სხვა შოკირებულმა მაყურებელმა ტელეწამყვანის უკან გირლიანდებით მორთული შიშველი მამაკაცი შეამჩნია 2020, 25 დეკემბერი, 20:00
კურიოზული სიტუაცია მოხდა პირდაპირ ეთერში, როდესაც 74 წლის ბრიტანელი მსახიობი და ტელეწამყვანი ჯოანა ლამლი სახლიდან ჩაერთო დილის შოუ Good Morning Britain-ში
შობისა და ახალი წლის დღესასწაულისთვის მზადების პერიოდში მსახიობი მისაღები ოთახიდან ჩაერთო, თუმცა აუდიტორიის ყურადღება მიიქცია არა ნაძვის ხემ და თავად რესპონდენტის საუბარმა, არამედ იქვე მარცხნივ ჩამომჯდარმა შიშველმა მამაკაცმა, რომელიც გირლიანდებით იყო მორთული. "რატომაა ჯოანას უკან ვიღაცა შიშველი გირლიანდებში? " "Შობას გილოცავთ! ვინაა ეს ადამიანი უკან, რომ დგას?" "ის ნამდვილად მაშფოთებს" "ეს მართლაც ცოტა შემაშფოთებელია"-ასეთი კომენტარები დაწერეს მაყურებლებმა, უცნაური უცნობი ადამიანი შენიშნეს შოუს წამყვანებმა ალექს ბერესფორდმა და შარლოტა ჰოკინსმა, რომლებიც ჯოანას ესაუბრებოდნენ. ალექსიც გაოცებული იყო, თავი ვეღარ შეიკავა და ჯოანა ლამლის ჰკითხა, თუ ვინ სტუმრობდა ქალბატონს ამ უცნაური ფორმით. გაოცებული ქალი თავიდან ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, შემდეგ კი სიცილი აუტყდა, მის უკან მდგომი შიშველი მამაკაცი, რომელიც ყველას აშინებდა გირილიანდებით მორთული სტატუა აღმოჩნდა. 81 3-ს მოსწონს
|