მხატვრობა ეს შემსრულებელი ქმნის ულამაზეს კომიქსებს, რომლებიც ალბათ ყველა მნახველს აატირებს 2020, 24 დეკემბერი, 18:42 ეს არტისტი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა სიყვარული, ურთიერთობები, ბულინგი და ცხოვრებისეული მწვავე რეალობა. ტუმის კომიქსები ფერადია და პერსონაჟები შეიძლება თავდაპირველად ძალიან მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ამბები, რომლებიც მან თავისი ხელოვნებით მოგვითხრო, საბოლოო ჯამში ალბათ ყველა ჩვენგანს სევდას მოგვრის.
1."Ჭიტა"
კომიქსი სახელწოდებით "ჭიტა" მოგვითხრობს ამბავს ახალდაქორწინებულებზე. ეს ამბავი არის იმის შესახებ, რომ ერთმანეთს ვერ ვიღებთ ისეთებად, როგორებიც ვართ და ველით, რომ ხალხი სრულყოფილი იქნება. მოდით, გავითვალისწინოთ, არავინ არ არის იდეალური. ამ წყვილმა მიიღო ერთმანეთი და ისწავლეს იმ შინაგანი მონსტრების სიყვარული რაც ორივეს ჰქონდა. 2. "ჩვენი მოგზაურობა" "ჩვენი მოგზაურობა" მოგზაურებს ეხება. ერთი შეხედვით, იმ ადგილებში წასვლას, რომელთა ნახვა ყოველთვის ორივეს სურდათ. მაგრამ, შესაძლოა, ამ ამბავში უფრო ღრმა მინიშნებაც იდოს. შესაძლოა, ეს სიმბოლოა ურთიერთობებისა და იმის შესახებ, თუ როგორ მოგზაურობთ თქვენი ცხოვრების გზაზე ერთ ადამიანთან ერთად, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, გაიყავით და გააგრძელეთ სვლა სხვა მიმართულებით. სევდის მიზეზი არ არსებობს - თქვენ ხომ ისევ ხედავთ იმავე მზის ჩასვლას? 3."უსასრულოდ" ერთი შეხედვით სრულიად მარტივი, ცვილის ფიგურების გადამუშავების პროცესი, შესაძლოა ღრმად მეტაფორულადაც კი აღვიქვათ, თუ ამ ცვილის ფიგურებს ადამიანებს შევადარებთ ისინი იდენტურნი იქნებიან. ისევე როგორც ცვილის ფიგურები, ადამიანებიც გარბიან სადღაც, ჩხუბობენ და ცეცხლს უკიდებენ ერთმანეთს, უყვარდებათ, ეხმარებიან... 4. "Სიფრთხილით" ეს მარტივი კომიქსი კარგად ასახავს ადამიანების ბნელ ბუნებას, ჩვენ ყოველთვის ვამსხვრევთ იმ საყვარელ ხალხს რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 5."მამაცი გული" 46 1-ს მოსწონს
|