საზოგადოებრივი სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს:"მის ინგლისი",რომელიც Covid-19-ის ვაქცინაზე მუშაობს 2021, 4 იანვარი, 10:49 ![]() ![]() სილამაზის დედოფალმა კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა მედიცინის განხრით, მუშაობდა საავადმყოფოში, ხოლო როდესაც პანდემია დაიწყო გახდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი. კარინა დადგა იქ სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა ქვეყნას და მსოფლიოს, წერს გამოცემაThe Sun. ![]() მან დაივიწყა ბიკინებში გადაღებული ცხელი ფოტოები, საღამოს კაბები, სილამაზის კონკურსები და გასული წელი მთლიანად პანდემიასთან ბრძოლას მიუძღვნა - იგი შეუერთდა ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ზე მუშაობდა. ![]() "არ მეგონა, რომ ექვს წლის შემდეგ მე ვიქნებოდი იმ გუნდის წევრი, რომელიც ასეთი მასშტაბური პანდემიის ვაქცინაზე მუშაობს ....ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინა ეფექტური იქნება მოხუცებისთვის, ახალგაზრდებისათვის, ჯანმრთელი ადამიანებისთვის და სიმსივნით დაავადებულებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"-ამბობს კარინა ![]() კორონავირუსმა თავად დოქტორ ტირელიც დააზარალა: ინფექციამ იმსხვერპლა ბიძა, რომლის დაკრძალვასაც მხოლოდ ონლაინ ჩართვით დაესწრო. დოქტორმა ტირელმა აღნიშნა, რომ სხვა ინფექციური დაავადებებთანაც მოგვიწევს ბრძოლა: ”ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ შემდეგი პანდემიისთვის მოსამზადებლად, რადგან, სამწუხაროდ, სხვებიც იქნებიან.” ![]() 31 წლის კარინა იმედოვნებს, რომ მსოფლიო უმოკლეს ვადებში გაუმკლავდება კორონავირუსს კონადს და ყველა ძალას ჩადებს ბრძოლაში. "ვფიქრობ, ყველამ, ვინც საახალწლო სურვილები ჩაიფიქრა, არის ერთი საერთო პუნქტი, რომ კოვიდი აღარ იყოს"-აღნიშნა კარინა ტირელმა. ![]() 212 2-ს მოსწონს
|