x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
აბდუქცია, როგორც მსჯელობის ფსიქიკური პროცესი

აბდუქცია

პირსის მიხედვით (2002), შეიძლება ითქვას, რომ აბდუქცია არის ერთადერთი გზა, რომ მიაგნო ახალ იდეას. აუხსნელი მოვლენისგან გამოწვეულ გაოცებაზე დაფუძნებით (ინდუქციისთვის ჩვეული თვისება), აბდუქცია წარმოადგენს მიდგომას, სადაც ეჭვის ყველანაირი ფორმა - თეორიების კითხვის ქვეშ დაყენება, ახსნისა და ვალიდური არგუმენტების ძიება - არის ძიების ცენტრში. აბდუქციის ახსნა წმინდა ლოგიკური დასკვნის ტერმინებში არის შეცდომა: შესაბამისად, იგი ორი ან მეტი ეპისტემოლოგიური მსჯელობით შეიძლება ავხსნათ (Moscoso, 2019):

ახსნა 1: დასკვნითი პროცესი, რომლის მეშვეობითაც მისაღები ჰიპოთეზები იქმნება - ჩვენ მას შეგვიძლია ვუწოდოთ კრეატიული აბდუქცია.

ახსნა 2: დასკვნითი პროცესი, რომლის მეშვეობითაც საუკეთესო ახსნა არის მიღებული და ჰიპოთეზებია შეფასებული - ჩვენ მას შეგვიძლია ვუწოდოთ შეფასებითი აბდუქცია.

ცოდნის მოპოვების მეთოდის მოძებნის გამოწვევის საპასუხოდ, პირსმა შექმნა აბდუქცია. აბდუქცია ცენტრალურ პოზიციას იკავებს პირსის სისტემაში, ვინაიდან იგი არის ცნება, რომელიც ატარებს ლოგიკურ-ეპისტემოლოგიურ შეკითხვას, ორმაგ ონტოსემანტიკურ განზომილებასთან ერთად. მისი ეპისტემოლოგიური დონე ეხება სწორედ დამოკიდებულებას მეცნიერების, ცოდნისა და მკვლევრის როლის მიმართ. ლოგიკური დონე ეხება ფორმალური არგუმენტირებული მსჯელობის სტრუქტურას, რომელიც გამოიყენება ცოდნის გენერაციისთვის (დასკვნებისთვის); სემანტიკური დონე აჩვენებს ენის მნიშვნელობასა და როლს ცოდნის შექმნაში; ხოლო ონტოლოგიური დონე ფოკუსირდება იმაზე, თუ რა ქმნის დასაშვებ, შესაძლებელ ცოდნას (Soto, 2005).

აბდუქცია, როგორც დასკვნა (პირსის მოდელი)

პირსი თავიდან აბდუქციას განიხილავდა ლოგიკური დასკვნის ტერმინებით. სამივე მსჯელობის ტიპი - დედუქცია, ინდუქცია და „ჰიპოთეზა“ (ვიდრე მას აბდუქციას უწოდებდა) - არის დამოუკიდებელი პროცედურა, დებულების ჭეშმარიტების ძიებაში. განვიხილოთ შემდეგი აბდუქციური სილოგიზმები:

წესი A: ყუთ X-ში ყველა ბურთი არის თეთრი

შედეგი C: ეს ბურთები არის თეთრი

შემთხვევა B: ეს ბურთები X ყუთიდან არის

აბდუქცია შეგვიძლია გავიგოთ, როგორც B შემთხვევაზე მსჯელობა A წესიდან და C შედეგით. მას აქვს დაბალი დონის ჭეშმარიტება, ან როგორც მას პირსი უწოდებს, „შემთხვევა“ შიძლება ჭეშმარიტი იყოს, თუ ეს რწმენა მიღებულია წანამძღვრებში წინასწარ დადგენილი ცოდნით მსჯელობის საფუძველზე - სხვა სიტყვებით, წესი და შედეგი. მაშასადამე, სამი ტიპის მსჯელობა შეგვიძლია განვასხვავოთ, როგორც ახსნითი, იმის გარკვევა, თუ რას მოიცავს წანამძღვრები და ექსპანსიური მსჯელობა, ანუ მსჯელობა რომელიც გვიზრდის ცოდნას.

აბდუქციის პროცესი იწყება გასაოცარი ფაქტით, იგი შეიძლება აიხსნას ჰიპოთეზით, რომლის ძალაც ემპირიულ დატაზეა დამოკიდებული. ფაქტი არის გასაოცარი, თუ ის ახალი ან აბნორმალურია ჩვენს რწმენებთან მიმართებაში. პირსისთვის, რწმენებში ეჭვის შეტანა არის ძრავა, რომელიც ამოძრავებს ძიებისა და ახალი რწმენის მოპოვების პროცესს. შესაბამისად, აბდუქციის როლი არის იმ ჰიპოთეზის შემოთავაზება, რომელიც აკმაყოფილებს გასაოცარი ფაქტისგან გამოწვეულ ეჭვს, ანუ ის უნდა ხელს უწყობდეს რწმენის მდგომარეობაში დაბრუნებას. ინტელექტუალურ გავარჯიშებას, რომელსაც აბდუქცია მოითხოვს, აქვს ორმაგი ბუნება, ე.წ „რაციონალური ინსტინქტის“ ოპერაცია: ერთის მხრივ, აბდუქცია არის ინსტინქტური და კარგად უთანხმდება კრეატიულობას, რამდენიმე შესაძლებელი ჰიპოთეზის არჩევას; მეორე მხრივ, იგი არგუმენტირებული მსჯელობის კრიტერიუმის საგანია. სანაცვლოდ, აბდუქციური ჰიპოთეზა უნდა თანხმობაში მოდიოდეს ორ კომპლიმენტურ მოთხოვნილებასთან: იგი უნდა დამტკიცებული იყოს ემპირიულად და იგი უნდა იყოს ეკონომიური - ანუ უზრუნველყობდეს უმოკლეს შესაძლო გზას (Moscoso, 2019).

შეიძლება ითქვას, რომ აბდუქციური მსჯელობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია მეცნიერულ მოღვაწეობაში, მაგრამ ირონიულია, რომ თვითონ მეცნიერებისთვის იგი საკმაოდ მისტიური და შეუცნობადი ფენომენია, რომელზეც არ არსებობს მრავალფეროვანი და ამომწურავი კვლევები. მიუხედავად ამისა, იგი არ კარგავს მეცნიერების მხრიდან ინტერეს და მრავალი წლის განმავლობაში იქნება აქტუალური ფენომენი.

გამოყენებული ლიტერატურა:

Moscoso, J.N. (2019). ABDUCTIVE REASONING: A CONTRIBUTION TO KNOWLEDGE CREATION IN EDUCATION. Cadernos De Pesquisa, 49, 308-329.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ფრიდონ თეთრაძე
ფრიდონ თეთრაძე
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0