x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138463
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512084
მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს
image

ყველა დიასახლისს ბინაში სისუფთავისა და წესრიგის დამყარების პროცესში გარკვეული ჩვევები ახასიათებს, რომლებიც ზოგჯერ მავნებელია როგორც ბინისთვის, ასევე მისი მობინადრეების ჯანმრთელობისთვის. აი, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად დიასახლისები და რატომ უნდა გამოვასწოროთ ისინი სასწრაფოდ.

ჩვევა #1. საჭრელი დაფის გარეცხვა ჭურჭლის სარეცხი ჩვეულებრივი საშუალებით.

image

დღეს თანამედროვე ბაზარზე გაყიდვაშია უამრავი საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელიც მშვენივრად უმკლავდება დაბინძურებებს. თუმცა არის ერთი ნიუანსი-სარეცხ საშუალებებს აქვს თვისება დაილექოს ბზარებსა და განაკაწრებში, რომელიც მუშაობის პროცესში შეიძლება წარმოიშვას საჭრელ დაფებზე. შედეგად სამზარეულოს დევაისზე დიდი რაოდენობით გროვდება ძველი ქაფი ბაქტერიებთან ერთად, რომელიც შეუძლებელია რეცხვის პროცესში მთლიანად მოაშორო. შემდეგ მავნე მიკროორგანიზმები გადადის სხვა პროდუქტებზე, რომელსაც ამ საჭრელ დაფაზე ვჭრით. თავი რომ დავიცვათ, ამისთვის საჭიროა დევაისის რეგულარული დეზინფიცირება წყალბადის ზეჟანგით.

ჩვევა #2. დაგვა მშრალი ცოცხით.

image

უმეტეს შემთხვევაში ცოცხით ყველაზე უბრალოდ და სწრაფად შეიძლება იატაკის მოგვა. თუმცა ცოტა თუ უფიქრდება, რომ ასეთი ექსპრესს-დალაგება არ ამცირებს დაბინძურებას, პირიქით უფრო ამძიმებს სიტუაციას. მშრალი დაგვის დროს იქმნება მტვრის დიდი ღრუბელი, რომელიც ავეჯზე, მცენარეებზე, პროდუქტებზე და ჩვენს სასუნთქ ორგანოებზე ილექება. ამიტომ უმჯობესია დავალაგოთ სველი წესით და ცოცხის ნაცვლად გამოვიყენოთ მტვერსასრუტი–შედეგი ბევრად უკეთესი იქნება.

ჩვევა #3. ხის საჭრელი დაფის ნაცვლად პლასტმასის დაფის ყიდვა.

image

ბევრი დიასახლისი თვლის, რომ პლასტიკის საჭრელი დაფა უფრო ჰიგიენურია, ვიდრე ხის. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგარი ხის დაფები უფრო გამძლეა, დანებს არ აფუჭებს, არ იჟღინთება საღებავებითა და ნესტით, ეკოლოგიურად სუფთაა. რაც შეეხება პლასტიკის მასალას, მასზე ჩქარა ჩნდება ნაკაწრები, საიდანაც პრაქტიკულად შეუძლებელია ბაქტერიებისა და მიკრობების "გამოყვანა". მიაქციეთ ყურადღება: არ შეიძლება ერთი დაფა გამოვიყენოთ ყველა პროდუქტის დასაჭრელად. ეს არაჰიგიენურია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ანტიბაქტერიული საფარი აქვს. ყველა დიასახლისს სამზარეულოში ოთხი საჭრელი დაფა უნდა ჰქონდეს: ხორცისთვის, თევზისთვის, პურისთვის და ხილ-ბოსტნისთვის.

ჩვევა #4. ყავის ნალექის ნიჟარაში ჩასხმა.


image

ცოტა თუ ხვდება, რომ ნიჟარების გაჭედვის შემთხვევათა უმეტესობა ის არის რომ, დიასახლისები იქ აკრძალულ ნარჩენებს ასხავენ. ასე მაგალითად, მილების ერთ-ერთი მტერი ყავის ნალექია. მას თავისებური კონსისტენცია აქვს, რომლის წყალობითაც ეკვრის მილების კედლებზე შერჩენილ ცხიმებს და თანდათანობით "საცობი" მატულობს. ასევე არ ღირს ნიჟარაში ჩავასხათ მაკარონის ნახარში. იგი წებოვანი მასაა, ამიტომ მასაც შეუძლია "საცობის" გამოწვევა. ამ ნუსხას შეიძლება დავუმატოთ ფქვილიც, რომლის თვისებაა ნესტის შეწოვა და ზომაში მომატება, კვერცხის ნაჭუჭი, გამოყენებული ზეთი და სხვ.

