x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ფესტინჯერის სოციალური შედარების თეორია და სოციალური იდენტობის როლი შედარების პროცესში

სხვა ადამიანებთან შედარება შეიძლება, იყოს საკუთარი თავის შესახებ ცოდნის მნიშვნელოვანი წყარო. ობიექტური ინფორმაციის არარსებობის პირობებში, როდესაც გვსურს გავიგოთ, როგორია ჩვენი გარკვეული მახასიათებლი და რა შესაძლებლობები გვაქვს, შეიძლება შევედაროთ სხვებს. ეს სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თეორიაა - სოციალური შედარების თეორია.

image

1954 წელს ლეონ ფესტინგერმა შექმნა სოციალური შედარების თეორია. იგი თვლიდა, რომ ადამიანები მოტივირებულები არიან, საკუთარი შესაძლებლობებისა და პოზიციების კორექტულობის ზუსტად შეფასებისთვის და სწორედ ამისათვის ადარებენ ადამიანები საკუთარ თავს სხვებს, ძირითადად კი იმათ, ვინც მათ გვანან. იმის საჩვენებლად, რომ შედარებები ხდება მსგავსების საფუძველზე, ფესტინგერს მოჰყავს მაგალითი: ჭადრაკის დამწყები მოთამაშეები ამჯობინებენ, რომ შეედარონ მათივე დონის დამწყებ მოთამაშეებს, ვიდრე პროფესიონალებს. ფესტინგერის სოციალური შედარების თეორია შესაძლებელია ჩამოყალიბდეს სამ პუნქტად:

    • ადამიანებს უნდათ, რომ ზუსტად და მართებულად შეაფასონ თავიანთი თავები და შესაძლებლობები.
    • როდესაც თვალსაჩინო და ობიექტური სტანდარტები არ არსებობს, ადამიანები თავიანთ თავებს სხვებთან შედარების საფუძველზე აფასებენ.
    • ძირითადად, ადამიანები თავიანთ თავებს მათ ადარებენ, ვინც მათივე დონეზეა და კონკრეტულ გარემოში ერთსა და იმავე საფეხურზე დგანან.

ზოგადად შედარებისას ადამიანები ან განსხვავებებზე ფოკუსირდებიან, ან მსგავსებებზე. შედარებას სხვებთან, რომლებსაც ჩვენს მსგავსად ვთვლით, მივყავართ ასიმილაციამდე, რაც აძლიერებს სოლიდარობის განცდას. მაგალითად, ყველა სტუდენტისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდისაც რაიმე გამოცდისთვის მომზადება არ დაუწყია და სხვა სტუდენტებს ეკითხება, მათ დაწყებული აქვთ თუ არა და როდისაც დავინახავთ, რომ ჩვენს მსგავსად არიან სხვებიც, გვიჩნდება გარკვეული სოლიდარობის განცდა და კავშირი ამ ადამიანებთან, ვგრძნობთ გარკვეულ ჯგუფთან მიკუთვნებულობას და იმას, რომ მარტონი არ ვართ (ამ შემთხვევაში) „განსაცდელში“.

როდისაც ადამიანები აკეთებენ ამგვარ შედარებებს შეკავშირების მიზნით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პიროვნება შეედაროს თავისზე მაღლა ან დაბლა მდგომ ინდივიდს, ამ შემთხვევაში ძირითადად ხდება, „ჰორიზონტალური”, ანუ საკუთარ ტოლთან შედარება.

ერთ-ერთ კვლევაში შეისწავლეს სოციალურ შედარებაში შეკავშირების მნიშვნელობა. ლოკი და ნეკიჩი სტუდეტებს სთხოვდნენ, ჩაეწერათ სპონტანური სოციალური შედარებები, რომელთაც ისინი ერთი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ. მათ დაადგინეს, რომ სტუდენტები ხშირ შემთხვევაში, საკუთარ პასუხებს ადარებდნენ იმ სტუდენტების პასუხებს, რომლებთანაც ამ დროის განმავლობაში ახლოს იყვნენ. ამგვარად, მსგავსებაზე დაფუძნებულ შედარებებს ადამიანები აკეთებენ იმათთან, ვისთანაც უფრო ახლოს არიან იმ პერიოდში. აქედან გამომდინარე, სოციალური იდენტობის ჩამოყალიბება, თავისთავად, მოიცავს ამგვარ შემაკავშირებელ სოციალურ შედარებასაც.

ზოგადად, სოციალური იდენტობა მე-კონცეფქიის ის ნაწილია, რომელიც გარკვეული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, გარკვეულ ჯგუფებთან, შეიძლება ითქვას, დაბადებიდან გვაქვს გარკვეული მიკუთვნებულობა, მაგრამ ზოგ ჯგუფთან გარკვეული დროის მერე ვამყარებთ ამგვარ კავშირს. ეს ხდება სწორედ სოციალური შედარების საფუძველზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მსგავსებაზე ვაკეთებთ ძირითადად აქცენტს ჩვენთვის ახლო ადამიანებსა თუ ჯგუფთან შედარებისას და ამგვარი მსგავსებების ხაზგასმა განაპირობებს, დიდწილად, ამ კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობისა და, შესაბამისად, სოციალური იდენტობის გრძნობის გაძლიერებას. თუმცა იმავე პრინციპით, შეიძლება, რომ გარკვეული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა შეგვისუსტდეს, ამ ჯგუფთან სოციალური შედარების შემდეგ მსგავსების ვერდანახვის საფუძველზე.

image

რომ შევაჯამოთ, სოციალური შედარება სოციალური იდენტობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობაა, რადგან სწორედ ეს აძლიერებს ჯგუფებისადმი მიკუთვნებულობის გრძნობას.

0
81
შეფასება არ არის
ავტორი:ნინი ცანავა
ნინი ცანავა
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0