x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მართვის სტილი წარმატებული ლიდერისთვის

How to Evolve from Being a Boss to a Leader | TeamGantt

ლიდერობა არის ჯგუფის მოტივირების ხელოვნება, რომელიც ორიენტირებულია საერთო მიზნის მიღწევაზე. ლიდერი არის გუნდის მამოძრავებელი, რომელიც ფლობს განსაკუთრებულ უნარებს, რათა სწორად და ეფექტურად წარმართოს გუნდის ძალები.

2010 წელს მარკ ცუკერბერგი დასახელდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პიროვნება მსოფლიოში. მან ნულიდან, თითქმის არაფრიდან ჩამოაყალიბა კომპანია და იგი მილიარდდოლარიან ბიზნესად გადააქცია. მან Facebook-ის მშენებლობა მხოლოდ 7 კაცით დაიწყო და ის გლობალურ კომპანიად გადააქცია. როგორ მოახერხა მან ეს ყველაფერი? რა გამოარჩევს მას სხვა ლიდერებისგან? რატომ უყვართ ის თანამშრომლებს?

Mark Zuckerberg's New Year's resolution is to solve Facebook's issues
⦁ შრომისმოყვარეობა - როცა ცუკერბერგი იწყებს მუშაობას, მის გარშემო სხვა სამყარო და მოთხოვნილებები აღარ არსებობს. ის ისევე მუშაობს, როგორც ყველა ადამიანი მის კომპანიაში.თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ის თითქმის ყოველთვის ბოლო ადამიანია, ვინც სამუშაო ოფისს ტოვებს.
⦁ ამსხვრევს ბარიერებს თანამშრომლებსა და აღმასრულებლებს შორის, ამაზე მიუთითებს მისი სამუშაო მაგიდა, რომელიც არის ოფისის შუაში, მინის კედლებით შემოსაზღვრული. ეს გახსნილობის, ღიაობის, ხელმისწავდომობის მანიშნებელია.
⦁ აქვს მკაფიო ხედვა და მიზანი, სურს შექმნას უფრო გახსნილი და დაკავშირებული სამყარო. ის მიზნის ერთგულია.
⦁ უგულებელყოფს სამუშაო ადგილის უაზრო ტრადიციებს, პატივს სცემს თანაშრომლებს, მათ არა ასაკით, გამოცდილებით და გარეგანი მორთულობით, არამედ მუშაობის ხაისხით აფასებს, ის თავად ატარებს ჯინსებს და ჰუდებს სამსახურში, რათა სხვებს მაგალითი მისცეს იმის, რომ მთავარია სამსახურში კომფორტულად გრძნობდე თავს.
⦁ არის იდეებით სავსე, არაა ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც უბრალოდ არაფერს აკეთებს და ისვენებს დიდი მიღწევების შემდეგ.
⦁ იყენებს ლიდერობის რამდენიმე სტილს, ის არის ტრანსფორმაციული, ავტოკრატიული და დემოკრატიული ლიდერი ერთდროულად. ცუკერბერგი მოითხოვს მუდმივ სიახლეს, ზრდას, უყვარს კამათი და გამოწვევები. ითხოვს დავალებების შესრულებას მაღალი ხარისხით და ამასთანავე ისმენს სხვების უკუკავშირსაც.
⦁ უზრუნველყოფს უფასო ლანჩს და აძლევს თანამშრომლებს დასვენების შესაძლებლობას, რათა მათ სტრესი თავიდან აირიდონ.
⦁ აძლიერებს თანამშრომლებს, გასაქანს აძლევს მათ შემოქმედებითობას და ინივიდუალურობის გამოხატვას. თანამშრომლებს ეძლევათ ავტონომია, საკუთარი სივრცე.
⦁ აშენებს სოციალურ ურთიერთობებს, სტატისტიკის თანახმად, facebookი საუკეთესო კომპანიაა, რომელშიც ადამიანს შეუძლია მუშაობა. მისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლებთან დაკავშირება, ურთერთობა და პერსონალს ყოველდღე შეუძლია მისი ნახვა.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან სოფრომაძე
რუსუდან სოფრომაძე
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0