთად მიირთმევენ. 20.ჩიტის ნერწყვის წვნიანი (სუპი) - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია 21.ფუგუ - იაპონია თევზ ფუგუს დელიკატესი შეიძლება, მომაკვდინებელი იყოს, თუ სწორად არ გასუფთავდა იგი და შესაბამისად არ მომზადდა. პუფერული თევზი ძალიან შხამიანია. ამიტომაც მისი მომზადების უფლება აქვს გამოცდილ კულინარებს. 22.ნედლი, უმი ცხენის ხორცი - იაპონია მას უპირატესობას ანიჭებენ დაბალკალორიულობის, ნაკლები ცხიმის გამო. 23.ზღვის გოჭი - სამხრეთ ამერიკა
მას წვავენ, ან აცხობენ. ცუდი ისაა, რომ მას გამოუშიგნავად ამზადებენ, თავის კბილებიანად და თავიანად. აქვს კურდღლის გემო. 24.ბალუტი - ფილიპინები იხვის ჩანასახს, ემბრიონს ნაჭუჭში ცოცხლად ხარშავენ. ამაზრზენად ჟღერს და საშინლად უგემურად გამოიყურება. ამასთანავე, ეს ჩვეულებრივი ქუჩის კერძია, რომელსაც ლუდთან ერთად მიირთმევენ. 25.დრაკონი სურვილის ალში - ჩინეთი
ესაა შემწვარი იაკის პენისი.
26.კობრას გული - ვიეტნამი
მიმტანები თქვენს თვალწინ აჭრიან თავს კობრას და მისი ჯერ კიდევ მფეთქავი გულს დებენ ჭიქაში და მისგან სისხლს წურავენ. 27.ცოცხალი ოსმინოგი (რვაფეხა) - აზია
რვაფეხას განსაკუთრებული ჯიში მზადდება სოუსში ჯერ კიდევ ცოცხალი სახით. ამიტომაც ღეჭვისას ისინი ჯერ კიდევ აგრძელებენ პირში ტკაცუნს, ხტუნვას. 439 1-ს მოსწონს
|