x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
კრუმბოლცის შემთხვევითი დასწავლის თეორია

image

ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ თითოეული ადამიანის ბედი, თუმცა შეგვიძლია გავიგოთ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის მიერ არჩეულ მიმართულებასა და ცხოვრების გზაზე. შემთხვევითი დასწავლის თეორია ცდილობს ახსნას როგორ და რატომ მიჰყვებიან ადამიანები ცხოვრების განსხვავებულ გზებს, კარიერულ მისწრაფებებს და აღწეროს როგორ შეუძლია კარიერის კონსულტანტს ამ პროცესში ინდივიდის დახმარება.

ეს თეორია მიიჩნევს, რომ ქცევა არის პროდუქტი იმ უამრავი დასწავლის გამოცდილებებისა, რომლებსაც ადგილი ჰქონია წინასწარ დაგეგმილ თუ დაუგეგმავ, მოულოდნელ სიტუაციებში. დასწავლის შედეგებია: უნარები, ინტერესები, ცოდნა, რწმენები, ემოციები და სამომავლო მოქმედებები.
სიტუაციები, რომლებშიც ვმონაწილეობთ, ნაწილობრივ არის გამოწვეული ისეთი ფაქტორებით, რომლებზეც კონტროლი არ გვაქვს, ნაწილობრივ კი ისეთი ფაქტორებით, რომელზე კონტროლიც გვაქვს. ინდივიდებმა შეიძლება ყურადღების ფოკუსირება მოახდინონ ფაქტორებზე, რომლებიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება და დაასკვნან, რომ "ბედის ხელში" არიან. ისინი, ვინც ფოკუსირდებიან თავიანთ წარმატებულ ქმედებებზე, ივითარებენ თავდაჯერებულობას და შესაძლებლობების რწმენას.

რატომ იქცევიან ადამიანები ისე, როგორც იქცევიან?
გენეტიკური ფაქტორები - ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გენეტიკური მემკვიდრეობა შევცვალოთ, მაგრამ შეგვიძლია ვეცადოთ იმ მოვლენებზე, რომელთა გაკონტროლება შეგვიძლია.

სწავლის გამოცდილება - ჩვენ ვამჩნევთ სხვების ჩაცმულობას, ქცევას და სხვა დეტალებს მიუხედავად იმისა, რომ ეს განზრახული არ გვაქვს. დასწავლა შეიძლება წამის ნახევარში მოხდეს, თანაც უნებრად.

ინსტრუმენტული სწავლის გამოცდილება - ადგილი აქვს მაშინ, როცა ვაკვირდებით ჩვენი ქცევის შედეგებს და შედეგების მიხედვით ვმოქმედებთ მომავალში. შედეგები შეიძლება იყოს ფიზიკური ან ვერბალური, პოზიტიური ან ნეგატიური, (მაგ: რთული პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში შეიძლება დაგვეუფლოს მიღწევის განცდა, გადაუჭრელობის შემთხვევაში უსარგებლობის განცდა). კარიერულ მისწრაფებებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს იმან, სხვადასხვა ქმედებების განხორციელების შემდეგ მიღწევის განცდა გვაქვს გამოცდილებაში, თუ უსარგებლობის.

⦁ ასოციაციური სწავლის გამოცდილება - ადგილი აქვს მაშინ, როცა ინდივიდი სწავლობს რეალურ ან არარეალურ მოდელებზე დაკვირვებით, ორი მოვლენის ერთმანეთთან ასოციაციურად დაკავშირებით. ასოციაციური დასწავლის სხვადასხვა საშუალებებია: სატელევიზიო არხები, წიგნები, ფილმები, ჟურნალები, რეკლამები, როლური მოდელები. ბავშვებს განსხვავებულ საშუალებებზე აქვთ წვდომა, რადგან განსხვავებულია მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი...


გარემო პირობები და მოვლენები - გარემოებები ძირითად როლს თამაშობენ იმაში, თუ რა არის დასწავლილი.

მშობლები და მზრუნველი პირები - ბავშვები სწავლობენ, სამყარო მათთვის უსაფრთხო ადგილია, თუ სახიფათო. ამაზე აღზრდის სტილი ახდენს გავლენას. თუ ბავშვები ხშირად ისჯებიან და თანაც მკაცრად, მათი საჭიროებები იგნორირებულია, ძალისხმევა შემცირებულია, მარცხები გასაჯაროებული, წარმატებები უგულებელყოფილი.

image

ენის ცოდნის დაუფლება - ზოგიერთი მშობელი ადრეული ასაკიდან და ბევრს უკითხავს შვილს, (ასეთ ბავშვებს აქვთ უფრო დიდი ლექსიკონი, შეუძლიათ უფრო მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი განცდები, თავი.) პრუსმა გამოავლინა მიღწევებზე მოქმედი ეს ცვლადი: იმ ბავშვებს, რომლებსაც სკოლამდე ბევრს უკითხავნდნე მშობლები, უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ მათთან შედარებით, ვისაც არ/ იშვიათად უკითხავდნენ.
საგანმანათლებლო ფაქტორები - სკოლაში ყველა ბავშვს თანაბრად უნდა შეეძლოს გაუმჯობესება, განვითარება, მაგრამ ეს ასე არაა. სკოლებმა განათლება კონკურენტულ სპორტად აქციეს, ვისაც მაღალი ქულები აქვს, წარმატებულად იწოდებიან და კმაყოფილები არიან, თუმცა მათ აწუხებთ არასრულყოფილების, არასრულფასოვნების განცდა მასწავლებლების ზედმეტად მაღალი სტანდარტების გამო. დაბალი ნიშნების ბავშვები თავს გრძნობენ დამცირებულად წარმატებულ მოსწავლეებთან შედარებით, ისინი სწავლობენ სკოლის, მასწავლებლების, წიგნების სიძულვილს.
არასრულყოფილი სამყარო - სოციალური სამართლიანობა არ არის თნაბრად გადანაწილებული. ფუფუნება ბევრ შესაძლებლობას უქმნის ზოგიერთს, სხვებისთვის კი შესაძლებლობების შეზ
ღუდული რაოდენობაა. ზოგი ადამიანი ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც სამედიცინო მომსახურება უზრუნველყოფილი აქვთ, განათლების შესაძლებლობები უხვადაა. სხვები კი ცხოვრობენ ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე, შეზღუდული განათლების შესაძლებლობებით.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან სოფრომაძე
რუსუდან სოფრომაძე
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0