x
image
ლანა92
მათ გველის არ ეშინიათ!!!.. - არსებები, რომლებიც ქვეწარმავლის ხორცით იკვებებიან
image


განა საოცარი არ არის, რომ არსებობენ ისეთი ფრინველები და ცხოველები, რომლებიც გველის შხამისადმი იმუნურნი არიან? აქედან გამომდინარე, მათ არ ეშინიათ ქვეწარმავლის. ეს ცოცხალი არსებები არა მხოლოდ მაღალ იმუნიტეტს, შეუვალობას ავლენენ გველის შხამისადმი, არამედ ამ ქვეწარმავლით იკვებებიან. არც ისე ბევრია იმ ფრინველისა და ცხოველის ჩამონათვალი, რომელსაც ბუნებისაგან ამგვარი ჯილდო ხვდა წილად:


1.ზღარბი


image



დიახ, ამ პატარა საყვარელ არსებას შეუძლია გველის მოკვლა გაგუდვით და შეჭმა ყოველგვარი გარჯის, შიშის გარეშე. იგი იმუნურია გველის შხამის მიმართ და აქვს ეკლები. როგორც კი გველს დააზიანებს, დაამტვრევს, ზღარბი იწყებს მისი თავის ჭამას და მთლიან გველს ინელებს რამდენიმე საათში. წიგნს ვერასოდეს შეაფასებთ გარეკანის მიხედვით და ვერც ზღარბის საყვარელი, მომხიბვლელი გარეგნობის შემხედვარე ვერ წარმოიდგენთ, თუ ის ესოდენ სასტიკი და გამბედავია.



2.კალიფორნიული ციყვი


image

კალიფორნიული ციყვის მდედრი წარმომადგენელი ღეჭავს გველის დახვეულ, დამტვრეულ სხეულს კანიანად.


3.თაფლიჭამია მაჩვი



image

ზღარბს სჭირდება საათები გველის სხეულის ასათვისებლად, ხოლო თაფლიჭამია მაჩვს ამისათვის სულ რაღაც 15 წუთი ყოფნის.


4.მანგუსტი


image


სამეფო კობრა (გველის სახეობა) მანგუსტის ერთ-ერთი ძირითადი საკვებია. თუ თქვენ ეძებთ მკვლელს გველისათვის, მაშინ ამ სიაში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს მანგუსტი. მანგუსტი, ზღარბის მსგავსად, გველის სხეულის ჭამას იწყებს თავით.




5.ოპოსუმი

image


ოპოსუმი იმუნიტეტს ავლენს ნებისმიერი გველის შხამისადმი.



6.ჩიტი-სეკრეტარი


image


ჩიტი სეკრეტარი რამდენიმე მეთოდით კლავს გველს:

1.მას აქვს ძალიან გრძელი ფეხები, რომლითაც თელავს გველის სხეულს;

2.ფრინველი ნისკარტით აიტაცებს ცაზე გველის სხეულს და სიმაღლიდან ანარცხებს ქვებზე;

სეკრეტარს სულ რაღაც 1 წამი ყოფნის, რათა გველი დაამუშავოს საკვებად.


0
760
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0