კინო გარდაიცვალა ლეგენდარული "ჟოფრეი" "ანჟელიკადან" 2021, 1 იანვარი, 12:51 ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ ოსეინი 31 დეკემბერს პარიზის კლინიკაში გარდაიცვალა. მისი მეუღლის თქმით, რობერტ ოსეინს კორონავირუსი დაუდგინდა. სამწუხაროდ ასაკოვანი მსახიობის ორგანიზმი ვერ მოერია ინფექციას. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულ "ჟოფრეის" 30 დეკემბერს 93 წელი შეუსრულდა. მსახიობმა გრძელი და ნაყოფიერი შემოქმედებითო ცხოვრება განვლო. მის უკან დგას ათობით გახმაურებული კინოროლი, მსოფლიო აღიარება და საზოგადოების უსაზღვრო სიყვარული. ამასთან, ვარსკვლავმა აღიარა, რომ იგი მადლიერი იყო ბედის არა პოპულარობის გამო, არამედ იმისთვის, რომ გააკეთა ის, რაც უყვარდა. რობერტ ოსეინმა პირველ რიგში პოპულარობა მოიპოვა "ანჟელიკაზე" გადაღებული ფილმებით:ანჟელიკა ანგელოზების მარკიზი(1964), განრისხებული ანჟელიკა(1964), ანჟელიკა და მეფე(1966), მოურჯულებელი ანჟელიკა (1967) და ანჟელიკა და სულთანი(1969)ასევე თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "აკრძალული მღვდლები"(1972) "პროფესიონალი"(1983) და სხვა.თუმცა რობერ ოსეინი შემოქმედება უფრო თეატრისკენ იყო მიმართული. ის 1970 წ. დან 1979 წლამდე რეიმსის ნაციონალურ თეატრს ხელმძღვანელობდა, შემდეგ პარიზის სპორტის სასახლეში დგამდა სპექტაკლებს, რომელიც ანშლაგებით მიდიოდა. 2002 წლიდან, ის პარიზის "მარინის თეატრის" უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მთლიანად მსახიობის ანგარიშზე 108 კინონამუშევარია, მათ შორის 17 ფილმისთვის სცენარი თვითონ დაწერა და თავადვე გადაიღო.დაწერილი აქვს ორი ავტობიოგრაფიული წიგნი –"ბრმა მესაათე" და "მომთაბარე ტომის გარეშე" 645 3-ს მოსწონს
|