x
image
ლანა92
ტოპ - 10 მითი ცხოველებსა და ფრინველებზე

image

პლანეტაზე არსებობს 8 მილიონი სხვადასხვა სახეობის ცხოველი. ამის გათვალისწინებით, ზოგი მოსაზრება ჩვენს პატარა ძმებზე მცდარია. ფაქტები უნდა გაიმიჯნოს გამოგონილი ისტორიებისაგან. მაშ, ასე, წარმოგიდგენთ 10 მითს ფაუნას წარმომადგენლებზე.

მითი 1.აქლემები წყალს ინახავენ თავიანთ კუზებში.

უდაბნოებში წყალი ცოტაა, აქლემს კი შეუძლია, მის გარეშე 7 დღე (1 კვირა) გაძლოს, მაგრამ ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ წყლის მარაგს კუზში ინახავს. რეალურად აქლემებს შეუძლიათ, აირიდონ სიმშრალე, შეინარჩუნონ ტენიანობა ოვალური სისხლის უჯრედების წყალობით. თირკმლები ის ორგანოა, რომელიც წყალს შესანიშნავად აკავებს, ხოლო კუზში აქლემი ინახავს ცხიმებს. კუზში შენახული ენერგია (ცხიმი) აქლემს შეუძლია, გამოიყენოს 3 კვირის განმავლობაში.

მითი 2.ღამურები (მფრინავი თაგვები) ბრმაა.

ხშირად ჯადოქრობასა და შავ მაგიას უკავშირებენ ღამურების შესახებ მითს, რომ თითქოს ისინი ბრმაა. ეს ფრინველი ჩვეულებრივ ღამე გადის და ნადირობს, რაც ამ მითს კიდევ უფრო განამტკიცებს. ეს მითი მცდარია, რადგან ღამურების თვალები სრულად მოქმედია, ისინი ბოლომდე ბრმა არაა, თუმცა ცუდად ხედავენ. ღამურა კომპენსირებას ახდენს ყნოსვისა და სმენის უნარებით. გარდა ამისა, ღამურას შეუძლია, გამოიყენოს ექოლოკაციისა და ჰიდროლოკაციის უნარები. ის გაცილებით უკეთ ფლობს ამ შესაძლებლობას, ვიდრე სამხედრო კლასის ჰიდროლოკატორი.

მითი 3.ლემინგები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.

ლემინგების შესახებ მითის თანახმად, ისინი ჯგუფურად, მასობრივად ხტებიან კლდეებიდან და ასე ასრულებენ სიცოცხლეს. ეს მითი ერთდროულად ლეგენდარულიცაა და უძველესიც. 1958 წელს დისნეის დოკუმენტურ ფილმში "თეთრი უდაბნო" ასახული იყო კადრები, სადაც ლემინგთა დიდი ჯგუფები კლდიდან ხტებოდნენ და იღუპებოდნენ. წლების შემდგომ დადგინდა, რომ ლემინგები სინამდვილეში თავს არ იკლავენ. ისინი უბრალოდ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ჯგუფებად გადაადგილდებიან, წყალში ხტებიან და მიცურავენ შორეულ მანძილამდე, რის გამოც ზოგი მათგანი იღუპება.

მითი 4.ძაღლები ხედავენ სამყაროს შავ-თეთრად.

ძაღლებს ნამდვილად შეუძლიათ ფერების დანახვა, მაგრამ არა ისე ფართოდ, როგორც ადამიანებს. შავისა და თეთრის გარდა, ძაღლები აღიქვამენ ნაცრისფერს, ლურჯს, მეწამულსა და ყვითელ ფერებს.

მითი 5.დედა ჩიტები ტოვებენ თავიანთ პატარებს, თუ თქვენ მათ შეეხებით.

ეს აზრი მცდარია. დედა ფრინველები ბარტყებს მარტო ტოვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მიეჩვიონ დამოუკიდებლობას და ისწავლონ ფრენა.

მითი 6.სირაქლემები თავს ქვიშაში რგავენ, როცა ეშინიათ საფრთხის.

ეს ფანტასტიკური ზღაპარი გაჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ სირაქლემები თხრიან ღრმა ორმოებს თავიანთი ბუდეების მოსაწყობად და იმისათვის, რათა კვერცხები თბილად იყოს. სირაქლემას ეს ქცევა, ასევე, აფრთხობს მტაცებლებს, რომელთაც მათი შემჩნევა არ შეუძლიათ. სირაქლემები თავიანთი კვერცხების გათბობაზე ხშირად, დღეში რამდენჯერმე ზრუნავენ. ამიტომაც, შორიდან ისე ჩანს, რომ სირაქლემას თითქოს თავი ქვიშაში აქვს ჩარგული. ასევე, მტაცებლების მოახლოებისას სირაქლემა გარბის თავისი კვერცხის განთავსების ადგილიდან. სირბილი სირაქლემას ძლიერი მხარეა. იგი მტაცებელს გაურბის, მერე ბრუნდება უკან კვერცხთან, რათა დარწმუნდეს, რომ იგი უსაფრთხოდაა.

მითი 7.ოქროს თევზს 3-წამიანი მეხსიერება აქვს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოქროს თევზს სინამდვილეში მეხსიერება უნარჩუნდება მინიმუმ სამი თვის და ზოგ შემთხვევაში წლის განმავლობაშიც კი.

მითი 8. ალფა-მგელი (პოლარული) იბრძვის ლიდერობისათვის.

ეს ასე არ არის. უბრალოდ ყველაზე ხანდაზმული, გამოცდილი მგელი ჯგუფს წინ მიუძღვის, დანარჩენები კი მიჰყვებიან მის კვალს. როცა უფროსი ხვადი მგელი კვდება, ასაკით მომდევნო იკავებს ავტომატურად, ყოველგვარი პირველობისათვის ბრძოლის გარეშე "ალფას" პოზიციას.

მითი 9. ხარებს არ უყვართ წითელი ფერი და ამიტომაც მატადორს კორიდაზე აცვია წითელი მოსასხამი და აფრიალებს წითელ ნაჭერს.

რეალურად ხარები არ განასხვავებენ ემოციურ დონეზე ერთმანეთისაგან მწვანე და წითელ ფერებს, ყველა ფერი მათში ერთნაირად ნეიტრალურად აღიქმება. ხარი მატადორის წითელი ფერის მოსასხამისა და ამავე ფერის ნაჭრის ფრიალისაგან კი არ იღგზნება, ღიზიანდება, არამედ ტორეადორის მკვეთრი მოძრაობისაგან.

მითი 10. ბუები ფრინველებს შორის ყველაზე ბრძენნი არიან.

ბავშვთა ზღაპრები და ფოლკლორი მოგვითხრობს, რომ ყველაზე ბრძენი ფრინველი ბუა. რეალურად ბუები ფრინველებს შორის ინტელექტით სიის ბოლოში დგას. ბუ ყველაზე ჭკვიანი ფრინველის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ იმის გამო, რომ მსხვილი, გაფართოებული (თითქოს ცნობისმოყვარე) თვალები და თითქოს ჩაფიქრებული მზერა აქვთ, თუმცა "წიგნზე ვერ იმჯელებთ მხოლოდ გარეკანის მიხედვით!"

0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0