x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
6 ვარსკვლავი, რომელიც ცელულიტს ყველაზე უკეთ მალავს

image


პოპულარული ჟურნალების ყდებზე საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ვარსკვლავების ფოტოებზე თქვენ ვერცერთ ნაკლს ვერ იპოვით, ნუთუ გგონიათ რომ ისინი სინამდვილეში ასეთი იდეალურები არიან? რა თქმა უნდა არა, პოპულარული გამოცემების გვერდებზე როგორც წესი, სელებრითების არცერთი ფოტო ფილტრებისა და ფოტოშოპის გარეშე არ ხვდება, თუმცა აი, პაპარაცების ფოტოები კი ყველაფერს ისე აჩვენებს როგორც სინამდვილეშია: ცელულიტი, ზედმეტი კილოგრამები და კანის სხვა ნაკლოვანებები განურჩევლად, თითქმის ყველა ვარსკვლავის მარადიული პრობლემაა. წარმოგიდგენთ 6 ცნობილ სელებრითს, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის გარეშე თვალისგან საკუთარი ნაკლოვანებების ეფექტურად დამალვის გზები.



1. რიზ უიზერსპუნი, 44 წლის - მსახიობი ზედმეტ კილოგრამებს დიდად არ განიცდის, ის სპორტით აქტიურად არის დაკავებული და ძირითადად, ჯანსაღი პროდუქტებით იკვებება. ცელულიტი კი მის სხეულს კიდევ უფრო ბუნებრივ იერს ანიჭებს.


image


2. უმა თურმანი, 50 წლის - საკუთარი კოლეგის მსგავსად, არც უმა განიცდის ზედმეტ კილოგრამებს. მსახიობი სიგამხდრესა და სიმსუქნეს შორის ბალანსს ყოველთვის პოულობს.


image


3. ჯენიფერ ლოპესი, 51 წლის - მომხიბლავი ჯეი ლოს მადისაღმძვრელ ფორმებზე ტყუპების დაბადებამაც კი ვერ იმოქმედა, მომღერალი ყოველთვის ცდილობს ფორმაში ყოფნას, რასაც სწორი კვებითა და რეგულარული ვარჯიშით ახერხებს, თუმცა აი, ცელულიტს კი მანაც ვერაფერი მოუხერხა, ამიტომაც მის სხეულზე ხშირად ნახავთ სპეციალურ, მაკორექტირებელ თეთრეულს.


image


4. ლედი გაგა, 34 წლის - მომღერალი მთელი ცხოვრება ჭარბ წონას ებრძვის, თუმცა საბოლოოდ, ამ ექსცენტრულმა პოპ-ვარსკვლავმაც შეძლო და საკუთარი სხეული ისეთი მიიღო როგორიც არის.


image


5. რიანა, 32 წლის - წარმატებულმა ბარბადოსელმა მომღერალმა ბოლო პერიოდში წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა სელებრითმა თავი ხელში აიყვანა და კვლავ ჩვეულ წონას დაუბრუნდა.


image


6. ემბერ როუზი, 37 წლის - გოგონა თავის ფუმფულა ფორმებს არ მალავს, პირიქით, ის ქალბატონებს აქტიურად მოუწოდებს რომ საკუთარი ნაკლოვანებების არ შერცხვეთ. ცნობილი მოდელი ცელულიტისა და ორიოდე ზედმეტი კილოგრამის მიუხედავად, როგორც სანაპიროზე ასევე წითელ ხალიჩაზეც საზოგადოების წინაშე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე პოზირებს.


image





0
1051
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1051