x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კორონავირუსმა იმსხვერპლა "ადამიანი-ამფიბიას" მთავარი როლის შემსრულებელი
image80 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ვლადიმერ კორენევი, რომელიც ცნობილი გახდა იხტიანდრის როლით 1961 წლის ფილმში "ადამიანი-ამფიბია". ამის შესახებ "რია ნოვოსტის" მისმა ქალიშვილმა აცნობა.


"დიახ, ის გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე კორონავირუსიანი" წითელ ზონაში " იმყოფებოდა", - განუცხადა სააგენტოს მსახიობის ქალიშვილმა.

image

ვლადიმერ კორენევი დაიბადა 1940 წლის 20 ივნისს.იგი ცნობილი გახდა როლებით ფილმებში "შორეული ვარსკვლავის შუქი", "დონ კიხოტის შვილები", "მამულისშვილები", "განთავისუფლება", "გზა ჯოჯოხეთისკენ" და სხვა. მაგრამ უდიდესი წარმატება მსახიობს უპირველეს ყოვლისა მოუტანა ფილმმა "ადამიანი ამფიბია"(1961), იგი ამ როლზე დამტკიცეს მაშინ, როდესაც თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის ბოლო კურსზე იყო.


image

ფილმის წარმატება არნახული იყო, მარტო 1 წელიწადში 65 მილიონმა მაყურებელმა ნახა, რითაც საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერად იქცა."ადამიანი-ამფიბია" რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა, ამერიკელმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ "ადამიანი-ამფიბია" თავის საყვარელ ფილმად დაასახელა.

image

შეგახსენებთ, 31 დეკემებერს კორონავირუსმა იმსხვერპლა ლეგენდარული მსახიობი რობერტ ოსეინი, ჟოფრეი დე პეირაკის როლის შემსრულებელი "ანჟელიკას" კინოსერიებში.

0
467
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0