x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138670
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512303
წარმოუდგენელი და სულელური, მაგრამ  სულისშემძვრელი სიმართლე
image




არსებობს ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც თუ ისე სასარგებლო ინფორმაციას შეიცავენ, მაგრამ იმდენად მოულოდნელია და დაუჯერებელი, რომ შეხედულებები შეგეცვლებათ სამყაროზე.




აქ მოცემულია კურიოზული ინფორმაციის ის მცირე არჩევანი, რომელიც BuzzFeed– მა შეაგროვა.


image



1. ადამიანი მხოლოდ ერთი ნესტოთი სუნთქავს.




თქვენი ნესტოები მონაცვლეობით მუშაობენ, ამას „ცხვირის ციკლს უწოდებენ“. ნესტოების „გადართვა“ დაახლოებით ყოველ 15 წუთში ხდება.




image

Trendhunter





2. ჟესტების ენას შეიძლება აქცენტი ჰქონდეს.




სინამდვილეში, ჟესტების ენის მრავალი სახეობა არსებობს, რომლებსაც მეტყველებაში არსებული აქცენტის მსგავსად შეუძლია აჩვენოს, საიდან არის წარმოშობით ადამიანი.





3. Kit Kat-ის ვაფლებს შორის გულსართი- არის - ისევ Kit Kat-ის ვაფლი.



მეწარმე იღებს წუნდებულ ვაფლს და იყენებს გულსართში. წარმოება ნარჩენების გარეშე!






image


Flickr




4. ჩვენ ვიყენებთ და ვსვამთ იმავე წყალს, რასაც იყენებდნენ დინოზავრები.



პლანეტაზე წყლის რაოდენობა უცვლელია. წყალს, რომელსაც ჩვენ ვსვმთ, სვამდნენ დინოზავრები, მამონტები და ჩვენი წინაპრები. შეეგუეთ და იცხოვრეთ ამ ინფორმაციით...




5. შექსპირმა 1700-ზე მეტი სიტყვა გამოიგონა.


უილიამ შექსპირმა 1700-ზე მეტი სიტყვა შემატა ინგლისურ ენას. ასეთია მაგალითად, შეძახილი „ღმერთმანი!“, შეპასუხება „ფიანდაზებიანი გზა, მიბრძანდი“, სიტყვები „მარტოხელა“ და „მოდური“.



image

cracked


6. არავინ იცის, ანბანებში ასოები ასე რატომ არის განლაგებული, მაგრამ ისინი ათასი წელია ასე გამოიყურებიან.






შეიძლება ვივარაუდოთ (მხოლოდ ვივარაუდოთ), რომ ასოების თანმიმდევრობას საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა.





7. ვერასოდეს გაიგებთ როგორ ჟღერს საკუთარი ხმა, თუ ჩანაწერს არ მოისმენთ.



ერთი და იგივე ხმა სხვადასხვანაირად ჟღერს და აღიქმება სხვადასხვა ადამიანებითვის. საკუთარ ხმას კი ჩვენ აღვიქვამთ არა მხოლოდ სმენის აპარატით, არამედ მთელი სხეულით. ჰაერში ვიბრაციის მხოლოდ ნაწილი ვრცელდება და სწორედ ეს ხმა ესმით გარშემომყოფთ.


image

anygif Disney / Via buzzfeed.com





8. ჯორჯ ვაშინგტონმა არ იცოდა, რომ არსებობდნენ დინოზავრები.



ვაშინგტონი გარდაიცვალა (1799 წ.) მანამდე, სანამ აღმოაჩინეს და იდენტიფიცირება მოახდინეს დინოზავრებისა (1841 წ.), ამიტომ ის უდინოზავრებო სამყაროში ცხოვრობდა.





image


Achnoo



9. ყოველთვის შეგიძლიათ დაინახოთ საკუთარი ცხვირი, უბრალოდ ცდილობთ არ შეამჩნიოთ.




ადამიანი ყოველთვის უყურებს საკუთარ ცხვირს, მაგრამ ტვინმა ისწავლა მისი იგნორირება.



image



ABC / tumblr



10. ამერიკული ჰიმნი - ძველი ბრიტანული სუფრული სიმღერის მელოდიის პლაგიატია.



ამ მელოდიას თავისი ავტორი ჰყავდა. ის არის ბრიტანელი ჯონ სმიტი - მუსიკის ისტორიკოსი, კომპოზიტორი, ორგანისტი და მომღერალი.




11. არის წიგნი, რომელშიც არცერთი ასობგერა ე არ არის.



ჟორჟ პერეკმა დაწერა წიგნი, ე ასოს გამოყენების გარეშე. ფრანგულ ენაზე მას ეწოდება «La Disparition» („გაუჩინარება“). წიგნში არ არის ასო ე. შემდეგში გილბერტ ადაირმა ის გადათარგმნა ინგლისურ ენაზე, ასევე ე ასოს გარეშე.




image

amazon.com






12. თითქმის არაფერი ვიცით ჩვენს ოკეანეებზე.



