x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
კარიერული კონსულტაციის დაშვებები შემთხვევითი დასწავლის თეორიის მიხედვით

image

1) კარიერული კონსულტაციის მიზანია დაეხმაროს კლიენტებს იმის გაცნობიერებაში, რომ ისწავლონ მიაღწიონ უფრო დამაკმაყოფილებელ კარიერას და ცხოვრებას, და არ შეჩერდნენ მხოლოდ ერთ კარიერულ გადაწყვეტილებაზე.
შეიძლება ყოველთვის ერთი პროფესია არ იყოს დამაკმაყოფილებელი ადამიანისთვის, მაგ: სამუშაოს დაწყებისას ბედნიერი და კმაყოფილი კლიენტი დროის გასვლის შემდეგ შეიძლება კმაყოფილებას ვეღარ განიცდიდეს და პროფესიული არჩევანის გადახედვა მოითხოვოს.
ბავშვებს შეუძლიათ თავი მოაწონონ მშობლებს პრესტიჟული საქმიანობის დასახელებით:"მე ექიმი გავხდები", და მიიღონ შექება, ბავშვები სწავლობენ მშობლებისთვის იმის თქმას, რისი მოსმენაც მათ სურთ.
2) კარიერული შეფასებები გამოიყენება სწავლის სტიმულირებისთვის და არა პიროვნული მახასიათებლების პროფესიის მახასიათებლებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

CareersPortal.ie
ინტერესის ტესტები: იმის გაგება, რომ ინტერესები ცვალებადია, გააცნობიერებინებს კლიენტებს, რომ ვალდებული არ არიან მხოლოდ ერთი მიმართულებით იარონ.

კარიერული რწმენების შეფასება: კონსულტანტმა უნდა გაიგოს კონკრეტული რწმენები პრობლემურია, დამაბრკოლებელია თუ არა კლიენტისთვის, იწვევს თუ არა სირთულეებს.

3) კლიენტები სწავლობენ დაუგეგმავი მოვლენებით სარგებლის მიღებას.
დაუგეგმავი მოვლენები კარიერის აუცილებელი კომპონენტია. ყოველი მოქმედება გარკვეულ რისკს შეიცავს. თითოეულმა ადამიანმა უნდა შეაფასოს, პოტენციური სარგებელი მეტია თუ პოტენციური დანახარჯები. თავიდან უნდა იქნას აცილებული სულელური რისკები. შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ ისინი შესაძლებლობებს იძლევა სწავლისთვის. მაგ: პროექტის გაძღოლა, ახალი ჰობის დაუფლება.
დაუგეგმავი მოვლენების კონტროლის 3 ნაბიჯი:
- მიიღე მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, რომ შეძლო ახალი გამოცდილების მიღება.
- მონაწილეობისას ეცადე შეამჩნიო პოტენციური შესაძლებლობები.
- მონაწილეობის შემდეგ, წამოიწყეთ ქმედებები, რომლებითაც სარგებელს მიიღებთ.

4) კონსულტაციის წარმატება ფასდება იმით, რასაც კლიენტი აკეთებს საკონსულტაციო სესიის გარეთ, რეალურ სამყაროში.
მნიშვნელოვანი სწავლება არ ხდება თავად საკონსულტაციო სესიის დროს. ეს ხდება გარეთ კლიენტის რეალურ სამყაროში. კონსულტაციის დროს მნიშვნელოვანი საქმიანობაა გარკვეული აქტივობების დაგეგმვა ერთად, რომელსაც განახორციელებს კლიენტი სესიის დატოვების შემდეგ.

კონსულტაციის კომპონენტები შემთხვევითი დასწავლის თეორიის მიხედვით:

1) ორიენტაცია კლიენტის მოლოდინებზე
მიზანი: მოემზადონ კლიენტები კონსულტირების პროცესისთვის, რომელშიც დაუგეგმავი მოვლენები ნორმალური და აუცილებელი კომპონენტია.
მნიშვნელოვანი წინადადებები:
• კონსულტაციის მიზანია დაგეხმაროთ შექმნათ საკუთარი თავისთვის უფრო დამაკმაყოფილებელი ცხოვრება.
• კარიერული გზა არის მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პროცესი, რომელიც ითხოვს უთვალავი გადაწყვეტილების მიღებას მოულოდნელი მოვლენების საპასუხოდ.
• მომავლის პროგნოზირება არავის შეუძლია - ყველას კარიერაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი.
2) განსაზღვრეთ კლიენტის საზრუნავი
მიზანი: დაეხმარეთ კლიენტებს ამოიცნონ რა გახდის მათ ცხოვრებას უფრო დამაკმაყოფილებელს.
კონსულტანტებისთვის:
• დარწმუნდით, რომ კლიენტებმა იციან, რომ გესმით მათი მდგომარეობა და გრძნობები.
• ჰკითხეთ „შეგიძლიათ აღწეროთ თქვენს ცხოვრებაში ისეთი საქმიანობები, რომლებიც ენერგიულად გაგრძნობინებენ თავს?“
3) გამოიყენეთ კლიენტის წარმატებული გამოცდილებები მომავალი აქტივობების საფუძვლად.
მიზანი: აგრძნობინეთ, რომ წარსულში მიღწეული წარმატებები გაკვეთილებია აწმყოსთვის.
⦁ როგორ შეამჩნიე წარსულში შესაძლებლობები?
⦁ როგორ გაიგეს სხვებმა თქვენი უნარების შესახებ?
4) გადალახეთ დაბრკოლებები
მიზანი: დაეხმარეთ კლიენტებს დაძლიონ დისფუნქციური რწმენები, რომლებიც ბლოკავენ კონსტრუქციულ ქმედებებს.
შესაძლო კითხვები:
⦁ რა გიშლის ხელს იმის გაკეთებაში, რაც გსურს?
⦁ რა გაშორებს პირველი ნაბიჯის გადადგმაში?

კონსულტაციის მიზანია გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ, გრძნობენ და მოქმედებენ კლიენტები რეალურ სამყაროში საკონსულტაციო სესიის დასრულების შემდეგ. ამიტომ, კონსულტაციის შედეგების შესაფასებლად, კონსულტანტებმა უნდა გაარკვიონ, რამდენად შეიცვალა კლიენტების აზრები, გრძნობები და ქცევა რეალურ სამყაროში. წარმატებულად სესიის შეფასება შეიძლება:
⦁ როდესაც კლიენტები გამოხატავენ მეტ კმაყოფილებას თავიანთი ცხოვრებით.
⦁ როდესაც კლიენტებს შეუძლიათ წამოიწყონ ისეთი ქმედებები, რომლებიც არ დაუგეგმავთ, მაგრამ სარგებლის მომტანია.
⦁ როდესაც კლიენტებმა ისარგებლეს/სარგებლობენ ახალი სასწავლო შესაძლებლობებით.
⦁ როდესაც კლიენტებმა გადალახეს დაბრკოლებები.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან სოფრომაძე
რუსუდან სოფრომაძე
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0