x
image
intermedia.ge
Mediator image
ბრძოლა მხოლოდ საკუთარ თავებს გამოვუცხადოთ
image


21 დე­კემ­ბრი­დან „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-17 ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:


***


მი­დის და მი­დის, არ ჩერ­დე­ბა დრო, ულ­მო­ბე­ლი და და­უნ­დო­ბე­ლი... და თუ არ იპო­ვი იმას, რა­საც დრო ვერ ერე­ვა, ისე მოგსპობს და გა­გა­ნად­გუ­რებს, რო­გორც აცამ­ტვე­რებს ყვე­ლა­ფერს ამ­ქვეყ­ნი­ურს...



***


განა პან­დე­მია არ არ­სე­ბობს, განა ვირუ­სი არ ვრცელ­დე­ბა, განა ინ­ფექ­ცია ჩვენ არ დაგ­ვე­მარ­თე­ბა ან განა არა­სო­დეს და­ვი­ხო­ცე­ბით... უბ­რა­ლოდ, ამ შიშ­მა ადა­მი­ა­ნო­ბა არ დაგ­ვა­კარ­გვი­ნოს რა... ერ­თმა­ნე­თი არ დაგ­ვა­ვი­წყოს... ამ დრო­ე­ბით სამ­ყო­ფელ­ში დარ­ჩე­ნა არ გვე­გო­ნოს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი და მთა­ვა­რი გვახ­სოვ­დეს - ღმერ­თი თუ დავ­კარ­გეთ, მერე ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი იქ­ნე­ბა!


ცხე­ლი გუ­ლე­ბი მი­სურ­ვე­ბია ყვე­ლას­თვის, ჩემო მე­გობ­რე­ბო, სიყ­ვა­რულს რომ ვერ იტევს, ისე­თი - სიკ­ვდი­ლის შიშ­ზე გა­მარ­ჯვე­ბულ სიყ­ვა­რულს, მა­რა­დი­სო­ბა­ში და­მამ­კვიდ­რე­ბელს!


***


ჯერ ისე­დაც და­ძა­ბულ და და­ზაფ­რულ სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ ემა­ტე­ბა ათა­სი ჭორ-მარ­თა­ლი, რა­საც გა­ურ­კვე­ვე­ლი ძა­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ და კი­დევ უფრო ამ­ძი­მე­ბენ ადა­მი­ან­თა აუ­ტა­ნელ ყო­ფას. გვა­ში­ნე­ბენ, რომ მო­ტყუ­ე­ბით შეგ­ვიყ­ვა­ნენ ჩი­პებს და ეს იქ­ნე­ბა მხე­ცის ნი­შა­ნი - რომ ჩვენ, ყვე­ლა­ნი, და­ვი­ბეჭ­დე­ბით ან­ტიქ­რის­ტეს ნიშ­ნით.


და­ვი­წყოთ იმით, რომ რო­გორც მარ­კოზ მა­ხა­რე­ბე­ლი წერს მე­ო­რედ მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით: "იმ დღი­სა და იმ სა­ა­თი­სა არა­ვინ არა­ფე­რი იცის, არც ან­გე­ლო­ზებ­მა ცაში, არც ძემ, არა­მედ მხო­ლოდ მა­მამ". ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა მე­ო­რედ მოს­ვლის ზუს­ტი დრო­ის შე­სა­ხებ არის ცრუ და არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხო­ნე­ბის საქ­მეს. მუდ­მი­ვი კვლე­ვა ამ სა­კი­თხი­სა ასე­ვე არ არის მა­ცხო­ნე­ბე­ლი. თუ რა­ტომ არის ეს ასე, ამის შე­სა­ხებ "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" ახა­ლი აღ­თქმის ნა­წილ­ში ნა­ხავთ მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბებს.ახლა, რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტყუ­ე­ბით და­ჩიპ­ვას: ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფალ არ­სე­ბად შექ­მნა და მი­ა­ნი­ჭა არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნის სა­ბო­ლოო ხვედრს, მხო­ლოდ მი­სი­ვე არ­ჩე­ვა­ნი გან­სა­ზღვრავს. იმის­თვის, რომ ვცხონ­დეთ, უნდა ავირ­ჩი­ოთ ღმერ­თი - სი­ნა­ნუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით! ლურ­სმნე­ბით ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლი იყო ავა­ზა­კი, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლის ბოლო წუთ­ში გა­ა­კე­თა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი და დიდი სი­ნა­ნუ­ლით სა­სუ­ფე­ვე­ლი მო­ი­პო­ვა.


