x
image
ლანა92
" გატეხილი მინა" - ულამაზესი ჟელეს ტორტი
image



"გატეხილი მინა" ულამაზესი და უგემრიელესი ჟელეს ტორტია, რომელიც მზადდება არაჟნისაგან.



8 ულუფა

10 სთ (თქვენი 30 წუთი)



image




საჭირო პროდუქტები:


არაჟანი - 500 გრამი;

შაქარი - 200 გრამი;

სრაფადხსნადი ჟელატინი - 25 გრამი;

ჟელე ( სხვადასხვა ფერის) - 3 პაკეტი 90 გრამზე;

ბისკვიტი, ან ბისკვიტის ნამცხვრები (მზა) - დაახლოებით - 170-200 გრამი;


მომზადება:


მოვამზადოთ ჟელე: ავიღოთ კონტეინერები, გავხსნათ ჟელეს პაკეტები ცხელ წყალში (წყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული). ჟელე შეგიძლიათ, მოამზადოთ ნატურალური წვენებისაგანაც, გემო უფრო გამოკვეთილი იქნება.


ჟელე (დატოვეთ მაცივარში 4-5 საათით) როცა გამაგრდება, გაიყინება ), დაჭერით კუბების სახით სასურველ ზომებად და აურიეთ ერთმანეთში სხვადასხვა ფერის ჟელეს კუბები.

არაჟანს დაუმატეთ შაქარი. შაქარი კარგად, ბოლომდე უნდა გალღვეს.

მერე ჟელატინს ვხსნით მცირე ოდენობით ცხელ წყალში (3-5 სუფრის კოვზი) და შევურიოთ არაჟანს.გირჩევთ, ფორმა, მასა დაფაროთ საცხობი ქაღალდით.

მასაში, ფორმაში (23 დიამეტრის) ჩაასხით ხილის ჟელე, შეავსეთ არაჟნით.

გამოაცხვეთ ბისკვიტი, ან აიღეთ მზა ორფენიანი ბისკვიტის ნამცხვრები (3 ცალი, თითო 55 გრამი), დაყავით ფენებად და მჭიდროდ დაადეთ მას არაჟნიანი და ჟელეიანი მასა. შემდგომ გადააფარეთ რამე და ჟელეს ნამცხვარი შედეთ მაცივარში.

როცა ჟელეს ტორტი გაიყინება, გამოიღეთ მაცივრიდან და ამოიღეთ ყალიბიდან, ფორმიდან. ამისათვის, შეგიძლიათ, თმის საშრობი ფენის დახმარებით გააცხელოთ მისი გვერდები. ჟელეს ტორტი უკვე შეგიძლიათ, გადაიტანოთ თეფშზე, ან შესაბამისი ზომის ლანგარზე.




image




აი, ასე მივიღეთ "გატეხილი მინა", ულამაზესი ტორტი. შეგიძლიათ, გემრიელად მიირთვათ.

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0