ოკეანე დედამიწის 70 %-ს ფარავს, ჩვენ კი მხოლოდ 5 % გვაქვს გამოკვლეული. მარსის ზედაპირი უფრო კარგად არის შესწავლილი, ვიდრე ოკეანის ფსკერი.





13. მზის სისტემის ყველა პლანეტას დედამიწას და მთვარეს შორის შეუძლია განთავსდეს.





image

PerplexingPotato / imgur



14. ჩვენ თავს გვერდიდან ვერ ვუყურებთ, ამიტომ არ ვიცით როგორ გამოიყურება ჩვენი სახე .


სარკე და ფოტო სრულ სანდო სურათს არ იძლევა.




15. თუ ოთახში არის 57 ადამიანი, მაშინ არის 99 % ალბათობა იმისა, რომ სულ მცირე, ორის დაბადების დღე ემთხვა.


დაუმატეთ კიდევ 13 ადამიანი, და ალბათობა 99, 99 %-ზე იზრდება.



16. თქვენს ჭიპში - საკუთარი ეკოსისტემაა.



შეისწავლეს რა 60 ჭიპი, მკვლევარებმა ნახეს ბაქტერიების 2368 სახეობა, მათ შორის 1458 მეცნიერებისთვის უცნობია.


image

Shutterstock



17. ინტერნეტის წონა ერთი მარწყვის წონას შეესაბამება.


ციფრული ინფორმაციის დიდი ნაწილი მოძრაობაში შედგება ელექტრონებისგან, როგორც ყველა დანარჩენი. მთელი მსოფლიო ინტერნეტი კი დაახლოებით 50 გრამს იწონის.




image

shutterstock




18. პლანქტონი დედამიწის ჟანგბადის 50 პროცენტს წარმოქმნის.


ფიტოპლანკტონი, ისევე როგორც ხე და მცენარე, ფოტოსინთეზს იყენებს სინათლის ენერგიად გარდაქმნისთვის.



19. იხვნისკარტა ძალიან სიმპათიურია, მგრამ შეუძლიათ ფეხები დაგისახიჩროთ.






მამრი იყენებს დეზებს შეჯვარების სეზონზე. ორთაბრძოლების დროს მასში გამომუშავდება შხამების რთული "კოქტეილი". იხვნისკარტას შხამს შეუძლია საშუალო ზომის ცხოველი მოკლას.



ადამიანისათვის ის სასიკვდილო არ არის, თუმცა იწვევს ძლიერ ტკივილს, ხოლო ნაჩხვლეტის ადგილი სივდება და თანდათან ეს შესიება მთელ კიდურზე ვრცელდება.




image


shutterstock



იხილეთ ასევე:


image

გამხმარი ყვავილები: ეს სახლში ერთ-ერთი მთავარი ცუდი ობიექტია. საქმე იმაშია, რომ ისინი ურყოფითი ენერგიის მატარებლები არიან. გამხმარი ყვავილები გვაიძულებენ ბევრი ვიფიქროთ წარსულზე და არ გვაძლევენ არსებულ ვითარებაში მოდუნების საშუალებას. რაც უფრო დიდხანსაა თქვენს გარშემო გამხმარი ყვავილები, მით მალე ივიწყებთ



image


ექიმები ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ! სხვაგვარად ვინღა იყიდის წამლებს აფთიაქში?? აი ეს საიდუმლო: 1. დიზენტერია გადის _ 5 სთ-ში 2. სალმონელოზი _ 5 სთ-ში 3. კუჭის წყლული _ ერთ კვირაში 4. კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ) _ერთ კვირაში 5. დისბაქტერიოზი _ ერთ კვირაში 6. მწვავე აპენდიციტი _ 5 სთ-ში თქვენ იკითხავთ _ ეს როგორ? ძალიან მარტივად. წა...


image

სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს ცრურწმენები დაკავშირებული ფიზიკურ სიმახინჯეებთან. ძველთაგანვე ითვლებოდა, რომ კოჭლი და კუზიანი ადამიანი უბედურების მომტანი იყო. ფეხის ტერფის დეფორმაციით და განსაკუთრებით მახინჯი თითებით დაბადებული ადამიანი, ეშმაკს ემსახურებოდა. ადამიანი თანდაყოლილი ლაქებით სხეულზე




image


პირველი ბრძენი ებრაელი ამბობდა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად აქვთ იმიტომ, მათ აქ აქვთ ( მიუთითებს შუბლზე ) ყველაფერი ცუდად. ეს იყო მოსე. მეორე ბრძენი ებრაელი ამბობდა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად აქვთ იმიტომ, რომ მათ აქ აქვთ ( მიუთითებს გულზე ) ყველაფერი ცუდად. ეს იყო იესო. მესამე ბრძენი ებრაელი ამბობდა, რომ ადამიანებს

0
1059
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1059
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0