x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეს სასტუმროს ნომერია! არ გაგიკვირდეთ, სანამ შიგნიდან არ ნახავთ

image


ისურვებდით შვებულების წყალზე გატარებას? დიახ, სწორედაც წყალზე! ამ მდიდრულ, ლუქსის ტიპის სასტუმროში ყველაფერია შესაძლებელი. ეს გახლავთ უნიკალური სასტუმრო, რომელსაც სერბი დიზაინერის სტუდია "Salt & Water" -ი ორიგინალურად დასვენების ყველა მსურველს სთავაზობს. სასტუმრო კომფორტული დასვენებისა და განსაკუთრებული ფუფუნების მოყვარულთათვის არის განკუთვნილი. ეს დამოუკიდებელად მცურავი კოტეჯი ულამაზესს ტბაზე მდებარეობს, რომელიც მთებით არის გარშემორტყმული.


image


მოდულურ კაბინებს შესაძლებლობა გააჩნიათ როგორც ღუზაზე დარჩნენ, ასევე ტბაზე თავისუფლად იცურონ. გადაადგილების ასეთი შესაძლებლობა ერთი შეხედვით, კატამარანს მოგაგონებთ, რომლის ფუფუნებაც სასტუმროს ინდუსტრიას აქამდე არასდროს ჰქონია.


imageimage


მისი განსაკუთრებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თუ ზოგიერთ მოდულურ სასტუმროში უჩვეულო კომფორტითა და ფუფუნებით მხოლოდ პრემიუმ ნომრები გამოირჩეოდა, ამ სასტუმროში თითოეულ ნომერს წყალზე დამოუკიდებლად, გადაადგილების შესაძლებლობა ეძლევა. ცენტრალური მცურავი კონსტრუქცია ლობს, რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, პერსონალის ოთახსა და კაფეს მოიცავს. ამგვარად, კოსტრუქცია ერთგვარ დოკ - სადგურს წარმოადგენს, რომელსაც "კატამარანების ნომრები" ემაგარება, რომელთა ასევე ადვილად ჩახსნაც არის შესაძლებელი, ასეთი "ნომრების" რაოდენობა შეუზღუდავია. მას შემდეგ რაც მსურველები სასტუმროში დაბინავდენიან და ტბაზე სასურველ ადგილს იპოვიან, მათ შეუძლიათ ერთ ადგილზე გაჩერდნენ და არა მხოლოდ საოცარი ხედებით დატკბნენ, არამედ ითევზაონ ან უბრალოდ დაისვენონ კიდეც.


imageimageimage


თითოეულ "კატამარანის ნომერს" თანამედროვე - სალონი, სამზარეულო, სააბაზანო და ბარგის სათავსო გააჩნია, ზედა სართულზე კი საძინებელი ოთახია განთავსებული.


image


არქიტექტურულმა ფირმამ - "Dutch Docklands"-მა მცურავი სასტუმროების მშენებლობა ნორვეგიაში უკვე დაიწყო, საიდანაც სტუმრებს ულამაზესი "Aurora Borealis" - ის (პოლარული ციალი) ხილვის შესაძლებლობაც ექნებათ. ცალკეული კაიუტების შეძენა პარტნიორი - კომპანიებისგანაც უკვე შესაძლებელია. სხვა რაღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ ამ საოცარი, მცურავი კოტეჯების მომავალ იღბლიან მეპატრონეებს. შეგახსენებთ, რომ სასტუმროს დიზაინმა უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის პრესტიჟული - "Millennium Yacht Design Award"-იც.






0
132
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
132