ჩვევა #5. დილით ადგომისთანავე ლოგინის გასწორება.

image

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ადგომისთანავე ლოგინის გასწორების ჩვევამ შეიძლება ალერგია ან ასთმა გამოიწვიოს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ საწოლში არიან მტვრის ტკიპები, რომლებიც ადამიანის კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან. ისინი არ არიან ძალიან საშიში, მაგრამ უვნებლებსაც ვერ ვიტყოდით მათზე. ისინი ხშირად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს: რინიტს, კონიუნქტივიტს, ბრონქიალურ ასტმას და სხვ. ტკიპებს გამრავლებისა და განვითარებისთვის შემდეგი პირობები სჭირდება: ტენიანობა უნდა იყოს 55%-ზე მეტი და ტემპერატურა 25 გრადუსამდე. ადამიანი, რომელიც საბანშია გახვეული და პერიოდულად ოფლიანდება, ტკიპებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. თუ ლოგინს ადგომისთანავე ავალაგებთ, ტკიპები გააგრძელებენ მუშაობას, რადგანაც მათთვის მშვენიერი გარემო იქმნება. ასეთი შედეგები რომ არ გვქონდეს, საჭიროა დილით ადგომისას ცოტა ხნით საბანი გადავწიოთ და გამოვაღოთ ფანჯარა, რათა ოთახი განიავდეს.

ჩვევა #6. პირსახოცების და ლოგინის თეთრეულის შენახვა სააბაზანოში.

image

ძალიან მოხერხებულია, როცა პირსახოცები სააბაზანოში თაროზეა განლაგებული ან საკიდზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ პრაქტიკულად ყოველთვის თბილი და ნოტიო გარემოა, იდეალური სხვადასხვა მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის, ამიტომ სპეციალისტები რეკომენდაციას გვაძლევენ შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ პირსახოცები აუცილებლად გავაშროთ, გაშრობის შემდეგ კი ოთახის კარადაში შევინახოთ. რეგულარული გამოყენების დროს ტექსტილი სამ დღეში ერთხელ უნდა შევცვალოთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სააბაზანო შესაფერისი ადგილი არ არის ლოგინის თეთრეულის შესანახად. მუდმივი ნესტი და ტემპერატურის ცვლილებები მასთან უბრალოდ შეუთავსებელია: თქვენთვის როგორც მინიმუმ არასასიამოვნო იქნება ასეთ თეთრეულში ძილი, რამდენადაც ქსოვილი ნესტიანი იქნება, და როგორც მაქსიმუმ, თეთრეულზე ობი გაჩნდება.

ჩვევა #7. არ ვაშრობთ ტუალეტის ჯაგრისს.

image

თუ უნიტაზის გაწმენდის შემდეგ ჯაგრისს მაშინვე მოვათავსებთ თავის სათავსოში, იქ ავტომატურად გადავა მიკრობები, რომელიც ეს-ესაა მოვაშორეთ უნიტაზს, შედეგად გამოვა მავნე მიკროორგანიზმების "წრეზე ბრუნვა". ასეთი შედეგი რომ არ მივიღოთ, საჭიროა უნიტაზის გაწმენდის შემდეგ ჯაგრისს დეზინფექცია გავუკეთოთ. რაც შეეხება ჭიქა-სათავსოს, რომელშიც ჯაგრისს ვინახავთ, მასში აუცილებლად მუდმივად უნდა იყოს რომელიმე ძლიერი სადეზინფექციო ხსნარი.

ჩვევა #8. გამოყენებული ჩაის ნალექის უნიტაზში ჩარეცხვა.

image

ჩაის შემადგენლობაში შედის ტანინი–მოყავისფრო ფერის ფხვნილი. რა ემუქრება ამით თქვენს სანტექნიკას? თუ თქვენ რეგულარულად ჩარეცხავთ ჩაის ნალექს უნიტაზში, ნივთიერება დაილექება მის კედლებზე, რომელიც დროთა განმავლობაში ულამაზო მოყვითალო ფერს მიიღებს და ამის შემდეგ ძალიან ძნელი იქნება უნიტაზის გარეცხვა-მისთვის პირვანდელი სიქათქათის დაბრუნება.




გაეცანით:



1. იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს?


2. ყავის ნაირსახეობები: გამჭვირვალე ყავა, ყავა ცხელი ნახშირით, ღვინოზე დამზადებული ყავა და ა.შ.


3. ნუ შეიძენთ ამ პროდუქტებს: ჯანმრთელობისთვის სახიფათოა


4. ექიმები დაჟინებით გვირჩევენ, არ მივირთვათ ცხელი პური


5. საინტერესო ფაქტები საპნის წარმოშობის შესახებ


6. 3 მეთოდი ყავის კოფეინის ჭარბი რაოდენობის გასანეიტრალებლად


7. 8 მავნე ჩვევა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა


8. ხელის ჩამორთმევის ტრადიციის წარმოშობის ისტორია


9. რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ?


















1
435
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
435
  
2021, 4 იანვარი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1