ასე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ში­შით ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა! მოდი, ჩვენ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ რა - მოდი, დღეს­ვე, ახ­ლა­ვე შევ­ცვა­ლოთ ჩვე­ნი უღ­მერ­თო ცხოვ­რე­ბა. არა­ვინ იცის, რო­დის რა გვე­ლო­დე­ბა. ვი­ფხიზ­ლოთ უფ­ლის ერ­თგუ­ლე­ბა­ში, არ ჩაგ­ვე­ძი­ნოს და უღ­მერ­თოდ ნუ გა­ვა­ტა­რებთ ცხოვ­რე­ბას. თუ ვინ­მე ოდეს­მე მოგვ­თხოვს, რომ უარი ვთქვათ ქრის­ტე­ზე, აი, მა­შინ დავ­დგეთ მტკი­ცედ, ერ­თგულ ჯა­რის­კა­ცე­ბად. ახლა კი ბრძო­ლა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თა­ვებს გა­მო­ვუ­ცხა­დოთ - სა­კუ­თარ ურ­წმუ­ნო თა­ვებს. და მო­ვემ­ზა­დოთ დიდი ომის­თვის, სა­დაც მშიშ­რე­ბი და ლაჩ­რე­ბი ვერ იო­მე­ბენ! ამი­ტომ, მედგრად ვი­ყოთ და ნუ­რაფ­რის ნუ შეგ­ვე­შინ­დე­ბა!


***


როცა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გვტკი­ვა, მოთ­მე­ნა რომ აღარ შეგ­ვიძ­ლია - ისე, აი, მა­შინ, ნაც­ვლად კი­თხვი­სა: რა­ტომ, რის­თვის, უფა­ლო? უნდა შევ­ძლოთ და მთე­ლი გუ­ლით, მთე­ლი გო­ნე­ბით, მთე­ლი ჩვე­ნი არ­სე­ბით აღ­მოვ­თქვათ: მად­ლო­ბა, ღმერ­თო! იყოს ნება შენი! ეს არის სა­ო­ცა­რი სა­ი­დუმ­ლო სი­ნერ­გი­ი­სა, ეს არის გზა ცხო­ნე­ბი­სა! აქ დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა ტკი­ვი­ლი და და­ი­წყე­ბა სი­ხა­რუ­ლი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი! უფ­ლის­მი­ე­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა - სუ­ლის ნე­ტა­რე­ბა მოგ­ვმად­ლოს ღმერ­თმა


***


როცა ჩვენს ახ­ლო­ბელს გან­საც­დე­ლი აქვს, გა­ვი­ფიქ­რებთ ხოლ­მე - მეც არ და­მე­მარ­თო­სო. აი, აქ ვუშ­ვებთ შეც­დო­მას, რად­გან, ჩვენ უკვე დაგ­ვე­მარ­თა და ვერ ვი­თა­ვი­სებთ. თუკი სხვი­სი ტკი­ვი­ლი ისე არ გვტკი­ვა, რო­გორც სა­კუ­თა­რი, გულ­გრი­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა გვჭირს...


რამ­დენს გა­უძ­ლებს ადა­მი­ა­ნი? რამ­დენ­საც იტ­ვირ­თებს უფ­ლის შე­წევ­ნით. მარ­ტო მყო­ფი ვე­რა­ფერ­საც ვერ გა­უძ­ლებს, მაგ­რამ ღვთის იმე­დად მყო­ფი მთე­ლი სამ­ყა­როს ტკი­ვილს და­ი­ტევს.


