x
image
ირინა მ.
იცოდით, რატომ კიდებენ საშობაო გვირგვინებს კარებზე?
image

სულ რაღაც 20 წლის წინ, საშობაო გვირგვინებს ჩვენ მხოლოდ ამერიკულ საახალწლო ფილმებში ვნახულობდით. ისინი ყველგან იყო-დაწყებული კარებიდან და ღობეებიდან დამთავრებული ფანჯრებით და განათების ბოძებით. დროთა განმავლობაში დეკორის ეს საახალწლო ელემენტი ჩვენც შეგვიყვარდა და თითქმის უკვე ტრადიციად გვექცა. თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ გადაიქცა იგი მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საშობაო მორთულობად.

საშობაო გვირგვინის ისტორია

ზამთარში მარადმწვანე მცენარეებით სახლის მორთვის ტრადიცია 5 ასეული წლის წინ ჩაისახა. მე-16 საუკუნეში ევროპელებმა დაიწყეს სახლებში ნაძვების დადგმა, რომელსაც წინასწარ კრეჭდნენ და სამკუთხედის ფორმას აძლევდნენ, რაც სამების სიმბოლოა.

კათოლიკური ლეგენდის მიხედვით, ინგლისელი ბერი, წმინდა ბონიფაცი, ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში მამა-ღმერთის, ძე-ღმერთის და სულიწმინდის კონცეფციის ასახსნელად იყენებდა სამი ნაძვის წვეროს, დანარჩენი ტოტები კი, რომ არ გადაეყარათ, მისგან გვირგვინების გაკეთება დაიწყეს.

imageწმინდა ბონიფაცი

თუმცა საშობაო გვირგვინი უცბათ არ გამხდარა შობის სიმბოლო. თავიდან ის ძალაუფლებისა და გამარჯვების აღსანიშნავად გამოიყენებოდა რომსა და ძველ საბერძნეთში. ძველბერძნული მითის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ნიმფა დაფნამ უარყო ღმერთი აპოლონი და გაიქცა, გადაიქცა რა დაფნის ხედ, აპოლონმა თქვა: რამდენადაც შენ არ შეგიძლია გახდე ჩემი ცოლი, მაშინ გახდები ჩემი ხე. ო, დაფნა, შენ ყოველთვის იქნები ჩემს თმებში და ჩემს ლირაზე".

imageნიმფა დაფნა და აპოლონი

ამ სიტყვებმა შთააგონა სკულპტორები ლეგენდარული ღმერთების სტატუეტების შექმნაზე, რომლებიც გვირგვინებით არიან დამშვენებული. გვირგვინებით იმკობდნენ თავს სასულიერო პირები მსხვერპლთშეწირვის დროს, გამარჯვებული მეომრები და პატარძლები ქორწილში.

ბერძნები დაფნის გვირგვინებით პოეტებს, სპორტსმენებს და ორატორებს აჯილდოვებდნენ, სპარსეთში იგი ძალაუფლების სიმბოლო იყო, ძველი რომაელებისთვის კი სამეფო გვირგვინი.

image

image

საშობაო გვირგვინმა ახალი შინაარსი შესძინა ძველ ლეგენდებს

თავიდან მას საახალწლო ნაძვის ხის დეკორად იყენებდნენ. გვირგვინის წრის ფორმა საშუალებას იძლეოდა დაეკიდათ იგი დამატებითი აქსესუარების გარეშე. მასში ასევე განსაკუთრებული შინაარსი იდო: წრე-ღვთიური სრულფასოვნების და მარადისობის სიმბოლო იყო, რადგან მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. იგი ღმერთის უსასრულო სიყვარულს, მარადიულ ცხოვრებას და ახალი ბედნიერებას ნიშნავდა. წრე ასევე წელიწადის სიმბოლოა-გაზაფხულიდან ზამთრამდე და ისევ გაზაფხულამდე.

მნიშვნელოვანი იყო საშობაო გვირგვინის მასალაც: მარადმწვანე ხეები აღტაცებას იწვევდნენ, რადგან მათ არ ეშინიათ ყინვის და გმირულად უძლებენ ცივ ზამთარს. თავიდან ნაძვები პოპულარული იყო ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, ადამიანები მას სახლებში დგავდნენ, როგორც ძლიერებისა და იმედის სიმბოლოს.

რისი სიმბოლოა საშობაო გვირგვინი

მარადმწვანე მცენარე და მრგვალი ფორმა საშობაო გვირგვინს მარადიული სიცოცხლის მნიშვნელობას ანიჭებს. ქრისტიანებს აქვთ ტრადივია: მაგიდის შუაგულში დადონ ნაძვის გვირგვინი და შუაში დაანთონ სანთლები, რომელიც იმ სინათლის სიმბოლოა, ქრისტემ რომ მოგვიტანა. ამ ტრადიციის ავტორი გერმანული ლუთერანული ეკლესიის პასტორი, იოჰან ჰინრიხ ვიკერნია.

image

სადღესასწაულო აქსესუარს სიმბოლურ მნიშვნელობას ბალახებიც ანიჭებენ. მაგალითად: ღვია იმედს და მარადიულ ცხოვრებას, ლავანდა და შალფეი ძლიერ ჯანმრთელობას, კუნელი სიხარულს და დაცვას, ფიჭვის გირჩები დიდხანს სიცოცხლეს, კედარი სიძლიერეს, მუხა უკვდავებას ნიშნავს.

image

რატომ კიდებენ საშობაო გვირგვინს კარებზე

ძველი ბერძნები მას ერთგულების ნიშნად საყვარელი ადამიანის კარებზე კიდებდნენ. ევროპაში მოსავლის გვირგვინები ითვლებოდა მკაცრი ზამთრისთვის მომზადების წმინდა სიმბოლოდ. რელიგიური თვალსაზრისით საშობაო გვირგვინები სახლის შესასვლელთან, საცხოვრებელს ცუდი თვალისგან იცავს, კეთილდღეობას, ბედნიერებას და სიმდიდრეს იზიდავს.

image

იგი ასევე სტუმართმოყვარეობის სიმბოლოც არის: სტუმრებისთვის ეს ნიშანია, რომ მას აქ ელიან. გვირგვინს, როგორც წარმატების სიმბოლოს, კიდებენ კარების გარე და შიდა მხარეს, აგრეთვე ფანჯრებზე, კედლებზე და ჭიშკარზე.


image



იხილეთ ასევე:



1. ლაიფჰაკები საახალწლო სუფრისთვის, გავაოცოთ სტუმრები


2. მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს


3. როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე


4. ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება


5. საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?


6. ამ ქალბატონებს ნამდვილად დაავიწყდათ, რა არის სიბერე


7. შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს


8. იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს?


9. ქუთაისში ამ ქუდებს დღემდე "კოკუცას ქუდი" ეწოდება. რას ნიშნავს კოკუცა?


10. ყავის მომზადების ყველაზე უცნაური რეცეპტები




0
113
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0