x
image
მანანა თურმანიძე
ვინ იყო წმინდა კორონა
image


წმინდანები ვიქტორი და კორონა ორი ქრისტიანი მოწამეა, რომლებიც მოწამეობრივად აღესრულნენ. მათი დღესასწაული 14 მაისს აღინიშნება.


ორი ქრისტიანი მოწამის, წმ. ვიქტორისა და წმ. კორონას შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. უმეტესი წყაროების მიხედვით, ისინი აწამეს რომის იმპერიის დროინდელ სირიაში, მარკუს ავრელიუსის დროს, ახ. წ. 170 წელს და მათი სიკვდილის შესახებ ბრძანება გასცა რომაელმა მოსამართლემ, სახელად სებასტიანმა.

image


როგორც კათოლიკური ონლაინ გამოცემები catholic.org და catholicpilgrimageph.com იუწყებიან, ვიქტორი რომაელი ჯარისკაცი იყო. მას შემდეგ, რაც შეიტყვეს მისი ქრისტიანობის შესახებ, სხვა ჯარისკაცებმა ვიქტორი სებასტიანს წარუდგინეს განსასჯელად. სებასტიანი სასტიკი ადამიანი იყო და გამოირჩეოდა მისი სიმკაცრით ქრისტიანების მიმართ.


სებასტიანს სურდა ვიქტორი სამაგალითოდ დაესაჯა. მან ბრძანა ის სვეტისთვის მიებათ და გაემათრახებინათ, ვიდრე სხეულიდან ტყავი არ გასძვრებოდა. გამამათრახების შემდეგ სებასტიანმა ბრძანა ვიქტორისთვის თვალები დაეთხარათ.


საშინელი ტკივილის მიუხედავად, ჯარისკაცმა გაუძლო ყველანაირ ტკივილს და წამებას, მან არ უარყო უფალი.


ვიქტორის სასტიკი მოპყრობის შესახებ ამბებმა ახალგაზრდა გოგონას ყურამდე მიაღწია. ითვლება, რომ გოგონა, სახელად კორონა, ერთ-ერთი ჯარისკაცის ცოლი იყო და თავადაც ქრისტიანი, თუმცა იგი თავის რწმენას ფარულად ინახავდა.


ვიქტორის წამების შესახებ ამბავმა კორონა შეძრა და გადაწყვიტა, რომ მომაკვდავ მოწამეს ნუგეში სჭირდეოდა და უნდა დახმარებოდა. ვიქტორის მხარდასაჭერად მან საჯაროდ გამოაცხადა საკუთარი ქრისტიანობა, მის გვერდით დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო, რითაც აცნობა, რომ ის მარტო არ იყო. ამბობენ, რომ გოგონას სინამდვილეში სტეფანია ერქვა. მას ხილვა ჰქონდა, სადაც ვიქტორის და საკუთარი კორონაცია იხილა. სავარაუდოდ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც - წმ. კორონა.

image

დიდი დრო არ გასულა, ვიდრე გოგონას სებასტიანთან წარადგენდნენ, საკუთარი სასჯელის მისაღებად.


სებასტიანი ვერ იჯერებდა კორონას ქმედებებს. განრისხებულმა დაუყოვნებლივ ბრძანა მისი დაპატიმრება და წამება. იგი მიაბეს ორი პალმის ხის კენწეროზე და მიწაზე მიამაგრეს. სებასტიანის ბრძანებით, ხეებზე ჩამოკიდებული თოკები გადაჭრეს. როდესაც ხეები ერთმანეთს დაშორდნენ და ვერტიკალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, კორონას სხეული შუაზე გაიყო. კორონა მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს რწმენისთვის და ვიქტორის მხარდაჭერისთვის. საბოლოოდ სებასტიანმა ბრძანა ვიქტორისთვის თავი მოეკვეთათ.


image


წმ. ვიქტორისა და წმ. კორონას შესახებ არსებული მითები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ზოგიერთი თვლის, რომ ორი მოწამე სინამდვილეში ცოლ-ქმარი იყო.


მათი ნეშთები, რომლებიც, სავარაუდოდ, წმინდანებს ეკუთვნოდა, მე -9 საუკუნიდან იტალიის ქალაქ ანზუს ბაზილიკაშია დასვენებული.


წმ. კორონა საგანძურის მოყვარულთა მფარველად ითვლება, მას თაყვანს სცემენ სიმდიდრის მაძიებლები, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ამის დასადასტურებლად, ხოლო 2020 წლიდან, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მას ეპიდემიის და პანდემიისგან მფარველ წმინდანად მიიჩნევენ.


რელიგიის ზოგიერთი მკვლევარი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. უფრო მეტიც, „გაუგებარია, რატომ მიიჩნევენ პანდემიისგან დამცველ წმინდანად წმ. კორონას, რომლის ნეშთიც ჩრდილოეთ იტალიაშია დაბრძანებული, იქ, სადაც პანდემიის პიკი მძვინვარებს“ - წერდა 2020 წლის გაზაფხულზე მის კანდიდა მოსი, ბირმინგემის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი, დიდი ბრიტანეთიდან. გამოცემა რელიგიურ სიახლეებში (Religious News) გამოქვეყნებულ სტატიაში ის აღინიშნავს, რომ ეპიდემიების და პანდემიებისგან მფარველ წმინდანებად კათოლიკური ეკლესია აღიარებს წმ. ედმუნდს და წმ. როკს. მისი თქმით, სენტ ედმუნდი და სენტ როხი პანდემიებთან ასოცირდებოდნენ მათი გარდაცვალებიდან დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ხალხს სჯეროდა, რომ მათ ადამიანები ჭირისგან იხსნეს. ახლა კი ახალი წმინდანის გამოცხადება პანდემიისგან მფარველად, ნაადრევია.


წმიდა ედმუნდი მე -9 საუკუნის ინგლისის მეფე იყო და არცერთ დაავადებასთან მისი უშუალო კავშირის შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა, ზოგადად ის ინგლისელი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მფარველია, მითუმეტეს განსაცდელის ჟამს.


რაც შეეხება წმ. როკს, რომელიც XIV საუკუნეში ე.წ. შავი სიკვდილის, ანუ შავი ჭირის დროს ცხოვრობდა, ამბობენ, რომ მან ლოცვებით განკურნა პანდემიის არაერთი მსხვერპლი იტალიაში.



1
60
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
60
  
2020, 24 დეკემბერი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1