x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს ავანტიურისტი პოლიტიკოსი არ არის ღირსი რომ ჰააგის სასამართლოში მილოშევიჩის ადგილას დასვან?"-ირაკლი კაკაბაძე

imageგუშინ მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ აჭარის ტელევიზიაში გადაცემაში- "თავისუფალი სივრცე" 29 წლის წინ მომხდარ თბილისის ომთან დაკავშირებით ისაუბრა და 1992 წლის იანვარში პოლონურ გაზეთთან მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს საფუძველზე ექს-პრეზიდენტი გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში დაადანაშაულა:


"გუშინდელი ინტერვიუ აჭარის ტელევიზიაში, სადაც მთლიანად ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. სააკაშვილის 1992 წლის იანვარში პოლონურ გაზეთთან ინტერვიუში თვითონვე ამტკიცებს რომ ის ხუნტის წარმომადგენელია უკრაინაში და რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წამოწყებულია.
ამ ტყუილისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ეს ავანტიურისტი პოლიტიკოსი არ არის ღირსი რომ ჰააგის სასამართლოში მილოშევიჩის ადგილას დასვან?–წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კაკაბაძე
ესეც თარგმანის ნაწყვეტი პოლონურ გაზეთ WPROST-იდან:

გამსახურდიამ ამერიკელ ხალხს „სამარცხვინო პრეზიდენტი“ („უღირსი პრეზიდენტი“,
„NIEGODZIWEGO PREZYDENTA“) ჯორჯ ბუშის გადაყენებისკენ მოუწოდა. კავკასიელი ჰუსეინი
„საქართველო დიქტატორების სამშობლოა (ინკუბატორია). ჯერ იყო სტალინი და ბერია, ახლა გამსახურდია გამოჩნდა“, - ბოროტად ეხმაურებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების ჟურნალისტები თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამოქალაქო ომი საქართველოში მოსკოველი კონსერვატორებისთვის ნამდვილი „წისქვილზე წყლის დასხმა“ იყო, მტკიცებულება იმისა, რომ იმპერიის ნანგრევებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკა ვერ მიაღწევს დემოკრატიამდე და შესაბამისად, სახელმწიფოებრიობამდე.
გამსახურდიის შემთხვევამ (კაზუსმა) აჩვენა, თუ რამდენად რთულია გზა სუვერენიტეტიდან დემოკრატიამდე. 52 წლის ზვიად გამსახურდიამ, ცოტა ხნის წინ ტრიუმფატორმა და საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეულმა პირველმა პრეზიდენტმა, რამდენიმე თვის განმავლობაში მოახერხა წინააღმდეგ განეწყო საზოგადოების დიდი ნაწილი, კერძოდ ის ხალხი, რომლებმაც მას ყველაზე მაღალი ფუნქცია მიანიჭეს სახელმწიფოში გასული წლის მაისში, 90%-იანი მხარდაჭერით. სიტუაციის პარადოქსი ისაა, რომ ლეგენდარულმა დისიდენტმა, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჰელსინკის კომიტეტის დამფუძნებელმა და მრავალი ადამიანის თვალში, „ერის მხსნელმა“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავის წინამორბედთა მეთოდებით იხელმძღვანელა, სუვერენული მმართველობა დევნიდან დაიწყო.
სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც იგი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა პრეზიდენტობასთან დაკავშირებულ აღფრთოვანებად გადაიქცა და მისი მთავრობის კრიტიკა კრემლის აგენტების საქმიანობად აქცია.
თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ნაკლებობამ, საგარეო პოლიტიკაში შეცდომებმა, განსაკუთრებით მოსკოვის გადატრიალების და ქვეყანაში ტერორის მატების ფონზე, გამსახურდიას მხარდამჭერთა რიცხვის შემცირება გამოიწვია. იგი მიატოვეს მისმა ყოფილმა კოლეგებმა (მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ) და ოპოზიციის პერიოდიდან მოყოლებულმა მეგობრებმა. იმის გათვალისწინებით, რომ ფილოლოგი გახლდათ, გამსახურდიას პოლიტიკურ ლექსიკონში გაჩნდა შეუფერებელი ეპითეტები: „მაფია“,
„კრემლის აგენტები“, „ბნელი ძალები“, „ბანდა“, „გიჟების კლუბი“ და ა.შ.
ანეკდოტად იქცა უკვე, თბილისში გამართული ბოლო პრესკონფერენცია, რომლის დროსაც ამერიკელ კორესპონდენტს გამსახურდიასთვის შეკითხვის დასმა სურდა აშშ-ს კონგრესთან ურთიერთობის შესახებ. როგორც კი პრეზიდენტს მოესმა სიტყვა „კონგრესი“ ქართულ ოპოზიციურ მოძრაობად - „ეროვნულ კონგრესად“ აღიქვა, შეაწყვეტინა ჟურნალისტს და მთელ დარბაზში წამოიყვირა: “არ არსებობს კონგრესი! ეს მხოლოდ ფსევდო-ყრილობაა, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ძალაუფლებისგან ჩემი ჩამოშორება სურს“.
image
0
233
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0