შოუბიზნესი სავსებით არაა სასაცილო- ცნობილი კომიკოსები, რომლებიც სინამდვილეში დეპრესიით იტანჯებიან და მძიმე ცხოვრება აქვთ 2020, 30 დეკემბერი, 14:02
ჰიუ ლორი- ნერვული აშლილობა და დეპრესია ჰიუ ლორის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში აღენიშნებოდა, თუმცა მკურნალობა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც დაავადება ქრონიკულში გადაუვიდა და ახლობლებს აგრესიულად ეპყრობოდა. მსახიობის თქმით, დეპრესიასთან ბრძოლაში მას ყველაზე მეტად მუსიკა დაეხმარა. ჯიმ ქერი- ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომიკოსი ჰოლივუდში ასევე დეპრესიით იტანჯება. ბავშვობაში ის იტანჯებოდა ჰიპერაქტიურობისგან და ყურადღების დეფიციტის სინდრომისგან. განსაკუთრებით დეპრესიული გახდა მასინ, როდესაც შეყვარებულს, ჯენი მაკარტის დასორდა. ამბობენ იმასაც, რომ წლების განმავლობაში ცდილობდა თავის მოკვლას და დასახმარებლად ფსიქოლოგებს მიმართავდა. ბენი ჰილი- გასული საუკუნის მეორე ნახევარში ბენი ძალიან წარმატებული და მოთხოვდადი კომიკოსი იყო. ის დასცინოდა ცნობილ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, აჩვენებდა შოუზე სხვადასხვა ტრიუკებს. მას შემდეგ, რაც მისი შოუ დაიხურა, ჰილი დეპრესიაში ჩავარდა, ალკოჰოლს მიეძალა და გაუჩინარდა. კომიკოსი 1922 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით.
ოუენ უილსონი- საკმაოდ ცნობილი კომედიური ჟანრის მსახიობი. მისი ცხოვრება უკან წავიდა მსახიობ ქეით ჰადსონთან განშორების შემდეგ. უილსონმა თავის მოკვლაც კი სცადა, მაგრამ საბედნიეროდ საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს და გადაარჩინეს.
211 შეფასება არ არის
|