x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ეპოქალური მოვლენა: 400 წლის შემდეგ შობის წინ ცაზე ბეთლემის ვარსკვლავი აენთება

image


21 დეკემბერი არ არის უბრალო დღე, ეს არის ზამთრის მზის ბუნიობის დღე, ეს არის პლანეტის ასტრონომიული ახალი წელი. სწორედ ამ ბნელ დროში, რთულ 2020 წელს, ჩვენ შევძლებთ დავაკვირდეთ ბეთლემის ვარსკვლავს!





ბოლოს ბეთლემის ვარსკვლავი დაფიქსირდა 1623 წელს. მეცნიერულად, ეს არის გაზის ორი გიგანტის შერწყმა. იუპიტერისა და სატურნის დიადი შეერთება ძალიან იშვიათი მოვლენაა.




image





მანძილი პლანეტებს შორის იქნება მხოლოდ 0, 1 გრადუსი და დამკვირვებლისთვის, ზამთრის მზის ბუნიობის დღეს, ისინი ერთ ვარსკვლავში გაერთიანდებიან.





ბეთლემის ვარსკვლავის სანახავად, გარეთ უნდა გავიდეთ 21 დეკემბერს, მზის ჩასვლის შემდეგ. შეერთების პიკი მოხდება 16:22 წუთზე, პლანეტები თხის რქის თანავარსკვლავედში იქნებიან. პლანეტები ცის სამხრეთ ნაწილში მთვარის მახლობლად განლაგდებიან.




image




საინტერესო ფაქტი: იცით თუ არა რომ არა მხოლოდ მზე, არამედ, ყველა პლანეტა და მთვარეც კი აღმოსავლეთით ამოდიან და დასავლეთით ჩადის, ისინი ერთსა და იმავე ხაზის, ეკლიპტიკის გასწვრივ მოძრაობენ.





გასაოცარია, რომ ორი პლანეტა შეერწყმის ერთ ნათელ ვარსკვლავად, ზუსტად 21 დეკემბერს, წლის ყველაზე ბნელ ღამეს, ასტრონომიულ ახალ წელს. რა თქმა უნდა, ეს არის ეპოქალური მოვლენა და დიდი ცვლილებების ნიშანი, რომელიც გველოდება.





ამ ღამეს ექნება უდიდესი ენერგიული ძალა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ ეს ფენომენი, თუნდაც ცა მოღრუბლული იყოს. ითვლება, რომ ბეთლემის ვარსკვლავზე დაკვირვება მადლს მიანიჭებს ყველას, ვინც ამ მოცლენას დააკვირდება!




image





იოჰან კეპლერის აზრით, იესო ქრისტეს დაბადება აღინიშნა ამ უნიკალური ფენომენით. ძვ.წ. 7 წელს, სატურნისა და იუპიტერის დიდი შეერთება მოხდა თევზის ნიშნით ( როგორც გვახსოვს, თევზი ქრისტიანობის სიმბოლოა)



საინტერსო და საყურადღებო იქნება 2020 წლის 21-22 დეკემბრის ღამით დაბადებულ ბავშვებიც.

0
286
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0