x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
სეზონური აფექტური აშლილობა

image

ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში სეზონური აფექტური აშლილობა განსაზღვრულია, როგორც "სეზონური ფორმით განმეორებადი დეპრესიული აშლილობა, რომელიც თავს იჩენს წელიწადის კონკრეტულ დროს (DSM-V)".

ისტორია
სეზონური აფექტური აშლილობა პირველად აღიწერა და დასაახელდა ნორმან როზენტალის და მისი კოლეგების მიერ ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში 1984 წელს. როზენტალსმა აღმოაჩინა, რომ მას ჰქონდა დეპრესია ჩრდილოეთ ამერიკაში, ზამთრის ბნელ და ცივ დღეებში, მას სურდა ეპოვა საკუთარი დეპრესიის გამომწვევი მიზეზი, რის შემდეგაც ჩამოაყალიბა თეორია, რომლის მიხედვითაც ზამთრის დეპრესიის მიზეზად დაასახელა ზამთარში არსებული ბუნებრივი სინათლის შემცირება. შემდეგ როზენტალმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა SAD– ის ფენომენის აღმოსაჩენად და როზენტალის თეორია დადასტურდა ემპირიული მონაცემებით. მიუხედავად იმისა, რომ როზენტალის იდეებს თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა სამეცნიერო საზოგადეოება, SAD– მა აღიარება მოიპოვა.

მიზეზები
სეზონური აფექტური აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზებია:
⦁ ბიოლოგიური საათის დარღვევა - მზის სინათლის შემცირება შემოდგომასა და ზამთარში იწვევს ზამთრის აფექტურ აშლილობას. მზის სინათლის შემცირება ან მატება შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდეს სხეულის შინაგან ბიოლოგიურ საათზე და იწვევდეს დეპრესიულ შეგრძნებებს.
⦁ სეროტონინის დონე - იგივე ბედნიერების ჰორმონი, ქიმიური ნივთიერებაა, რომლის გამომუშავებაც ნერვულ უჯრედებში ხდება და დიდ გავლენას ახდენს ხასიათსა და განწყობილებაზე). სეროტონინის გამომუშავებაზე საკვების გარდა დიდ გავლენას ახდენს მზის სინათლე. მზის სინათლეზე ტვინი გამოიმუშავებს სეროტონინს, რაც ადამიანს ეხმარება იყოს უფრო კონცენტრირებული და მშვიდი, მზის გარეშე სეროტონინის დონე მცირდება, რაც იწვევს სეზონურ დეპრესიას.
⦁ მელატონინის დონე- სიბნელეში ტვინი გამოიმუშავებს ჰორმონს, მელატონინს, რომელიც გვეხმარება ძილში. ღამით მისი რაოდენობა ორგანიზმში განსაკუთრებით მომატებულია(ზამთარში ძილიანობა) ; ხოლო დღისით — ნაკლები(ზაფხუში უძილობა). უძილობის დროს, „ბიოლოგიური საათის“ კორექტირებისთვის მას აბების სახით იღებენ.
⦁ როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული გენეტიკური საფუძველი სეზონური აფექტური აშლილობის განვითარებისთვის, რადგან აღმოჩენილია ზოგიერთი გენი, რომელიც მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული სეზონურ აშლილობასთან.

რისკ ფაქტორები
⦁ ქალებში ორჯერ-სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში..
⦁ SAD უფრო ხშირად გვხვდება მოზრდილებში, ვიდრე ხანდაზმულ ასაკში.
⦁ ოჯახის ისტორია. SAD– ით დაავადებულ ადამიანებს შეიძლება ჰყავდეთ სისხლით ნათესავები SAD– ით ან დეპრესიის სხვა ფორმით.
⦁ დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა- დეპრესიის სიმპტომები შეიძლება სეზონურად გაუარესდეს. ბიპოლარული აშლილობის მქონე ზოგიერთ ადამიანში გაზაფხულმა და ზაფხულმა შეიძლება გამოიწვიოს მანიაკალური სიმპტომების ინტენსიური ფორმა: მაგ: აწეული გუნებ-განწყობა
⦁ გეოგრაფიული მდებარეობა - ეკვატორიდან შორს ცხოვრება.მაგ: რაც უფრო შორს ცხოვრობენ ადამიანები ეკვატორიდან, მით მეტია შანსი, რომ ზამთრის სეზონური აშლილობის "მსხვერპლნი" გახდნენ.

გართულებები
SAD შეიძლება გაუარესდეს და გამოიწვიოს პრობლემები, თუ პიროვნებას ჯერ კიდევ არ აქვს აღმოჩენილი, რომ სეზონური აფექტური აშლილობა ახასიათებს.
⦁ სოციალური იზოლირება
⦁ სკოლის ან სამსახურის პრობლემები
⦁ ნივთიერებების ბოროტად გამოყენება
⦁ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა დარღვევები, მაგ: შფოთვა ან კვების დარღვევები
⦁ სუიციდური აზრები ან ქცევა

როდის მივმართოთ ექიმს?
ზოგიერთ დღეებში განწყობის დაქვეითება ნორმალურია. თუ განწყობის ცვლილება ხანგრძლივია და დაკარგეთ თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებში ჩართვის ინტერესი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ იცვლება ძილის რეჟიმი, მადა, აღინიშნება სუიციდური ფიქრები ან ადგილი აქვს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან სოფრომაძე
რუსუდან სოფრომაძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0