მოს­ვე­ნე­ბა უნდა დაგ­ვა­კარ­გი­ნოს სხვის­მა ტკი­ვილ­მა, ფიქ­რით, გო­ნე­ბით, ლოც­ვით სულ მას­თან უნდა ვი­ყოთ. შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რად ვერც შევ­ძლოთ ბევ­რი ვე­რა­ფე­რი. თუ გულ­ში გვე­ყო­ლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბით. ერ­თად ყოფ­ნით გა­დავ­რჩე­ბით ყვე­ლა­ნი, ისე­თი მძი­მე დროა, სხვა ვე­რა­ფე­რი გვიშ­ვე­ლის.


უფალ­მა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს!


***


ვიწ­რო გზაა ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი - გზა, რო­მე­ლიც სავ­სეა გან­საც­დე­ლე­ბით, ტკი­ვი­ლე­ბით, თავ­გან­წირ­ვით!.. ჩვე­ნი საგ­ზა­ლი კი ამ გზა­ზე არის რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი...


***


მალე ახა­ლი წელი დად­გე­ბა. მინ­და, ეს ახა­ლი წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ვუ­ლო­ცო მათ, ვინც მარ­ტოა, ვინც არც სან­ტას გა­ახ­სენ­და და არც თოვ­ლის ბა­ბუ­ას, ვინც უსა­მარ­თლოდ და­ჩაგ­რეს, ვინც მი­ტო­ვე­ბუ­ლია, ვი­საც ატ­კი­ნეს, ვი­საც აწყე­ნი­ნეს, ვი­საც სი­კე­თის წილ ბო­რო­ტე­ბით მი­უ­ზღეს, ვინც სნე­უ­ლე­ბით იტან­ჯე­ბა, ვი­საც შია, ვი­საც სცი­ვა, ვინც სხვა გან­საც­დე­ლით არის გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი - ყვე­ლას, ვი­საც ტკი­ვი­ლი აქვს გულ­ში, - ჩემო კე­თი­ლო მე­გობ­რე­ბო, ჩემო ტკბი­ლე­ბო, 2020-ს წა­ე­ღოს თქვე­ნი ტკი­ვი­ლი და გან­საც­დე­ლი! ბედ­ნი­ე­რე­ბის, სი­ხა­რუ­ლის, სიყ­ვა­რუ­ლის წელი დაგ­ვდგო­მო­დეს. ნუ გე­ში­ნი­ათ, აუ­ცი­ლებ­ლად მოვა ნუ­გე­ში და სი­ხა­რუ­ლი!


ღმერ­თო, და­ლო­ცე ყვე­ლა და­ჩაგ­რუ­ლი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, შე­ე­წიე და გა­აძ­ლი­ე­რე!


***


21 დე­კემ­ბერს გა­მო­დის ახა­ლი აღ­თქმის მე­ო­რე ტომი - მა­თეს სა­ხა­რე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.


მზის ზამ­თრის ბუ­ნი­ო­ბაა ამ დღეს და ღამე შე­მოკ­ლე­ბას და­ი­წყებს, შე­სა­ბა­მი­სად, დღის ხან­გრძლი­ვო­ბა მო­ი­მა­ტებს. რა­ღაც­ნა­ირ ემო­ცი­ას იწ­ვევს ეს დღე - დას­რულ­და სიბ­ნე­ლის უპი­რა­ტე­სო­ბის პე­რი­ო­დი და სი­ნათ­ლე იკ­რებს ძა­ლას. ზუს­ტად იცი, რომ ახლა სიბ­ნე­ლე უკან და­ი­ხევს. იქ­ნე­ბა ბევ­რი დღე, ბევ­რი მზე, ბევ­რი სით­ბო.


ჩვე­ნი დაღ­მარ­თიც დას­რულ­დე­ბა, როცა იქ­ნე­ბა! აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა! და მოვა სი­ხა­რუ­ლი, იმე­დი, ბედ­ნი­ე­რე­ბა - ყვე­ლას გულ­ში, ყვე­ლა ოჯახ­ში! სუულ ყველ­გან!


შეგ­ვე­წი­ოს წმინ­და მათე მა­ხა­რებ­ლის მად­ლი მისი სა­ხა­რე­ბის ყვე­ლა წამ­კი­თხველ­სა და გამ­თა­ვი­სე­ბელს.


21 დე­კემ­ბრი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, მე-17 ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0